დღეს ესპანეთში ფართოდ გავრცელებულ გალგოს ჯიშის ძაღლებზე მოგიყვებით, რომლებსაც წარმოუდგენლად ტრაგიკული ცხოვრება აქვთ. საქმე ის არის, რომ ამ ძაღლებს მხოლოდ ნადირობის სეზონისთვის იყენებენ, შემდეგ კი ტყეში ტოვებენ, ან კლავენ. სამწუხაროდ, თავიდან იცილებენ სუსტ, დასახიჩრებულ ან ნადირობისთვის გამოუსადეგარ ინდივიდებსაც - ჯამში ყოველწლიურად აქ 50 ათასამდე მწევარს იმეტებენ სასიკვდილოდ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის
ძაღლების ერთგულებაზე საუბარი მოძველებულია, ეს ოთხფეხა არსებები დედამიწაზე არსებული სულიერებიდან, ალბათ ერთგულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ძაღლი სახელად ჯონი, რომელმაც ყარაბაღიდან ერევნამდე მარტო იარა და მის პატრონს, რომიკ აგეკიანს 20 დღეა საავადმყოფოს კართან ელოდება.
აგეკიანი ყარაბაღში მოხალისე ჯარისკაცი იყო და ამ დროისათვის ერევნის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მეგობრებო ხვალ დილიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საველე შეჯიბრის ადგილზე ტარდება დრათჰაარების საველე გამოცდა,ჩვენი თხოვნა იქნება თავი შევიკაოთ ძაღების სავარჯიშოდ მოსვლისთვის,ეს ერთხელ გვაპატიეთ და ხელი შეგვიწყვეთ საველე გამოცდის ჩატარებაზე,მობრძანდით დაესწარით და გვერდში დაგვიდექით,ერთად ვუგულშემატკივროთ ხვალ დრათჰაარებს!
სოციალური ქსელის მომხმარებელი Meri Köfke ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„საოცარი ისტორია ძაღლზე რომელსაც ადრე სახელად ლომას ეძახდნენ დღეს მისი სახელია "ემიგრანტა"....
ეს საოცარი ძაღლი ქართველმა პატრონმა ერთ თურქზე გააჩუქა ტრაპიზონში...ვერ ვიტყვი რომ ეს უცხოელი ცუდი პიროვნება იყო, წაიყვანა ძაღლი ტრაპიზონში... ძაღლი მთელი გზა ტიროდა. პატრონის გულგრილობამ ალბათ ძალიან ატკინა გული...როცა ტრაპიზონში ჩავიდნენ ძაღლს არაჩვეულებრივი გარემო
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ.
ძაღლის თავდასხმისგან არავინაა დაზღვეული. ხშირ შემთხვევაში კომპანიონი ცხოველი ადამიანს თავს ესხმის იმ დროს, როცა ტერიტორიას იცავს. თუ ხროვიდან ერთი მათგანი თავს გესხმით, მას სხვებიც უერთდებიან.
როგორ დავიცვათ თავი, თუ ძაღლი ჩვენს მიმართ აგრესიას გამოხატავს? ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებენ. თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს კრიჭავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ძაღლი ადამიანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი დროიდან. მრავალ კულტურაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ძაღლის მოშინაურების ყველაზე ადრინდელი მატერიალური დადასტურება აღმოჩნდა ათასწლეულების წინანდელ სამარხებში, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე.
აქ იპოვეს ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების ჩონჩხები, რომელთაც ადამიანების გვერდით მარხავდნენ
ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი, ცეზარ მილანი, შინაური ცხოველების მფლობელებს უზიარებს, თუ რა არის მთავარი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების აღზრდის დროს.
ძაღლის ქცევის 90% დამოკიდებულია პატრონზე. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა პატრონი ხართ, თუ დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, ეს წესები მნიშვნელოვანია ყველასთვის.
