ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 12 » „ავტოგრაფები“ ძეგლებზე    

03:11:34
„ავტოგრაფები“ ძეგლებზე
„ავტოგრაფები" ძეგლებზე

ქალაქს ჯერ კიდევ ახსოვს მეფეთ უბანში, „ზუსტი მეცნიერების უბადლოდ მცოდნის" ცნობილი მინაწერი: „1+1=3". ეს სხვა ფაქტებთან შედარებით არაფერია, ყოვლისმომსწრე ქუთაისში არც სხვა ობიექტები დარჩენილა ყურადღების გარეშე. განსაკუთრებით პოპულარულია კედლის მინაწერები.

ამ „წყაროებზე" დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება შეიტყო მეგობრობის, სიყვარულის, სიძულვილის სიგრძე-სიგანის შესახებ. ასევე ადვილი დასადგენია ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, სპორტის საყვარელი სახეობა თუ საკუთარი წარმომავლობა. ამ ინფორმაციის მოძიება მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი.

უკეთეს დღეში არც უფუნქციოდ დარჩენილი ნაგვის ყუთები არიან, ისინი წარმატებით იმსხვრევიან და ასეთივე წარმატებით ეკიდებათ ცეცხლი, მასში ნაგვის მოთავსებას კი არავინ ცდილობს - რატომღაც, ძირს დაყრა ბევრად გაადვილებულია.

ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი: „იმას, რასაც რიგ შემთხვევაში ქუთაისელი ახალგაზრდობა აკეთებს, არ ვიცი, რა ვუწოდო! ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში ხშირია დაზიანების შემთხვევები, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე ოთხი ბავშვი დააკავეს განათების ოცდაერთი ბოძის მოტეხვის გამო. ასევე ხშირია სკვერებში სკამების დამტვრევის შემთხვევები. ახალი წლის დღეებში, „სურიკისა და ბრონზეს" სროლის გამო, აღმაშენებლის ძეგლი გაშავებული იყო! როგორ შეიძლება, დიდი წინაპრის ძეგლს ასე მოექცე! ნაგვის ქუჩაში დაყრა უკულტურობაა, მაგრამ შენი ქალაქისადმი ასეთი დამოკიდებულება - დანაშაული, ხულიგნობა. ამ პრობლემებს მხოლოდ კეთილმოწყობის სამსახური ვერ მოაგვარებს, საჭიროა საზოგადოებაში მენტალური ცვლილება. მომავალ სამ-ოთხ წელიწადში, ვფიქრობ, სიტუაცია უფრო გამოსწორდება, როდესაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ძალაში შევა."

თუ ოპერის თეატრის განათებები მაღალმა ძაბვამ დახეთქა, დანარჩენები - ფეხმა და ქვამ იმსხვერპლა.

აღმაშენებლის ძეგლის მსგავსად, ცუდ მდგომარეობაშია დები იშხნელების, ილო ფოტოგრაფის, აკაკი წერეთლის და სხვათა ძეგლები. ნაწილს ნივთებს ესვრიან, უხამსი წარწერებით „ამშვენებენ", ზოგს კალთაში უსხდებიან, გიტარას უტეხავენ და ცხვირსაც კი აძრობენ.

„თინეიჯერების" ამ საქციელზე სასაუბროდ მერაბ ქაჯაიას („პიკასოს") ვეწვიეთ სახელოსნოში.

„ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ამ საკითხით ინტერესდებით. უნდა აღინიშნოს, ასეთი ფაქტები ევროპაშიც მრავლადაა, მაგრამ იქ პრობლემის გადაწყვეტის ცოტა სხვა მეთოდები მუშაობს, ბევრად უფრო მკაცრი. დაზიანების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უზრუნველყოფს ძეგლის შეკეთებას, ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა კი რბილად უდგება ამ ყველაფერს. აი, მაგალითად, როდესაც განახლებული ოპერა გაიხსნა, განათებები ძალიან მალე დაამსხვრიეს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეკეთდა. ვფიქრობ, ეს მიდგომა არასერიოზულია. ილო ფოტოგრაფის ძეგლს ცხვირი სამჯერ მოტეხეს, ყველა შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით აღვადგინე. ბოლო შემთხვევიდან შვიდი თვის განმავლობაში ძეგლი შეუკეთებელი იყო და არავინ დაინტერესებულა. დავიჯერო, ამას მე და ჩემი მეგობრები ვხედავდით მხოლოდ? საბოლოოდ ის მაინც საკუთარი სახსრებით შევაკეთეთ. რაც დები იშხნელების ძეგლს გაუკეთეს, საშინელებაა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ახალგაზრდების ნაწილს მოსწონს ამის კეთება. როდესაც კონცერტებია, ისინი ძალიან ცუდად იქცევიან. აი, მაგალითად, იგივე ილო ფოტოგრაფს ლუდის ბოთლი გადაამსხვრიეს თავზე. როდესაც მისი საქციელის ახსნა მოვთხოვე, მან თქვა, ეს ხომ მხოლოდ ძეგლია, რა მოხდა მერეო. ყველა ნივთს, ფიგურას, თავისი დანიშნულება და ისტორია აქვს, შემქმნელს ის საკუთარი შვილივით უყვარს, მათი დამმახინჯებლები, ვფიქრობ, მკაცრად უნდა დაისაჯონ. ეს შეიძლება იყოს საჯარიმო სანქციები. ახალგაზდების ერთი ნაწილი აქტიურადაა ჩართული ქალაქის დასუფთავებაში, პრობლემატური საკითხების გადაჭრაში. უნდა შევეცადოთ, რომ მეორე ნაწილის ცნობიერებაც ავიყვანოთ ამ სიმაღლეზე!"

ხულიგნობა - დანაშაულებრივი ქმედებაა, მიმართული საზოგადოების უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. საქართველოს კანონმდებლობის 239 მუხლის თანახმად, ის ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის ან ჯარიმის სახით. თუ, ამ კანონის მიხედვით, ერთი ახალგაზრდა მაინც დაისჯება სამაგალითოდ, სავარაუდოა, რომ სხვები აღარ მიმართავენ თვითდამკვიდრების, „თავის გამოჩენის" ასეთ მკვეთრ ფორმებს და აღარ შეეცდებიან, დატოვონ „საკუთარი ხელწერა" ყველგან.

 

ნონა ქარციძე

P.S. („პოსტსკრიპტუმი")


წყაროhttp://www.psnews.ge/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=2233&page=1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1559 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 david   (13.03.2012 10:19:03) [მასალა]
25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика