ხონში, პატარა ჯიხაიშში, ქალს ტურა დაესხა თავს. ამის შესახებ მოქალაქე, ლევან კობეშავიძე სოციალურ ქსელში წერს და დაშავებული ქალის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალასაც ავრცელებს.
ქალი იხსენებს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის მეზობლისგან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.
როგორც ნანა მიქაძე ამბობს, სოფელში ბევრი ტურაა და ღამით ადგილობრივებს მათი ხმა ყოველთვის ესმით, თუმცა დღის
კიდევ ერთი მგლის ლიკვიდაცია ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა დღს მოახდინა.
როგორც "გურიის მოამბეს" ჯგუფის წევრებმა აცნობეს, მტაცებლის ლიკვიდაცია დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკის თემის სოფელ წვერმაღალაში მოხდა.
მონადირეების განცხადებიტ, ამ დროისათვის ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფს 7 მგლის ლიკვიდაციის უფლება ჰქონდათ და წვერმაღალაში მოკლული მტაცებელი მეშვიდეა:
"გვესმის რომ სერიოზული პრობლემაა და მომრავლებული მტაცებელი თითქმის ყველა სოფელში ანადგურებს პირუტყვს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მაგრამ თუ არ მივიღეთ ნებართვა ცენტრალური მთავრობიდან, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, შეზღუდული ვართ განვახორციელოთ მსგავსი ღონისძიებები ამ ეტაპზე" - აცხადებენ ოზურგეთის მერიასთან არსებულ მონადიორეთა ჯგუფში.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.
შემთხვევა 19 მარტს, საღამოს მოხდა. ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ორი დღის წინ მტაცებელმა ოთხი თანასოფლელი დაკბინა, წუხელ კი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაზარალებული ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.
დაზარალებულებს აცრები ჩაუტარდათ და მკურნალობას სახლში აგრძელებენ. მოსახლეობა მონადირეების დახმარებას ითხოვს.
შეკვეთილში მგლების მომხრავლების გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. მოსახლეობის თქმით, მგლებმა მსხვილფეხა საქონელი და ძაღლიც კი დაგლიჯეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, მგლების ლიკვიდაციის უფლების მინიჭებისთვის შესაბამისი მიმართვა გაკეთდა.
„დღეის მდგომარეობით, ნატანებში არის ამ მიმართულებით რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ არის მგელი მომრავლებული.
გაიქცა მგელი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარ-ნაკრძალში ყაზბეგის რაიონიდან ჩამოიყვანეს.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მგელმა ცხვარიჭამიაში არსებულ თავშესაფარ-ნაკრძალში ელექტროღობის ქვეშ გვირაბი გათხარა და გაიქცა, ნათქვამია ბიზნესმენისა და ცხოველთა უფლებადამცველის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებაში Facebook-გვერდზე.
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთაში, მონადირეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მგელი მოკლეს.
ურთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მგელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ლიცენზიის გაცემა სთხოვა და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით 6 ლიცენზია
მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს ქვედა კიდურებზე წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ცენტრის სპეციალისტის ნათელა მაჭარაშვილის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი აცრები ჩაუტარდა და 10 დღის განმავლობაში ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცენტრში აცხადებენ, რომ მარნეულის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მგლები მომრავლდნენ. ადგილობრივებს საქონელი ყოველ დღე დახოცილი ხვდება. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მტაცებლის ლიკვიდაციის უფლებას ითხოვს.
დღეს ადგილობრივებსა და ბაღდათის რაიონის გამგებლის წარმომადგენელს შორის შეკამათებაც მოხდა.
ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…
დაფიქრებულხართ ოდესმე რა იერარქია არსებობს მგლის ხროვაში? ბოლო დროს ინტერნეტში განიხილავენ საკითხს, რომ რუხ მტაცებლებს შორის არსებული ურთიერთობები ძალიან გავს ადამიანურ ურთიერთობებს!
ამის დასამტკიცებლად მგლის ხროვის ფოტო მოყავთ, სადაც მგლები დათოვლილ ტყეში გადაადგილდებიან. აი როგორ ხსნიან ცხოველების რიგს ფოტოზე.
ტრამვირებული მგელი გაყინულ მდინარეში სიკვდილის ებრძოდა. პოლიციასა და ცხოველთა გადარჩენის ცენტრის თანამშრომლებს რამდენიმე წუთიც რომ დაეგვიანათ, ის დაიღუპებოდა.
1995 წელს თოთხმეტი მგელი გაუშვეს იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში (Yellowstone National Park). მკვლევრები ვერც კი წარმოიდგენდნენ , რომ ეს რადიკალურად შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას.
ის გარბოდა... ადამიანები მისდევდნენ... ესროდნენ… თათებით თოვლში ეფლობოდა... მგელმა იცოდა, გადარჩენა არ ეწერა და რომ არ არსებობს იმაზე დიდი ცხოველი, ვიდრე ადამიანი...
ზუგდიდისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა მგელების დახოცვის უფლება მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებებით ირკვევა.
"ის, რასაც მოგითხრობთ, ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს" - ასე იწყებოდა "გზის" 2010 წლის მე-10 ნომერში გამოქვეყნებული სტატია "ნადირობა მგლებთან ერთად და ცხოვრება მტაცებლების გარემოცვაში".
შეგახსენებთ, რომ ამ "ზღაპრის" მთავარი გმირი, ჩემი
ცოტა ხნის წინ ერთი მარტოხელა მგლის შესახებ გიამბეთ, რომელიც დავათის ტყეში, მონასტერთან ახლოს ბინადრობდა. უფრო სწორად, მას აღნიშნული მონასტრის სასულიერო პირი მამა იაოანე ზრდიდა და ტაძრის მრევლის წევრებიც იშინაურებდნენ. უცნაურია, მაგრამ მგელი არავის ერჩოდა და გარშემომყოფების დიდ სიყვარულს იმსახურებდა. ის იქ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის მიუყვანიათ. მოკლედ, ერთი კვირის
30.12.2014 ქუთაისში 75 წლის მამაკაცი მგელმა დაკბინა. გორას დასახლებაში მოხუცს მგელი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში იმყოფებოდა.
დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვიდეო
გასაოცარი ცხოველია მგელი - მტაცებელი, მოუთვინიერებელი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი... თქვენ გაქვთ მასთან ერთად, ერთი-ერთზე ფოტო გადაღებული? აი, ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძეს კი აქვს.
ბექა მშვილდაძე "პალიტრა ტვ"-ის ოპერატორია და ამბობს, რომ საკუთარი მგელი ჰყავს... ეს ცხოველი რეალურად ერთ-ერთ მონასტერთან მართლაც ბინადრობს და როგორც ირკვევა, იქ თავს მშვენივრად გრძნობს.
გასაოცარი ცხოველია მგელი - მტაცებელი, მოუთვინიერებელი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი... თქვენ გაქვთ მასთან ერთად, ერთი-ერთზე ფოტო გადაღებული? აი, ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძეს კი აქვს
გარეული ცხოველი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში სამი დღეს ცხოვრობდა. მოგვიანებით, მამაკაცმა, რომელიც მგელს პატრონობდა, სამაშველო სამსახური გამოიძახა. მაშველებმა მგელი თან წაიყვანეს.
რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ ცხოველს მისთვის უსაფრთხო გარემოში გაუშვებენ.
მოქალაქე ზრაბ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ იპოვა მგელი მარტყოფის გზაზე დაგდებული, თავიდან სავარაუდოდ ძაღლი ეგონა, ჩაუტარა პირველადი დახმარება, ჭიის წამლის სახით, შემდეგ შეგვატყობინა, ჩვენ მოვედით, ვნახეთ მგელი, ის ჯანმრთელია,
გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
მგლებმა სოფელ შავშვებში წკრიალაშვილების ცხვრის ფარა მთლიანად გაანადგურეს ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თავად დაზარალებულებმა აცნობეს, ხათუნა წკრიალაშვილი ამბობს რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ „ 21 ბატკანი და 12 დედა ცხვარი შეგვიჭამეს მგლებმა დილით ექვს საათზე გავიგეთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ეს იყო იქნებ რამით დაგვეხმაროს მთავრობა. დღეს გამგებელიც იყო ამოსული დახმარებას დაგვპირდა მაგრამ რავიცი აბა რა იქნება“ ამბობს დაზარალებული ხათუნა წკრიალაშვილი. აღსანიშნავია ის რომ გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
თბილისში, ძველი ვეძისის დასახლებაში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებდათ. ამის შესახებ „1 არხი“ იუწყება.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნადირი მათ სახლში უვარდებოდა და შინაურ ცხოველებს ესხმოდა თავს.
მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, საგანგებო სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მონადირეებს უფლება მიეცათ, ძველი ვეძისი მტაცებლისგან დაეცვათ.
2014 წლის 27იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაათვალიერეს ქ. გორში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია და მდინარე კოშკზე გადებულ რკინის მილზე, რომელიც საცალფეხო ბილიკად გამოიყენება, მილსა და მოაჯირს შორის უკანა ფეხით ჩაჭედილი მგელი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს
ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში 56 წლის მამაკაცი მგელმა დაკბინა. დაზარალებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ეს მგლის თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და გარეული ცხოველი დასახლებაში ხშირად უნახავთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ესტონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ადგილობრივ ტყეებში მგლისა და ძაღლის ნაჯვარის არსებობის დამტკიცება, - იუწყება ”ინტერფაქსი”. საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, ზამთრის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რვა მგელი მოკლეს, თუმცა ექვსი მათგანის შეფერილობა არატიპიური იყო და მონადირეებს შორის ეჭვის საფუძველი
სერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა დავურბინოთ, ორმა გავას გავკრათ ხელი, პატრონს კაცი გავუგზავნოთ, ნუღარ უნდა ბზე და ქერი. მოდი, ნალები წაიღე, წალდი გამოგივა მჭრელი, უა-ფაფარი წაიღე, საცერი დაგეწვნის სქელი.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მგლები გამოჩნდნენ. ნადირმა სოფლის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ადგილობრივი მაცხოვრებლები
აცხადებენ, მგელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით
მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა და ოჯახებს დიდი ზარალი მიაყენა. მუნიციპალიტეტის გამგეობა და გარემოს დაცვის
სამინისტრო 12 მონადირის დაქირავებას აპირებს. იმ შემთხვევაში თუ
კონკრეტული მონადირე მოკლულ მგელზე შესაბამის მტკიცებულებას (გადაღებულ
ფოტოსურათს და სხვა) წარმოადგენს, მას 500 ლარს ადგილზე აუნაზღაურებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრები კაკო ზოიძის ძროხა საყანე ფართობში მგელმა დაგლიჯა. პირუტყვი ღამით გარეთ დარჩა და მეორე დღეს მხოლოდ თავისა და ხერხემლის ნარჩენები იპოვეს.
_ ძროხა იმდენად დიდი იყო, ტურა, თუნდაც რამდენიმე, ასე ვერ დაგლეჯდა _ მგლის შეჭმულია, _ ამბობენ სოფელში.
როგორც "გურია ნიუსი" ერთი თვის წინ წერდა, მგელი მეზობელ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გამოჩნდა. ქაქუთიდან აღნიშნულ სოფლამდე კი, ათიოდე კოლომეტრი თუ იქნება. ფაქტია,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!