ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 26 » "ჩემი ზღვა და პალიასტომი..."    

01:33:07
"ჩემი ზღვა და პალიასტომი..."
"ჩემი ზღვა და პალიასტომი..."
"ჩემი ზღვა და პალიასტომი...""ჩვენ, მეთევზეები, თევზებივით ვართ, - უწყლოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია, არც ცხოვრებას აქვს ფასი ისე"

გამიგია, თევზაობა ისეთი აზარტულია, რომ დროის შეგრძნებას გაკარგვინებს კაცს. მძაფრი შეგრძნების გარეშე ცხოვრება დიდად მომხიბვლელი მართლაც ვერ უნდა იყოს და ამიტომ სიამოვნებით გავიცანი პალიასტომის ტბის უშიშარი მეთევზე. მის თვალებშიც აზარტი და სიკვდილთან ჯიბრი ჩანდა - რაღაც დიდგულად გასცქეროდა პალიასტომს და უცნაურად იღიმოდა...

- თქვენზე თქვეს, ტოგო მირცხულავასავით პალიასტომში ბადეს ვერავინ ისვრისო. 
- რომ გითხრა, არა-მეთქი, არ გამოვა... კაი ხანია, აღარ ვითვლი, რამდენი დღე და ღამე მაქვს გატარებული წყალში. ახალგაზრდობაში სეინერით ვაპირებდი ზღვაში თევზაობას, მაგრამ მამაჩემმა საბუთები თავზე გადამახია - არ იცი, რა ხიფათში ყოფ თავსო! თვითონაც მეთევზე იყო. ერთხელ ბადის ერთ მოსმაზე 4 ტონა კეფალი ამოიყვანა, მარა იმისთანა შტორმმა მოუსწრო, კინაღამ  ზღვის ფსკერზე მიიძინა და ამაში ერთი დრაფის პალტო მისცეს საჩუქრად...

ვერ მაჯობა მამაჩემმა, ჯიუტი ვიყავი და მაინც გავხდი მეთევზე. ოღონდ პალიასტომისკენ გამიწია გულმა. რაც დავიბადე, ლიფსიტასავით წყალში ვიყავი გაკლაკნილი - ფოთში ზღვა ცხვირწინ მაქვს, პალიასტომი კი, რომ იტყვიან, ყურს უკან. სიმინდის ყანა გვქონდა და იგიც ზღვის ნაპირას იყო. ძროხა რომ მიმყავდა საბალახოდ, თან ნამგალი მიმქონდა, თან ბადე, რომ მეთევზავა. ერთხელაც მივედი და რუსი პოლკოვნიკი დამიხვდა ჩამომჯდარი ამ ჩემს ყანაში. გოდოუგდია ანკესი ზღვაში და იწმენდს სიმწრის ოფლს, - შვილი ჩამომდის სტუმრად, დილიდან აქ ვზივარ და ერთი ლიფსიტა ვერ დევიჭირეო. გეიწიე, იქით-მეთქი და ვისროლე ბადე. ექვსკილოიანი ქაშაყი არ ამოყვა?! გადაირია კაცი - რა ქენი, ამისთანაო?! რა ვიცოდი, რა ვქენი. მაგი რაფერ გითხრა-მეთქი! ამფერი რამდენი მაქვს განაკეთები.  ერთხელ ერთ მინისტრს გამაყოლეს ზღვაში, - ხათრიზა უკან მისდიე, ერთი-ორ ლიფსიტას დეიჭერს, გულს გეიხალისებს და კი წამოვა უკანო... რისი დამჭერი იყო და მის მაგივრად მე მომიწია თევზაობამ.

- გამიგია, ტბაზე ნავით თევზაობა უფრო საშიშია, ვიდრე ზღვაზეო.
- მაგი ყველა ტბაზე არ ითქმება. მაგრამ პალიასტომზე მასეა. ეგნატე ნინოშვილს აქვს კარგად დაწერილი, რაფერ შთანთქა მამა-შვილი ერთად პალიასტომმა. იმის მერე რამდენი ამფერი მამა-შვილი ყავს შთანთქმული ამ ჩემი ცოდვით სავსეს. ამბობენ, გაჩენის დღიდან არის პალიასტომი ამფერი ვერაგიო. ტბა რომ ამოხეთქილა, თან სოფელი ჩოუტანია ეკლესიიან-ხალხიანად. რომ აბობოქრდება, ერთი ისეთი ტალღა წამოდგება, შეიძლება ტბის ფსკერი გამოაჩინოს... ამისთანა ტალღებია საშიში. ყოფილა შემთხვევა, ხალხი თავისსავე ბადეებში გოუხვევია და ისე გოუქანებია ფსკერისკენ. ამფერ დროს მაგარი ვაჟკაცი უნდა იყო, რომ პალიასტომს გეექცე. სამაგიეროდ, თევზი აქვს ძალიან გემრიელი. განსაკუთრებით კეფალი. კეფალი ზღვიდან შემოდის პალისტომში და ერთ კვირას რო გაჩერდება, გემრიელი მაშინ ხდება - მარილი ეცლება. ვინც თევზის გემო იცის, პალიასტომის კეფალის მერე ზღვის კეფალს პირს აღარ დააკარებს.