გაწვრთნილი ძაღლი - ეს ის ძაღლია, რომელსაც ყოველდღიურად ასწავლიან
ყოველმა ძაღლის მფლობელმა იცის,თუ რომელ ჯიშს განეკუთვნება მათ მფლობელობაში არსებული ჩვენი ოთხფეხა მეგობარი.თუმცა-კი უმეტესი მათგანი არც კი დაფიქრებულა,რა „ეროვნებისაა” მათი უერთგულესი არსება. (ავტორი გენია.ჯი) დიახ,დიახ,თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ,რადგან ძაღლები ისევე როგორც ადამიანები,სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს განეკუთვნებიან,რომლებიც მათ თავის მხრივ,ერთმანეთისაგან განასხვავებს.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე ჯიშის ძაღლს თავიანთი ეროვნული წარმომავლობის მიხედვით.მაშ ასე:
საქართველოში მცხოვრებმა ცხოველთა მოყვარულებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია: საგურამოს აღმართზე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, მანქანიდან გადმოსვეს ინგლისური სეტერი ხუთ ახალშობილ ლეკვთან ერთად.
ლეკვები სიცივისგან კანკალებდნენ, ხოლო დედა ძაღლი გამვლელებს იმედის თვალით უყურებდა.
საბედნიეროდ, ჩვენთანაც არიან კეთილი ადამიანები, რომლებმაც რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს.
9 ივლისს ქ.ბათუმში კლუბ6 მაისის პარკის ტერიტორიაზე (ყოფილი პიონერთა პარკი) "ბაზიერის" ეგიდით გაიმართება მონადირე ძაღლების გამოფენა.
გამოფენას უხელმძღვანელებენ სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ექსპერტ-კინოლეგები. გამოფენაზე დაიშვებიან საგვარეულო ნუსხის ან სანადირო ძაღლის მოწმობის მქონე ძაღლები.
მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. რეგისტრაციის დასაწყისი 9 საათზე.
QQ.com-ის ცნობით, მის ძაღლს მანქანა დაეჯახა.
პოლიციელების თქმით, 45 წლის ჩინელმა ქალბატონმა ამგვარად სცადა შურისძიება ძაღლის სიკვდილის გამო, რომელსაც თეთრი ფერის მანქანა დაეჯახა. ამასთან, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს მანქანა სწორედ მის მეზობელს ეკუთვნოდა.
ეჭვმიტანილს დაკავებისას თან ორი სანთებელა აღმოაჩნდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ყველა ძაღლი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი შესაძლოა, წარმოუდგენელი სიდიდის გაიზარდოს, ამიტომ საკმაოდ რთულია, შედგეს ზუსტი რეიტინგი, თუ რომელი ჯიშია განსაკუთრებით დიდი ან პატარა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, რომელიც სხვადასხვა წყაროს მიხედვითაა დადგენილი, შესაძლოა, შეიქმნას ადეკვატური სურათი და გავიგოთ 10 ყველაზე დიდი და მძიმეწონიანი ძაღლის ჯიში.
უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი ძაღლის ჯიშები სპეციალურად გამოიყვანეს ნადირობისთვის, ადამიანის დაცვისთვის ან უბრალოდ იმისათვის, რომ ხაზი
ცხოველების ტილები და თმისმჭამელები - პრობლემის შესახებ საუბრობს ვეტერინარი აკაკი რუაძე
უდავოდ, შინაური ცხოველის ყველა პატრონმა იცის რწყილების შესახებ, მაგრამ ბევრს არაფერი სმენია ცხოველის ტილებისა და თმისმჭამელებზე.
თმისმჭამელები (ბუმბულისმჭამელები) პატარა ზომის მწერებია, რომლებიც იკვებებიან ქერცლით, ღინღლითა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით; ტილები კი სისხლით საზრდოობენ.
რამდენიმე დღის წინ უჟგოროდში სულისშემძვრელი ფაქტი მოხდა. ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა ცხოველთადამცველმა, დენის მალაფეევმა თავის ფეისბუქზე დაწერა:
”მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ! საოცარი ისტორიაა. დღეს 12:00 საათზე მეგობრებისგან შემოვიდა ზარი, რომ ცეგლოვკაში, უკვე მეორე დღეა, ლიანდაგებზე ორი ძაღლი წევს.
