(1) უქმდება ისეთი მოკლელულიანი იარაღის ტარება ( ხრახლულიანის და გლუვლულიანის ) რომლის ლულის სიგრძე არის 30 - სმ ზე ან/და მთლიანი სიგძე 60 სმ-ზე ნაკლები.
(2) იარაღის ფლობის უფლება ხდება ვადიანი - მოკლე და გრძელ ცეცხსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხსასროლ იარაღზე - 10 წლის ვადით.
გაიმართა ჩოხატაურის ტურნირი ინგლისურ სპორტინგში "გავარდნილები 2022"!
ორგანიზატორები გახლდათ მონადირეთა გაერთიანება "ძამა" და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი".
შეჯიბრებაში მონაწილეობა 36-მა მსროლელმა მიიღო.
პაექრობა გაიმართა როგორც გამოცდილ სპორტსმენებს შორის, ისე მოყვარულებს (მონადირეები) შორის.
სპორტსმენებმა ესროლეს 50 მოძრავ სამიზნეს, ხოლო მონადირეებმა - 30-ს. მონადირეებში საუკეთესო ექვსეული გადავიდა ფინალში, სადაც თითეულმა მათგანმა დამატებით 10 თიხის მოძრავ სამიზნეს ესროლა.
ყურადღება! გაიმართება ღია შეჯიბრება სპორტინგში!
17 აპრილს გურიაში, ჩოხატაურის რაიონში სოფ.გორაბერეჟოულში გაიმართება შეჯიბრება წყვილ სამიზნეებზე სროლაში ანუ ინგლისურ სპორტინგში.
შეჯიბრება გაიმართება
მონადირეთა ჯგუფ „ძამას“ და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ბაზიერის“ ეგიდით.
შეჯიბრება დაიწყება 9:30 საათზე.
ცხოველი დაცულ ტერიტორიაზე სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ მიერ აგვისტოში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 12 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირეს, ნათქვამია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია.
დავით თელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბრაკონიერებზე მეტად, ფრინველებს ზიანი სოფლის მეურნეობამ მოუტანა.
– ნადირობაზე გული ამიცრუვდა, რადგან ყველა მხრიდან შეგვბოჭეს, ნაკრძალში მონადირეებს არ უშვებენ მტაცებლების გამოსახშირად.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ტურაში გვაძლევდნენ 30 მანეთს, მგელში – 30 მანეთს, კვერნაში 20-ს.
მაშინ მონადირე პროფესია იყო, ნადირიც იყო, ცხოველებსა და ფრინველებს საკვებიც ჰქონდათ.
ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი
სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ
ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს.
თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამიტომ,
თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით.
ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში.
ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი,
საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი მასიურად 10 მარტს გამოიყარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ ღარსლიანის თქმით კი აღნიშნულთან დაკავშირებით მან და ედიკ ბერიკიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დამცველებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა გახდა თევზის მასიური გამორიყვის მიზეზი – “ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“, – უთხრა ღასლიანმა “სამხრეთის კარიბჭეს”.
შეკვეთილში, მგელმა ბიძინა ივანიშვილს ერთი ირემი და ერთი შველი შეუჭამა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიის მოამბე" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ შეკვეთილის რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სოციალურ ქსელში ბავშვისთვის ტილების მოსაშორებელ პრეპარატთან დაკავშირებით, დისკუსია არ წყდება. საუბარიას ძაღლის ანტიპარაზიტული პრეპარატზე ,,ბარსი'', რომელსაც მშობლები აქტიურად იყენებენ ბავშვებისთვის ტილების მოშორების მიზნით.
ფეისბუქზე წერენ, რომ აღნიშნულმა წამალმა ერთი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეო კრიტიკულ სიტუაციამდე მიიყვანა.
ამა წლის 19 ოქტომბერს შაბათს, შედგა გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოების რიგგარეშე, საგანგებო, საბჭოს სხდომა.
რომელზეც საბჭოს მიერ განხილული იქნა რიგი საჭირბოროტო საკითხები.
