ლისის ტბაზე დღეს დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა. მათგან ზოგი ცოცხალი, ზოგი კი დახოცილი იყო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეეცადა, მომხდარის მიზეზებზე მოსაზრებები მოესმინა.
როგორც მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები პირად საუბრებში ამბობენ, თევზის დახოცვა ტბაში, სავარაუდოდ, გოგირდის წყლის გაჟონვამ გამოიწვია.
ანზორ თოთაძე: "ამის შესახებ ჯერ არ გამიგია და არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ ქუთაისში 3000 ჩინელი ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს. ყოველივე ძალიან ცუდად მენიშნა, რადგანაც შარშან პრეზიდენტმა აღნიშნა-ქუთაისში 500 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროსო. ამჟამად ამ ქალაქში 194 000 კაცი ცხოვრობს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაზიკასაც ვაშენებთ. ასევე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ბათუმში 450 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ეს ქალაქები ასე გაიზარდოს მოსახლეობით. სოფლის მოსახლეობა რომ ავყაროთ და ამ ქალაქებში ჩავასახლოთ, მაინც არ იქნება საკმარისი.
ვიცით, თუ როგორი გამრავლების უნარის მქონენი არიან ჩინელები. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეა, ქართველებმა უნდა გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან".
მომავალში, მეთევზე-მეზღვაურებს წვრთნის გავლა მოუწევთ, რის შედეგადაც მათი სერტიფიცირება მოხდება. ამასთან, ქართული და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერას ახორციელებენ, მხოლოდ სერტიფიცირებული მეთევზე-მეზღვაურები დასაქმდებიან.
„მსოფლიო მაშტაბით აღიარებულია, რომ ეს არის გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემა. მართლაც სცდება ეროვნულ მნიშვნელობას, ...
მთავრობის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის შემადგენელ ანაკლია-ჭურიის უბანს ანუ 13 713 ჰექტარს დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნება. სტატუსის მოხსნა კი ავტომატურად ნიშნავს, რომ იქ ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური აქტივობა შესაძლებელი გახდება
ალბათ ყველასთვის ცნობილია ამ თემის ირგვლივ ყველა მართლმადიდებელი პატრიოტი ქართველის შეშფოთება მომხდარის გამო,რომელიც გამოწვეულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ! ქართველი ერის წუხილიდან გამომდინარე ხელისუფლება ცრდილობს ეს უდიდესი ტკივილი არ გაგრძელდეს დიდხანს..ჩვენი ვალია ყოველთვის მოუწოდოთ ხელისუფლებას არ მიიტაცოს სხვა სახელმწიფომ ჩვენი თუნდაც უმნიშვნელო მიწის ნაკვეთი, მითუმეტეს წმინდა ისტორიული ძეგლი!
"ჩვენ, მეთევზეები, თევზებივით ვართ, - უწყლოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია, არც ცხოვრებას აქვს ფასი ისე"
გამიგია, თევზაობა ისეთი აზარტულია, რომ დროის შეგრძნებას გაკარგვინებს კაცს. მძაფრი შეგრძნების გარეშე ცხოვრება დიდად მომხიბვლელი მართლაც ვერ უნდა იყოს და ამიტომ სიამოვნებით გავიცანი პალიასტომის ტბის უშიშარი მეთევზე. მის თვალებშიც აზარტი და სიკვდილთან ჯიბრი ჩანდა - რაღაც დიდგულად გასცქეროდა პალიასტომს და უცნაურად იღიმოდა...
- თქვენზე თქვეს, ტოგო მირცხულავასავით პალიასტომში ბადეს ვერავინ ისვრისო. - რომ გითხრა, არა-მეთქი, არ გამოვა... კაი ხანია, აღარ ვითვლი, რამდენი დღე და ღამე მაქვს გატარებული წყალში. ახალგაზრდობაში სეინერით ვაპირებდი
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18.03.2012
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა".
„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს".