ჩრდილო ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ ძაღლების დრუნჩზე, რომლებიც ხშირად განიცდიან შფოთს, ჭაღარა უფრო მალე ჩნდება, ვიდრე იმ ცხოველებში, რომლებსაც არ უწევთ რთული სიტუაციების გადატანა.
"კვლევაში 400-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი
ძაღლები ისევე იმახსოვრებენ მოვლენებს, როგორც ადამიანები. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს, როგორც მათ პატრონებს, ეპიზოდური მეხსიერება გააჩნიათ. ესაა უნარი - დიდი ხნის მანძილზე დაიმახსოვრონ ინფორმაცია.
მეცნიერების აზრით, ეპიზოდური მეხსიერებით შეუძლიათ დაიკვეხნონ არა მხოლოდ პრიმატებმა, არამედ სხვა
ნეაპოლის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Animal Cognition"-ი.
სპეციალისტების მიზანი იყო, გაეგოთ, თუ რომელი ბრძანებებით მუშაობა იყო უფრო ეფექტური-სიტყვიერით თუ მითითებით. კვლევაში 25 ძაღლი და მათი პატრონები
"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი ამბობს, რომ ძაღლს სიზმარში ყოველთვის საკუთარი პატრონი ესიზმრება",-წერს Metro.
ფსიქოლოგის თქმით, ძაღლები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მფლობელს, ამიტომ ისინი სიზმარში პატრონის სახეს ხედავენ. განსაკუთრებით კი იმ მომენტებს, როდესაც პატრონი გაახარეს ან აწყენინეს.
ინგლისური ბულდოგი 2014 წლიდან, ქენელ კლუბის (AKC) მონაცემებით, ოთხი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშებს შორისაა. ამ სახეობამ მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა განსაკუთრებული ხასიათის გამო. ის 1886 წლიდან ბრიტანელების ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის ჯიშია.
ამერიკელმა ნეირობიოლოგმა პოლ ზაკმა ადამიანის მიმართ ცხოველის სიყვარულის დონე გაზომა, - ამის შესახებ Times of India იუწყება.
მისი დასკვნები BBC-ის დოკუმენტურ ფილმში "კატები ძაღლების წინააღმდეგ" (Cats vs Dogs) გამოიყენეს.
ძაღლი, სახელად ლილა, ბრმა დაიბადა. მისი ცხოვრება გაცილებით რთული იქნებოდა, რომ არა ერთგული მეგობარი და დამხმარე, დანიური ჯიშის ძაღლი სახელად მედისონი. ამ საოცარმა ცხოველმა ლილაზე ზრუნვა მცირე ასაკიდან დაიწყო. მას შემდეგ ერთი წუთითაც კი არ ტოვებს უყურადღებოდ, მუდამ თან ახლავს და ყველანაირი უსიამოვნებისაგან იცავს.
გერმანული ნაგაზი ლუკა, რომელმაც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო სამსახურის დროს თათი დაკარგა, მარია დიკინის სახელობის მედლით დააჯილდოვეს. დიდ ბრიტანეთში ეს ჯილდო ცხოველებისთვის უმაღლეს სამხედრო ჯილდოდ ითვლება. ამის შესახებ ცხოველების გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის გვერდზე იტყობინებიან.
77 წლის პენსიონერი ვლადიმერ დავიდოვი, რომელიც საკუთარ გერმანულ ნაგაზს ორი თვე ეძებდა , გარდაიცვალა. ირკუტსკის ოლქში (რუსეთი) მცხოვრებმა პენსიონერმა ძაღლი სახელად იანი 8 თებერვალს დაკარგა, მას შემდეგ ის იდგა ქალაქის ქუჩებში, იმ იმდით, რომ ოთხფეხა მეგობარი
შესაძლოა, კარგად ვიცნობთ ჩვენი ძაღლის ხასიათს, ვიცით, რა დროს რა სურს, თუმცა, ზოგჯერ ჩვენი ოთხფეხა ბინადრის დამშვიდება ძალიან რთულია. არიან ძაღლები, რომლებიც ხშირად იყეფებიან, რათა მოთხოვნები შეუსრულოს პატრონმა და გვაწუხებენ ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს.