1. სანადირო სავარგულების პრობლემები, რომლებიც ძირითადად ეხება ეროვნული პარკების ზრდას. კერძოდ კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ გურია სამეგრელოს ტერიტორიაზე, ტრადიციული სანადირო სავარგულების შემცირება. ასევე ჯავახეთის ტერიტორიაზე შემცირებული სანადირო სავარგულები.
2. ჰესების ქაოტური მშენებლობები, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
3. მტაცებელი ცხოველების პოპულაციის კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშვება.
4. წყალმცურავებზე ნადირობის სეზონის დახურვის თარიღის გადაწევა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზის მასაობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ელექტროდენით თევზაობს პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სასჯელის ვადა კი, შესაძლო, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.
მინდა თქვენც, სპინინგის მოყვარულებს, გაგიზიარ ჩემი გულისტკივილი და ხედვა.
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმი მხოლოდ კაზინოები, სარესტორნო ბიზნესი და კაზანტიპების მსგავსი ღონისიებები არაა!
თუ გვინდა, რომ ტურისტების უფრო შემოსავლიან და ფინანსურად მეტი შესაძლებლობების მქონე პრემიუმ კატეგორიაზე გასვლა, ამისთვის აუცილებებია კომპლექსური შესაძლებლობები გაგვაჩნდეს. მათ შორის აუცილებელია,
გამართული სპორტულ-სამოყვარულო სათევზაო ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით (ყველა მდინარეზე და წყალსატევზე) და არა ლოკალურად, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე.
თუმცა, ეს ყველაფერი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყოველგავარი ბრაკონიერობისაგან.
კვირას, 23 ივნისს , საღამოს 8 საათზე ქ.ქუთაისში, პიონერთა პარკში გაიმართება შეხვედრა ჯგუფის წევრებს შორის!!!
შეხვედრის მიზანია მოძრაობის სამოქმედო გეგმის შემუშავება! გელოდებით ყველას ვისაც გაწუხებთ ჩვენი ქვეყნის ფლორა-ფაუნა. ასევე ბრაკონიერობის გადაუჭრელი პრობლემა!
2 ივნისი ქ. ოზურგეთი.
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის საზოგადოება, მონადირეთა კლუბ "ბაზიერის" ეგიდით ატარებს მონადირე ძაღლების გამოფენას.
ოზურგეთის ცენტრალური პარკი, დასაწყისი 10:00 სთ.
ძაღლის გამოფენაზე გაყვანა (შეფასება) 10 ლარი.
საგვარეულო ნუსხით, პასპორტის აღება 25 ლარი.
იგეგმება მოსახლეობის ირიბად განიარაღება, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ. იმედია გამოჩნდება ორგანიზატორები და გავაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტსს და არ გავატარებთ:
- "განიხილება და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომლიც მიხედვითაც:
• საქართველოში რეგისტრირებული ყველა იარაღი 2020 წლამდე დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას.
• ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ „ექსპერტები“ გადაწყვეტენ ესა თუ ის იარაღი სანადიროა თუ არა. (როგორც იცით ამჟამად ყველა გრძელულიანი იარაღი სანადირო იარაღად არის გაფორმებული)
17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში
რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.
სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება.
25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული.
პარასკევს 15 თებერვალს 12:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთში გამგეობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები , რომელთაც უდიდესი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა შეგვიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ (10212ჰექტარ) მიწის ფართობზე.
2019 წლის 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია
► ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს. ამის შესახებ რუსეთის ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი (WWF) იტყობინება. ინციდენტი გულრიფშის რაიონში აჟარის დასახლების სიახლოვეს მოხდა.
ნადირობა ერთ-ერთია იმ ტრადიციულ საქმიანობათაგან, რომლებსაც სვანეთში დღესაც მისდევენ. ჯიხვის ხორცის კუბდარიც იქ კვლავ დელიკატესი და განსაკუთრებული სტუმრისთვის გამორჩეული პატივია. ალაგ-ალაგ, სოფლებსა თუ რაიონში შეხვდებით ძველ, გამოცდილ მონადირეებს და მათ ახალგაზრდა მიმდევრებს, რომლებიც თავისუფალ დროს კვლავაც მიაშურებენ მთებს და საკმაოდ რთულ გზებსა და უღელტეხილებზე, რისკის ფასად, კლდის თავისუფალ ბინადრებს, თავად სვანებივით უდრეკ ჯიხვებს უსაფრდებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ასეულობით მონადირე და მეთევზე ოზურგეთიდან, ჩოხატაურიოდან და ლანჩხუთიდან, დღეს დილიდან შეიკრიბა ლანჩხუთის მერიის წინ და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
მონადირეების საპროტესტო აქცია ლანჩხუთში
ასზე მეტი ლანჩხუთელი ნადირობის უფლების მოთხოვნით ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.
„საოცარ ზეწოლა ჩვენზე, როგორც კი ფეხს შევადგამ ტერიტორიაზე გვაჯარიმებენ. არადა ,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა არ იკრძალება. ჩვენ ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას და ვთხოვთ შეხვედრას დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან,
ლანჩხუთში, 11 იანვარს, პარასკევს, 12 საათზე გამგეობის შენობის წინ დაგეგმილია მონადირეთა შეკრება. ეროვნული პარკების მიერ სანადირო სავარგულების შეერთების და ამით ისედაც უკიდურესად შემცირებული სანადირო სავარგულების კიდევ უფრო შემცირების გასაპროტესტებლად!
(რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მგლები შენიშნეს. მტაცებლები დასახლებულ პუნქტებში, დღეს დილის საათებში ადგილობრივებმა შენიშნეს.
როგორც ისინი აცხადებენ, წლების განმავლობაში მელექედურში მგელი არავის უნახავს, რადგან სოფელი ვაკეზეა გაშენებული, რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული და მჭიდროდაა დასახლებული.
გურული რომელიც ხეზე ცხოვრობს და ცოლის მოყვანაზე ოცნებობს
მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ადამიანი რომელიც ცოლის მოყვანაზე ოცნებობს
53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს, ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი, ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ "საძინებელში" ატარებს:
რამდენიმე დღის წინ მონადირეებმა ტყეში მოკლე მავთულით ხეზე მიბმული ძაღლი შემთხვევით იპოვეს. როგორც ვიდეო რგოლიდან ჩანს, საცოდავ ცხოველს ყეფისგან ხმა დაკარგული აქვს, შეშინებული, დათრგუნული და შიმშილისგან საშინლად გამოფიტულია.
პანკისის ხეობაში, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მამალი არჩვი მოკლეს. ორმა პირმა, რომლებიც ზედამხედველობის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"საღორიდან 120-კილოიანი ღორი გამოათრია, ხვანჭკარაც შეგვიჭამა" ორი წლის წინ "კვირის პალიტრა" წერდა რაჭაში მომრავლებულ დათვებზე, რომლებიც თავს ესხმოდნენ სოფლებს და სავარგულებს ანადგურებდნენ. რაჭველები ამბობენ, რომ ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია."
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან.
65 წლის როზა გოგოხიას გარდაცვალებაში ოჯახი ზუგდიდისა და ქუთაისის კლინიკების ექიმებს ადანაშაულებს. ქალი გალის რაიონის სოფელ თაგილონში ტურამ დაკბინა. მომხდარიდან მალევე, მას პირველადი დახმარება ზუგდიდში აღმოუჩინეს, თუმცა, ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა მისთვის ანტირაბიული საშუალების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და საოპერაციოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გაგზავნეს.
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის გიორგი ენუქაშვილი ნადირობის დროს ხევში გადავარდა. შემთხვევა ლაგოდეხის ტყეში მოხდა. ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ქართველმა მეთევზეებმა შავ ზღვაში თევზის უნიკალური სახეობა "ზღვის ეშმაკი" აღმოაჩინეს (+ვიდეო)
შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია. ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება"ზღვის ეშმაკს" (Lophius piscatorius), რომელიც მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!