თბილისის ზღვა გაიყინა
ისანი-სამგორის რაიონის სამაშველო სამსახური აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებს და მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით, ყინულზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, ვალერი ჟორჟოლიანმა განაცხადა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ყინულზე დადგომა სცადა, ყინული ჩატყდა და წყალში ჩავარდა. ის მაშველებმა ამოიყვანეს.
ასევე, ყინული ჩაუტყდათ მიმდებარე ტერიტორიის კერძო დასახლებაში მცხოვრებ მწყემსებს, წყალში ძროხები ჩაცვივდნენ. ძროხების გადარჩენაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მოუწიათ.