"ვინ მოგცათ ერის საარსებო გარემოს განადგურების უფლება?!" დიმიტრი ლორთქიფანიძე "ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ამ კანონით ეკოტერორიზმის საფრთხის წინაშე დააყენა" ორჰუსის ცენტრის" განმარტება: "კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიაყენოს გარემოს" "სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ის აღშფოთება, შეშფოთება თუ შოკი, რაც ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მივიღე"
რა სპეციალური გეგმა შეიმუშავეს სადაზღვევო კომპანიებმა
"ამ წერილს გწერთ შვილის სიკვდილით გამწარებული და სადაზღვევო კომპანიის უნამუსობით შეურაცხყოფილი 85 წლის ალექსი მიქელაძე. 2012 წლის 20 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი შვილი მზია მიქელაძე. იმ დღეს ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა. თავი ცუდად იგრძნო, სტუმრებს მოუბოდიშა, ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, - სასწრაფოდ შინ მიმიყვანე, ძალიან მტკივა გულიო. გზაში გარდაიცვალა.
ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
ნადირობა და თევზაობა მისი ჰობია. ბავშვობაში ბიძამ "მოწამლა" და დღემდე ამ გატაცებით ცხოვრობს. ლაპარაკია "კომედი-შოუს" მსახიობ ვასო ფხაკაძეზე. მისთვის არა მხოლოდ ნადირობა და თევზაობაა აზარტი, არამედ ამ თემაზე ლაპარაკიც. ცდილობს, აგვიხსნას, რა მუღამი აქვს ნადირობას. ტყეში თავს გადახდენილ ამბებთან ერთად იმასაც იხსენებს, რაში ვერ აიყოლია "კომედი-შოუს" ბიჭები და გუბეში თევზაობის გამოცდილებასაც გაგვიზიარებს.
- ვასო, ნადირობითა და თევზაობით რა ასაკიდან დაინტერესდი? - მაგას მონადირეები და მეთევზეები "მოწამვლას" ეძახიან. ბიძაჩემი მეთევზე იყო და იმან "მომწამლა". ეს პროცესი დიდ სიმოვნებას მანიჭებს. ოდესმე ტყეში ზამთარში ყოფილხარ? თოვლი მუხლს ზემოთ რომ დევს და თენდება, გინახავს? ალიონს მდინარის ნაპირზე შეხვედრიხარ? ულამაზესი სანახავია. რაჭაში სოფელი მაქვს, ჭყვიში ჰქვია. იქ როცა ვიყავი, ბავშვობაში ხშირად ვთევზაობდი, შაშვებზე ვნადირობდი. ეს საქმე ასე ნელ-ნელა შემიყვარდა.
ქალაქს ჯერ კიდევ ახსოვს მეფეთ უბანში, „ზუსტი მეცნიერების უბადლოდ მცოდნის" ცნობილი მინაწერი: „1+1=3". ეს სხვა ფაქტებთან შედარებით არაფერია, ყოვლისმომსწრე ქუთაისში არც სხვა ობიექტები დარჩენილა ყურადღების გარეშე. განსაკუთრებით პოპულარულია კედლის მინაწერები.
ამ „წყაროებზე" დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება შეიტყო მეგობრობის, სიყვარულის, სიძულვილის სიგრძე-სიგანის შესახებ. ასევე ადვილი დასადგენია ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, სპორტის საყვარელი სახეობა თუ საკუთარი წარმომავლობა. ამ ინფორმაციის მოძიება მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი.
გასულ კვირას ორთაჭალჰესთან მდინარე მტკვრის დონე რამდენიმე მეტრით დასწიეს მეტეხის ხიდთან გზის გასაფართოებელი საპროექტო სამუშაოს გამო. მტკვრის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დაწეული და ზოგან მდინარის ფსკერიც მოჩანდა. გამვლელები ნაგვით ამოვსებული კალაპოტის გარდა, შენიშნავდნენ, თუ როგორ ესეოდნენ თოლიები დახოცილ თევზს. ბუნებრივია, ამის შემდეგ მოსახლეობას უამრავი კითხვა გაუჩნდა. მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ეს ბიომრავალფეროვნების შეცვლას, რადგან ზოგისთვის მტკვარზე თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში ხომ არ დადგება ქალაქი სანიტარიული კატასტროფის წინაშე?