რამდენიმე რჩევა სპეციალისტებისგან, თუ როგორ დავამშვიდოთ ძაღლი, როცა ყეფს:
ადამიანები ბევრ რამეში ენდობიან ძაღლებს. მაგალითად, ოთხფეხა მეგობრები დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს. ტელევიზიის Sky1-ის ეთერში იწყება ახალი შოუ, სახელწოდებით "ძაღლებს შეუძლიათ ფრენა" (Dogs Might Fly), სადაც ოთხფეხა ბინადრებს შეასწავლიან ვერტმფრენის მართვას.
შინაური ბინადრის მოვლა არც ისე მარტივია, როგორც ეს გამოუცდელ პატრონებს ჰგონიათ. სხვა საჭირო პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ძაღლის სისუფთავეზე ზრუნვაც, რათა სპეციფიკურმა სუნმა, რომელსაც ცხოველის კანი გამოყობს არ შეაწუხოს ოჯახის წევრები. ამასთანავე, სუნი შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ და ინფექციურმა დაავადებებმა.
ცხოველთა ყველა მოყვარულმა იცის, რომ ლაბრადორ რეტრივერი მხიარული, კომუნიკაბელური, ენერიული და ლოიალური ძაღლის ჯიშია, მაგრამ რა ვიცით კიდევ ამ ჯიშის შესახებ? ჩვენ შევკრიბეთ 7 ფაქტი, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.
როგორ განვასხვავოთ ჰასკისა და მალამუტის ლეკვი ერთი შეხედვით? 28.12.2015 იცოდით, როგორ უნდა განასხვავოთ ჰასკი და მალამუტის ლეკვი ერთმანეთისგან? არაერთ ადამიანს ერევა ეს ორი ჯიში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ლეკვები არიან. ჰასკის აქვს შუბლზე გვირგვინის მაგვარი თეთრი ნიშანი, რომელიც მდებარეობს თვალებს შორის, რაც მეტად ჯიშიანია ძაღლი, ეს ნიშანი მეტად არის გამოკვეთილი. მალამუტს იმავე ადგილზე გულის ფორმის თეთრი ლაქა აქვს.
ყველა ძაღლის წინაპარი მგელია ან სხვა მგლისებრი ძუძუმწოვარი. არაერთი სპეციალისტი სწორედ, რომ მგელთან აიგივებს ძაღლის ვიზუალსა და ხასიათს, თუმცა, მათი კლასიფიკაცია საუკუნეების წინ მოხდა, როდესაც ძაღლი შინაური ცხოველი გახდა. ბოლო კვლევებმა გამოყო ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მგლებთან ახლო ნათესაურ კავშირში. კვლევაში 414 ძაღლი და 85 სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა. შედეგი ნამდვილად
თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის ტიტანიკის გემზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოკეანის სიღრმეში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ იცოდით 12 ძაღლის შესახებ, რომლებიც ტიტანიკზე იმყოფებოდნენ?
30.11.2015 პატარა გოგონა ოლივიას (გლაზგოდან) სახლში დივანზე ეძინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. დედა კი სხვა ოთახში იმყოფებოდა. უეცრად 9 თვის ლაბრადორმა ბექსტერმა ყეფა და ღრენა დაიწყო. როგორც პატრონების უმეტესობა იქცევა, ოლივიას დედამ მასაც მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ლაბრადორი არ ჩერდებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა დედის ყურადღების მიქცევას.
ამერიკულ პიტბულმა სახელად ჩივმა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი მარია შხამიანი კობრისგან იხსნა. გველი მათ სახლში სამზარეულოში არსებული ხვრელიდან შეძვრა.
ვიქტორია დივანზე ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ჩივი წამოხტა, რითაც პატრონი კობრის შემოსვლის შესახებ გააფრთხილა. მარია და ბებია სხვა ოთახში გაქცნენ იმედით, რომ კობრა წავიდოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც
სმიტების ოჯახის ერთი ჩვეულებრივი ვიქენდი საშინელ კოშმარად გადაიქცა. მაშინ, როდესაც მთელი ოჯახი ბუნებაში ისვენებდა, 3 წლის ლექსი და ლივი მშობლებს გაეპარნენ. ტბის სანაპიროზე თამაშისას, კი მოულოდნელად ალექსი წყალში ჩავარდა. როგორც ლივი იხსენებს, ბიჭუნას გადასარჩენად მათი ძაღლი ლილა მაშინათვე წყალში ჩახტა, თუმცა ალექსის ნაპირზე გამოყვანა ვერ შეძლო.
