Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
Elle-ის საერთაშორისო დირექტორის, ვალერია ბესოლო ლოპისის განცხადებით, ბეწვის ნაწარმი, განსაკუთრებით
კიდევ ერთი ფოტოკონკურსი რომლის მონაწილეებიც საკმაოდ სოლიდური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ, წლი სბოლო როგორც წესი ტყველა კონკურის სრულდება და გამარჯვებულებიც სწორედ ამ პერიოდში ხდებიან ხოლმე ა2ტულაურები, აფრიკის ველური ბუნების ფონდმა (AWF) თავისი პირველი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ბრაზილიაში 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე მოხდა.
სამი კაცი ტბაზე სათევზაოდ იყო მისული, როდესაც მათ ფუტკრების გუნდი დაესხა თავს. მამაკაცები ტბაში ჩახტნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს.
ნორვეგიამ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ვიზიტორებისთვის გარემოზე ზემოქმედების გამო შეზღუდვები დააწესა და საკრუიზო გემებს ვერტმფრენებითა და წყალქვეშა ნავებით არქიპელაგზე ტურისტული მომსახურება აუკრძალა. ინფორმაციას The Times ავრცელებს
1-ლი მარტიდან ზღვის ყინულზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა, თეთრი დათვებისა და სელაპების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აიკრძალა, ხოლო ფრინველთა კოლონიების მახლობლად გამრავლების პერიოდში დაბალი სიჩქარით მოძრაობა დაწესდა.
თურქეთში, ქალაქ ხოფაში, მეთევზემ, რომელმაც ბევრი თევზი დაიჭირა, ერთი კილო ქაფშია 5 ლირად გაყიდა. მიმდინარე სეზონზე თურქეთში ქაფშია 15-20 ლირა ღირს და ყველა მოქალაქეს მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თურქული გამოცემა „ჰაბერლერი“ წერს, 6 საათში თევზის მაღაზიის მფლობელმა 75 ტონა ქაფშია გაყიდა.
„ჰაბერლერის“ ცნობით, ხოფელი სერქან აქსოი 12 წელია თევზაობს. „შევიდეს თევზი ყველა სახლში“ – ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეთევზემ ქაფშიის ფასი 5 ლირამდე შეამცირა.
კაცს, რომელმაც ასობით ირემი არალეგალურად მოკლა, ერთწლიან პატიმრობასთან ერთად 1942 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, ბემბის ყურება მიესაჯა. მისურის მოსამართლის განაჩენით, დევიდ ბერი ჯუნიორი, ციხეში ყოფნისას, ყოველ თვეში ერთხელ უყურებს დისნეის კლასიკას, რომელშიც მონადირეები პატარა ცხოველს დედას უკლავენ. ბრაკონიერობაში დევიდ ბერი ოჯახის წევრებთან ერთად იყო ჩართული. პროკურატურის თქმით, ის ცხოველებს კლავდა და ადგილიდან მხოლოდ მათი თავები და რქები მიჰქონდა. სხეულის
დუკჰას ცხოვრებაც დაკავშირებულია ირმებთან: ცხოველები ტომს აძლევენ რძესა და ყველს. გარდა ამისა, მონღოლები მათთან ერთად ლოსებსა და ტახებზე ნადირობენ.
ტომში არსებული ადამიანთა რაოდენობა სწრაფად მცირდება: სულ რაღაც 44 ოჯახი, ხოლო რაოდენობრივად 200-დან 400-მდე ადამიანი დარჩა.
უხუცესი დუკჰა 96 შამანი ცუიანია. ტომის რწმენით, შამანი მათ აკავშირებს ირმებსა და ტყის სულებთან, რომლებიც ცოცხლებს სიმღერით ეკონტაქტებიან.
თუ ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ (განსაკუთრებით მოგბეზრდათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა) და ცხოვრებაში გჭირდებათ ცოტა მაგია, ეს იდეა აუცილებლად მოგეწონებათ: გაემგზავრეთ კუნძულ ფულაზე - ამ ულამაზეს ადგილზე უსაყვარლესი პონები მეტია, ვიდრე ადამიანები.
ამ ადგილზე პონები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გაჩნდა შოტლანდიური ჯიში პონი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.
სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, რომელსაც ასობით ძროხა ჰყავს. უცნაურია, თუმცა, ტომის წევრებს ძროხის ხორცი არასოდეს უჭამიათ.
მომთაბარე ტომი საჰელის რეგიონში, ნილოსის გასწვრივ, ჩლიქოსნებთან ერთად გადაადგილდება. მათი ძირითადი კვების რაციონი რძე და იოგურტია. ტომში ადამიანები და ძროხები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მათ ერთად სძინავთ, იკვებებიან და ერთად სეირნობენ. ძროხები ამ ტომისთვის ყველაფერია - ვალუტა, საკვები და სიამაყე.
დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში წაულების განადგურების შესახებ, რადგან ისინი თითქოს კორონავირუსს ავრცელებდნენ, მცდარი იყო, განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა და სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების მინისტრმა მოგენს იენსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა წაულა უნდა განადგურდეს, რადგან მუტაცია განცდილი ვირუსის მატარებელი და ადამიანისთვის გადამდები შეიძლება იყოს. მისი თქმით, კორონავირუსი დაფიქსირდა 207 ფერმაზე, 67-ზე ცხოველები უკვე დაიხოცა, 23-ზე კი გაურკვეველი სიტუაციაა.
ქალაქი პრიპიატი, რომელიც ჩერნობილის საშინელი ტრაგედიის ეპიცენტრი გახდა, ფართოდ ცნობილია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ხალხი აქ მოდის დოკუმენტური ფილმების შესაქმნელად და მოჰყავთ ტურისტებიც კი, რომლებიც ექსტრემალურ შეგრძნებებს ეძებენ. ამავდროულად, ბელორუსიაში არის ტერიტორია, სადაც გაცილებით უფრო ფართოდ არის რადიაციული დაზიანება, რის გამოც იქ რეზერვია შექმნილი.
თუ ფიქრობთ, რომ 3D ფილმები სამეცნიერო ტექნოლოგიის ზენიტია, ცხოვრებას ნამდვილად ჩამორჩით.
ოდესღაც ყველაფერი შავ-თეთრი ეკრანით დაიწყო, რაც იმ პერიოდში საოცრებას წარმოადგენდა. განვითარების ეტაპზე გვხვდება სათვალე წითელი-ლურჯით, შემდეგ გართობისა და სპეც ეფექტების სფეროში მივეჩვიეთ 4D-საც.
“რუბენ, წადი”, “არა ცხოველების გადანადგურებას”- ერევნის ზოოპარკის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. კოლეგები რუბენ ხაჩატრიანს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და ერევნის მერიისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.
ზოოპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დირექტორის თვითნებურ გადაწყვეტილებები ცხოველების სიკვდილს იწვევს.
კანადაში, სამ მონადირეს ინუიტების დასახლება სოფ. ნაუიაატიდან (Науйаат), კარიბუზე ნადირობისას (ჩრდილოეთის ირემი) არქტიკულ წრესთან, დასახლება ნუნავუტის ტერიტორიაზე თავს დაესხა თეთრი ძუ, ბელიანი დათვი, ერთი მონადირე უცებ დაგლიჯა და მოკლა, ორი კი მცირე ტრამვებით გადარჩნენ. თუმცა მათი ტრაგედია ამით არ დასრულებულა.
დანია აპირებს გერმანიის საზღვარზე 50 კილომეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიმაღლის დამცავი კედელი ააშენოს, რათა გერმანიიდან შემოსული გარეული ტახებისაგან დანიური ღორები დაიცვას.
დანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გერმანიიდან ტახებმა შესაძლოა სასიკვდილო ინფექცია - აფრიკული ჭირი გადმოიტანონ, რითიც ქვეყნის ხორცის წარმოება სერიოზულად დაზარალდება. შეგახსენებთ, რომ დანია ღორის ხორცის წარმოების კუთხით ევროპაში ერთერთი ლიდერი ქვეყანაა.
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" ეგიდით
ქ. ოზურგეთში 5 მაისს დასვენებისა და კულტურის პარკში ტარდება მონადირე ძაღლების გამოფენა დათვალიერება.
გამოფენაზე დაიშვება მხოლოდ საგვარეულო ნუსხის ან პასპორტის მქონე ძაღლები. 10 თვიდან. მონაწილეობის (შეფასება) საფასური 10 ლარი.
გამოფენას უხელმძღვანელებენ სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ექსპერტები. მონაწილეთა რეგისტრაცია ადგილზე 10 საათზე.
ბევრ ქვეყანაში ნადირობა მამაკაცური თამაშის სახეობად ითვლება, მაგრამ ზოგან -გადარჩენის საშუალებაა.
მაგალითად აფრიკაში გველებზე სწორედ იმიტომ ნადირობენ, რომ იკვებონ, რადგან სხვა საკვები ახლო მომავალში არ ჩანს და პითონის ტყავი კი ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს.
ნახეთ, როგორ ხდება 6-მეტრიან აფრიკულ მთის პითონზე ნადირობა სატყუარათი.
