თბილისის ზოოპარკში 3 იაგუარი დაიბადა. მათგან 2 ჭრელი, ხოლო ერთი კი შავი შეფერილობისაა. სამივე იაგუარი ცისფერთვალებაა.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, ასეთი მატება მსოფლიოს ნებისმიერ ზოოპარკში მნიშვნელოვანია.
თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. პარკის ტერიტორია 9 ჰა-ზე მეტ ფართობს მოიცავს, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილ ცხოველთა და ფრინველთა 210 -ზე მეტი სახეობა.
მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეთრი ძუ ლომი სახელად „კლეოპატრა", რომელიც მსოფლიოს მართლაც, რომ ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობას წარმოადგენს და რომელიც დღესდღეობით ველურ ბუნებაში ფაქტიურად აღარ გვხვდება.
მის მეზობლადვეა ასევე ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის წარმომადგენელი – უსურიის ვეფხვი „სალიმა". ზოოპარკის ბინადარივეა სპილო „მალკა" თავის ნაშიერთან ერთად, ჰიპოპოტამი, ჯიქი, ავაზა, მურა დათვი, მგელი, იაგუარი, შველი, ჯიხვი, ლამა და სხვა.
პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეგზოტარიუმიც, სადაც ქვეწარმავალთა და ულამაზეს ზღვის ბინადართა ნმიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა, რომლებიც მნახველებზე უდიდეს შთაბეჭდილებებს ახდენენ. წყარო :www.newsline.ge
წყარო:
|