ორთჭალაში, გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
www.bazieri-ge-ს მონადირეებმა,ეს დელფინები აღმოაჩინეს 2012წლის 29 თებერვალს ყულევის ტერმინალიდან დაახლოებით 1 კილომეტრში.ერთ დელფინს დანით ქონდა ორ ადგილას ხორცი ამოჭრილი,რა მიზნით უცნობია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.
25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ვაშლოვანის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემას განავითარებს. პროექტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სახეობათა კონსერვაციის სამედიცინო-კვლევითმა ცენტრმა და საერთაშორისო ორგანიზაცია "ფაუნა და ფლორამ" ხელშეკრულება გააფორმეს.
მუხიანის დასახლებაში ხატიამ ჩიკვილაძეების ოჯახს უკვე მე-14-ე ახალშობილი შესძინა.ახალშობილები ეკა და მაკა ერთმანეთს არც ხასიათით ჰგვანან და არც გარეგნობით.
ეკამ მაკას დაასწრო. დებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წუთია. მაყვალა ჩიკვილაძის განცხადებით, ხატია მშვიდი ბუნებისაა, არ ირქინება და იმითაც გამორჩეულია, რომ პირველი ხბო 2 წლის ასაკში გააჩინა.
ძროხები ტყუპ ნაყოფს იშვიათად შობენ. ხატიასთვისაც ტყუპების დაბადება პირველი შემთხვევაა.
ახალდაბადებულ ბოჩოლების სანახავად მეზობლები ხშირად დადიან, თუმცა მოსაკითხად რძე არ დააქვთ, ვინაიდან ჯიშიანი ხატია მაღალი რეპროდუქტიულობის გარდა, ლაქტაციასაც არ უჩივის.
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას და ყინვებს ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა დღესაც შენარჩუნდება. თოვს თბილისშიც.
უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე პლანეტის მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1930 წელს რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია, ანუ სულ რაღაც 80 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა გაორმაგდა მაშინ, როდესაც დედამიწის მოსახლეობის გაორმაგებას 500 მილიონიდან (1650 წელს) 1 მილიარდამდე (1850 წელს) მთელი 200 წელი დასჭირდა.
საქართველო და თურქეთი მდინარე მტკვარზე ტრანს-სასაზღვრო ჰესების კასკადი აშენდება
რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის სათავეში „ბეშიქ ჰაიას" პროექტი აღარ აშენდება და მდინარე მტკვარი კალაპოტს არ შეიცვლის.
თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს
თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მიერ მდინარე მტკვრის სათავეში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის "ბეშიქ ჰაიას" პროექტის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს, ერთმანეთი დაასისხლიანეს და მერე იძულებული გახდნენ, სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაეკლათ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაცას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. ,,ახალბაღის” ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა გვითხრა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და ,,ისიც მგონი ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს” – ასკვნის პრესსამსახური.
2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.
ბოლო დროს ყველანაირი ჯიშის, ზომისა და ფორმის ძაღლის ყოლა თითქოს მოდაში შემოვიდა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლის ახალბედა პატრონებს ცხოველის მოვლა ჰბეზრდებათ და ან გააჩუქებენ, ან თავიდან მოიშორებენ და ქუჩაში უშვებენ... ექსპერტ-კინოლოგი დათო ცხვედიანი უკვე წლებია ძაღლის სხვადასხვა ჯიშს იკვლევს, სწავლობს, მათთან მეგობრობს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახეობის ცხოველის არჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
შავ ზღვას ექვსი მთავრობა ჰყავს. ექვსივესთვის მისი მთავარი ხიბლი საპორტო გასასვლელია. ექვსივე ქვეყნის მედია წერს, რომ "შავ ზღვაში სიცოცხლე კვდება" და ამის საილუსტრაციოდ ათასობით დაღუპული თევზისა თუ დანაგვიანებული სანაპიროების ამსახველ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის კვლევის ცენტრში ამტკიცებენ, რომ "შავ ზღვას საგანგაშო არაფერი სჭირს". კვლევის შედეგების გაცნობაზე კი უარს მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნიან: "არ შეიძლება".
როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, ტყის ფონდიდან ნაძვის ხეების მოჭრა აკრძალულია და ეს ქმედება კანონით ისჯება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!