ნორვეგიის ჩრდილოეთით ირმების მიგრაციის გზებს რკინიგზა კვეთს. ბოლო 3 წლის მანძილზე მატარებლების დაჯახების შედეგად უკვე 2000 ცხოველზე მეტი მოკვდა, ხოლო უკანასკნელი 3 დღის მანძილზე დახოცილი ცხოველის რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
ნორვეგიის ტერიტორიაზე 250 000 ჩრდილოეთის ირემი (лат. Rangifer tarandus) ცხოვრობს, უმეტესობა - ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს. სიცივეების დადგომისთანავე მათ საკვების საძიებლად დიდი ტერიტორიის გადალახვა უწევთ. ამ ტერიტორიაზე რკინიგზა გადის.
ძაღლმა ამერიკელ მონადირე, უილიამ რენკურტს თავისივე იარაღიდან ესროლა. ინციდენტის შესახებ აიოვას (ტეხასის შტატი, აშშ) ტელეარხი იტყობინება.
ოთხშაბათს, 29 ნოემბერს 36 წლის მამაკაცი ქალაქ ლებანონიდან (ნიუ-ჰეპფშირის შტატი) სამ მეგობართან ერთად ხოხობზე ნადირობდა. უეცრად ზურგში 12 კალიბრიანი ტყვია მოხვდა იმ იარაღიდან, რომელიც მიწაზე იდო. ”დამნაშავე” აღმოჩნდა ძაღლი, რომელმაც ჩახმახს ფეხი შემთხვევით დააბიჯა. სროლა 20 მეტრის სიშორიდან მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმები იმედოვნებენ, რომ იგი გადარჩება.
ბრიტანელი აქტივისტი, რომელიც გადაშენების გზაზე მყოფი ადგილობრივი წითელი ციყვების პოპულაციის გადასარჩენად ხოცავს ამერიკიდან შემოყვანილ რუხ ციყვებს, რომლებიც ადგილობრივი სახეობის რაოდენობის შემცირებას იწვევენ, ბუნების დამცველმა აქტივისტებმა რასისტად გამოაცხადეს.ენდრიუ ჰოდკინსონი ბრიტანული წითელი ციყვების გადარჩენის მოხალისეთა ჯგუფის წევრია. ეს ჯგუფი ტყეებში პატრულირებს და ხოცავს ამერიკიდან შემოყვანილ რუხი ჯიშის ციყვებს, რომლებიც ბრიტანულ წითელ ჯიშში
სტატიაში PETA აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიოს ფემინისტები, მათ შორის თვითონ ორგანიზაცია PETA, რომელიც ფემინისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, ქალთა უფლებებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვიან, ძროხების “დატყვევების, გაუპატიურების, შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის” შედეგად მიღებული პროდუქტის, ყველის ჭამა დაუშვებელი სექსიზმია.ცხოველთა ამერიკულმა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ყველის ჭამა სექსიზმია.
ზიმბაბვეში ნადირობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება, აღვიქვათ.
საფარის რამდენიმე მოყვარული, ტეუნის ბოტის მეთაურობით, სპილოების ჯგუფს შეეჩეხა. ცხოველები ადამიანებს თავს დაესხნენ. ბოტმა მათი მიმართულებით სროლა ატეხა, თუმცა, ვერ შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა ერთ-ერთი გააფთრებული სპილო გვერდიდან და ხორთუმი ჩასჭიდა. სპილოს ესროლეს, მაგრამ ის მთელი სხეულით ტეუნის ბოტას დაეცა და გაჭყლიტა.
ამინდის პირობებმა ტექნოლოგიურ ფაქტორთან ერთად ტეხასის შტატში 400-მდე ფრუნველის სიკვდილი გამოიწვია. ფრინველები ძლიერი შუქით დაბრმავებულები და ქარის ნაკადით მიმართულნი ცათამბჯენს ეჯახებოდნენ და ცვიოდნენ.
4 მაისს დედამიწაზე, გალვესტონში, ყველაზე მაღალ შენობასთან ადამიანებმა ასობით მკვდარი და მომაკვდავი ფრინველი შენიშნეს. მთლიანობაში 400-მდე ფრინველი აღმოჩნდა.
თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა, არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს, ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში "ჰუდსონის საოცრების" სახელით შევიდა, მფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, "ნაციის გმირის" ტიტული დაიმსახურა.
ერაყში, კირკუკის პროვინციაში, ტახების ჯოგთან მომხდარი შეტაკების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ სამი „ბოევიკი“ დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა “Iraqi News”-ი იუწყება.
ჯონ ოუენსი - გამოუსწორებელი მეთევზე და მონადირე. ბრაკონიერებისგან განსხვავებით, ეს მამაკაცი ადგილობრივ კანონებს მკაცრად იცავს.
