სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას და ყინვებს ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა დღესაც შენარჩუნდება. თოვს თბილისშიც.
ხვალიდან წვიმა თოვაში გადაიზრდება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მათ შორის - ზუგდიდსა და ქუთაისში.
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას და ყინვებს ვარაუდობენ.
29 იანვრიდან გამოდარება დაიწყება და ყინვები გაძლიერდება. სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი 30 და 31 იანვარს, თუმცა თებერვლის დასაწყისიდან სინოპტიკოსები ისევ ნალექს ვარაუდობენ.
რაც შეეხება თოვლის საფარს, ჯვარზე საფარის სიმაღლე 140 სმ-ია, მთასაბუეთზე - 171 სმ, გუდაურში - 112სმ, ხულოში - 110სმ, ბაკურიანში - 62სმ, საგარეჯოში - 12სმ, ხოლო თბილისში - 2 სმ.