„ლილას ალექსის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ მისი წყლიდან ამოყვანა ვერ მოახერხა. ამიტომ სწრაფად დაბრუნდა ნაპირზე და მამასკენ გაიქცა“ - იხსენებს პატარა გოგონა.
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, მონადირეთა კლუბ "ბაზიერის„ ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ატარებს მონადირე ძაღლების გამოფენა-დათვალიერებას! ძაღლები მიიღებენ შეფასებას და ასევე, საგვარეულო ნუსხის საფუძველზე მიიღებენ "პასპორტებს" . გამოფენას უხელმძღვანელებს ექსპერტი დავით ცხვედიანი.
მომპარეს ლეკვი ეზოდან ღამით ესტონური გონჩი ყველა მონადირეს და არამონადირეს უბრალოდ ყველას ვისაც ადამიანობა გააჩნია ვთხოვ თუ რამეს გაიგებენ შემეხმიანონ ლეკვი დაიკარგა თერჯოლის რაიონიდან სოფელ ძევრიდან 599125179 ზაზა
ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..
03.07.2015
პატრონის სიკვდილი - უმძიმესი დღეა ყველა ძაღლისთვის. თუმცა ზოგი ბინადარი ამ დანაკარგს ბევრად მძიმედ იტანს . თუ პატრონი ოთხფეხა მეგობრისთვის მთელი სამყარო იყო, მაშინ მისი დაკარგვის მერე ძაღლი ვეღარ ივსებს გაჩენილ სიცარიელეს და ცდილობს რაც შეიძლება ახლოს იყოს
მის გარდაცვლილ მეგობართან. ასეთი ამბავი გადახდა თავს სერბეთის ერთ-ერთ ქალაქში ერთ გერმანულ ნაგაზს.
პოლიციელი ძაღლები საკვების რიგს, ბევრ ადამიანთან შედარებით, უფრო მოწესრიგებულებად იკავებენ
21.06.2015
დისციპლინა, დისციპლინა და კიდევ ერთხელ დისციპლინა აი, რის დემონსტრირებას ახდენენ შესანიშნავი და უჭკვიანესი პოლიციელი ძაღლები ჩინეთში. ისინი მოთმინებით დგანან საკვების რიგში იმ გემრიელი სურნელის მიუხედავად, რაც ჰაერში ტრიალებს. ზოგ
სწორი კვება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა, არა მხოლოდ ძაღლების ახალგაზრდა და გამოუცდელი მოყვარულები ცდებიან საკვებთან დაკავშირებით. ბევრი პროფესიონალი ძაღლების საშენის მფლობელი თავიანთ ძაღლებს არასწორად კვებავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ძირეულად არასწორად ვმსჯელობთ ძაღლის შესახებ, თითქოს იგი ყველაფერს ჭამს.
ტყეში ხროვებად გასული გაველურებული ძაღლების რაოდენობის სწრაფი ზრდა სოფლების გარდა დედაქალაქის შემოგარენშიც შეინიშნება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, გაველურებული ძაღლი მოსახლეობას ხშირად მგელი ჰგონია, თუმცა მისი თქმით, გარეული ძაღლები მგლებზე არანაკლებ საშიშები არიან.
"ეს არის მაწანწალა ძაღლების ტყეში გასვლა და ხროვებად ჩამოყალიბება. ფიზიოლოგიურად ისინი არიან ჟღალი ფერისანი და ძალიან აგრესიულები, მგლებს ჰგვანან, მაგრამ მგლები არ არიან. თუ სადმე მგელი შენიშნეს, ჯერ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ნამდვილად მგელი და ხომ არ იყო მაწანწალა, გარეული ძაღლი, რომელიც ასევე საშიშია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!