ლაგოდეხში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ პატარა სკვერში ხეების მოჭრა იგეგმება. მოსახლეობა შიშობს, რომ 50-წლიანი ხეების განადგურების შემდეგ დასასვენებელი ადგილი ფუნქციას დაკარგავს. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან.
ხეების შესაძლო მოჭრას არ ადასტურებს მუნიციპალიტეტის გამგეობა, თუმცა ახალი დასასვენებელი სკვერის მოწყობა რომ უკვე გადაწყვეტილია, ამას გამგებელი დიმიტრი ლოლაძეც ადასტურებს. ტენდერი გამოცხადებულია, ის ძველი სკვერის რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები 2 კვირაში უნდა დაიწყოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!