- ისე, მეთევზეებს რა გენაღვლებათ, თევზი ასარჩევად გაქვთ.
- კი, მაგრამ ყველას აქვს თავისი სანაღვლო. თევზისგან თვალგამოთხრილი კაცი გაგიგია? ზამთარში თევზი ღრუებში ჯდება, - იქ თბილა. მარა ზაფხულში უხარია, - დაცურავს, მიბრუნდება, მობრუნდება და ხტუნაობს. ამ ხტუნაობაში ნავსაც ახტება. ე, იგია მთელი უბედურება, თუ ამ დროს თვალში გეტაკა. ყოფილა შემთხვევა, თვალი ამოუთხრია ბიჭებისთვის. ერთხელ ორკილოიანი შუბლზე მეც მომხვდა და დაბადების დღე მაწყევლინა, შემინგრია ტვინი! მაგრამ უთევზოდ ბაღანას გაზრდაც კი არ შეიძლება, სასარგებლოა ძალიან! ხამსა თუ გაგიგია შენ?

- როგორ არა, ხამსა, ანუ ქაფშია.

- ეგ არის ყველაზე იაფი თევზი და კაცი, თუ სხვას ვერ შესწვდება, ხამსას მაინც ხო იყიდის. მაგიც რომ ჭამო მარტო, მაინც ჯანმრთელად იქნები...

- ეგეც რომ გაგვიძვირდა? არადა, ჩვენს სანაპირო წყლებში ხამსა მაინც არის ბლომად.
- რას გეტყვი, იცი? ჩვენთან, სულო კეთილო, ყველაფერიც იშოვება, მარა ვერ ვიხმართ. ჩვენს მთავრობას თურქებთან იმფერი ხელშეკრულება აქვს დადებული, ხამსა ოქროს ფასი გახადა. თევზს ტოფობა რომ აქვს, ანუ რომ ქვირითობს და მიკარება არ შეიძლება, თურქები მაშინ არიან მოდებული სათევზაოდ. მაგათ არავინ უშლის. იმათ და ჩვენს მთავრობასაც, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ თევზიც, მისი ქვირითიც და იგიც, ჩვენ რას ვჭამთ. ქვირითობისას თევზაობა მარტო ჩვენს ბიჭებს ეკრძალებათ. 

...ჩვენ, მეთევზეები, ჩვენი დაჭერილი თევზებივით ვართ, - უწყლოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია, არც ცხოვრებას აქვს ფასი ისე. დილის გათენება იმიტომ მიხარია, რომ ჩემი ზღვა და პალიასტომი უნდა ვნახო. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე და ტალღებს ვუყურო... ზღვა ისე მიყვარს, გადავწოლილვარ წყალზე, დამისვენია და ისევ გამიცურავს. ერთხელ 20 კილომეტრი გავცურე - ჩემს ბიჭობაში მქონდა ეგ ამბავი, - ბიჭებმა ეიჩემეს, 10 კილომეტრში სამხედრო გემი დგას და გინდა თუ არა, იქამდე მივცუროთო. გაცურეს. მზე რომ ჩავიდა და აღარ დაბრუნდნენ, მერე ჩვენც ვთქვით - არიქა, ვუშველოთ რამეო და გავყევით. არაქათგამოცლილები წყალში ფართხალებდნენ... ჩვენც რომ დაგვაგვიანდა, ნაპირზე დარჩენილებს მკვდრები კი ვგონებივართ, მაგრამ ჭრაქი მაინც დაუნთიათ, რა ვიცით, რა ხდება, ეგება და ცოცხლები არიანო. ჩვენც დევინახეთ და სიმღერა წამოვიწყეთ, - მიხვდნენ, ცოცხლები რომ ვიყავით. ზღვაში ხმა ხომ ძალიან შორიდან ისმის.

...და ძველმა მეთევზემ ისეთი მზერა შემავალო, რომელიც მხოლოდ იმას აქვს, ვისაც მარტო ზღვის კი არა, ცხოვრების ტალღებიც ფეხქვეშ აქვს მოგდებული. 

როგორ წარმოიშვა პალიასტომის ტბა


მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდით, პალიასტომის ტბა დაახლოებით ათი საუკუნის წინ კატაკლიზმური მოვლენის შედეგად წარმოიქმნა, რის შედეგადაც წყალმა შთანთქა ადგილობრივი დასახლებები. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ პალიასტომი ნელ-ნელა წინ გადმოწეულმა ზღვამ წარმოქმნა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, იქაურობა დაეტოვებინა. ხოლო იმას, რომ პალიასტომის ადგილზე ქართველები ცხოვრობდნენ, ადასტურებს ტბის ფსკერის არქეოლოგიური გამოკვლევა, სადაც კერამიკული ჭურჭლის ნატეხები, ვერცხლის სამკაული, ხმლები და III-VII სს-ის ეკლესიის ნაშთებია. პალიასტომის ტბა 1924 წელს ზღვასთან არხით დააკავშირეს. ამან ქალაქი ფოთი პალიასტომის ხშირი ადიდებისაგან დაიცვა, სამაგიეროდ, ტბა მლაშე გახდა და თევზის ზოგიერთი სახეობა მოისპო. 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/12059-qchemi-zghva-da-paliastomiq.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1586 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 zaza123   (31.08.2012 19:23:44) [მასალა]
ახლა იმდენი თევზი აღარაა პალიასტომში,გაწყდა

0   Spam
3 jolia001   (27.04.2012 13:26:22) [მასალა]
მართლა მაგარია პალიასტომიიიიიიი 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
2 krimanjuli   (27.04.2012 09:36:18) [მასალა]
166

0   Spam
1 MELOKOVE   (27.04.2012 08:36:57) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика