ვიზიტორთა რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 100 % - ით გაიზარდა. 2011 წელს დაცულ ტერიტორიებზე 300 000 ვიზიტორი დაფიქსირდა. აქედან 53 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე (ისრაელი, გერმანია, პოლონეთი და ა. შ), 247 000 ადგილობრივი ვიზიტორი, ტურისტების უმრავლესობა იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა - 152 000 ვიზიტორი. 2011 წელს ტურისტების რიცხვის ზრდა დაცულ ტერიტორიებზე, დაცული ტერიტორიების საგენტოს მიერ ეროვნულ პარკებში, მათ შორის იმერეთის მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ და ახალმა ტურისტულმა სერვისებმა განაპირობა : სათაფლიას კომპლექსმა, ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრმა, სპელეო პალეონტოლოგიურ ტურებმა (იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე), სამთო ველოსიპედით სეირნობამ და ა. შ. ეროვნული პარკების განვითარების მიზნით 2011 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ 10 მილიონ ლარამდე გრანტი მოიზიდა. დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, 2012 წელს, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დანერგვა ჯავახეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო 2012 წელს ტურისტებს შესთავაზებს ახალ ტურისტულ სერვისებს, როგორიცაა კანიონ ტურიზმი, ცხოველებზე დაკვირვების ტურები და ა.შ. დაცული ტერიტორიების სააგენტო 2012 წელს 50 % ვიზიტორთა მატებას გეგმავს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!