აშშ-ს ზოგიერთ შტატში კოიოტებზე ნადირობა ნებადართულია, რადგან ამ ცხოველმა ეკოსისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ოუენსის მიერ სპეციალურად მოწყობილი მახე კოიოტებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მისი შემოწმებისას მონადირეს სხვა ნადავლი დახვდა.
სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა (სამხრეთ ინფოეთი) სამეფო კობრას წყალი ბოთლიდან დაალევინეს.
Daily Mail-ის ცნობით, რეგიონი ძალიან დაზარალდა გვალვით. სწორედ ამ მიზეზით წყურვილით გაწამებული 3.5 მეტრის გველი ადამიანებთან წყლის სათხოვნელად მივიდა. ყოველ შემთხვევაში ქვეწარმავალი კუდით ეჭირათ და გველმჭერი ყავდათ მზად, თუმცა კობრამ მშვიდად დალია წყალი ისე, რომ თავდასხმის არავითარი მცდელობა არ ქონია. მოგვიანებით ის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრში გადაიყვანეს.
გაფრთხილება: არასრულწლოვანთათვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის, მოყვანილი ფოტო და ვიდეომასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი!
შემზარავი სანახაობა - მამაკაცი შვიდმეტრიანმა პითონმა შეჭამა, ქვეწარმავალმა მამაკაცის სხეული მთლიანად გადაყლაპა.
გასული კვირის კვირა დღეს, 25 წლის აკბარ სალუბირო დაიკარგა, სალუბირო ზეთის ხილის პლანტაციაში მუშაობდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ. შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა.
საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს (+ვიდეო)
მამაკაცი საკუთარ ძაღლთან ერთად მშვიდად სეირნობდა ქუჩაში, როდესაც 2 განრისხებული პიტბული თავს დაესხათ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პატრონმა, ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თავის ოთხფეხა მეგობარს საკუთარი სხეულით გადაფარებოდა.
კაზირანგის (ინდოეთი, შტატი ასამი) ნაციონალურ პარკში შედეგიანი აღმოჩნდა პროგრამა, რომელიც მარტორქების გადარჩენასა და გამრავლებას შეუწყობს ხელს. დღეს ნაციონალურ პარკში მსოფლიოში არსებული ორი მესამედი მარტორქა ბინადრობს. ამ შედეგის მისაღწევად, ხელისუფლებამ ნაკრძალის მცველებს უფლება მისცა, გაუფრთხილებლად ესროლოს ყველა მონადირე ბრაკონიერს.
დღევანდელი მონაცემებით, პარკის მცველებმა 50 ბრაკონიერის
კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ უდაბნოში განთავსებული მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათასამდე ფრინველის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს პრობლემა 2014 წლის შემდეგ, სადგურის დაარსების დღიდან არსებობს და მფლობელები ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, თუმცა მკვდარი ფრინველების რიცხვი არ იკლებს.
"BBC News"-ის ცნობით, ფინურ ქალაქ ნურმეში მცხოვრები ძაღლები მგლებისგან თავდასაცავ სპეციალურ ტანსაცმელს ჩაიცვამენ.
შინაური ცხოველები გამოეწყობიან ჟილეტებში, რომელშიც ცხარე წიწაკის ფხვნილი არის დატანებული. კბენის შემდეგ წიწაკა მტაცებლის ცხვირპირსა და ხახაში აღმოჩნდება, რაც, როგორც წესი, საკმარისია მგლების დაშინებისთვის.
9 ნოემბერს ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისას გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა. არაერთი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა მის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, ეს მოხდა. როგორი შვილები ჰყავს დონალდ ტრამპს, რომელიც შემდეგი 4 წლის მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი იქნება?
ადამიანებსა და ცხოველებს ერთმანეთის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, აღნიშნულ ფაქტს უამრავი ისტორიაც გვიდასტურებს. ტიპის მშობლები, ველური ბუნების ფოტოგრაფები, საცხოვრებლად ნამიბიაში გადავიდნენ, სადაც გოგონა ველურ კატებთან, სპილოებთან, გველებთან, ბაყაყებთან და სხვა გარეულ ცხოველებთან ერთად გაიზარდა.
სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ძაღლი შეი უგონო მდგომარეობაში მყოფ პატრონზე იყო გადაფარებული და ხანძრისგან იცავდა. მან ამ საქციელით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"23 ოქტომბრის გამთენიისას ფილადელფიაში მდებარე (აშშ) ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეზობლებმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძაღლის შეუჩერებელი ყეფა მოესმათ",-წერს "Red Paw Emergency Relief Team"-ი.
კორიდის აკრძალვის მოთხოვნით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "კორიდა სისასტიკის სკლოაა", "კორიდა ესპანეთის ეროვნული სირცხვილია".
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ესპანეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობა კორიდის აკრძალვას, მიუხედავად ამისა, ხარებთან ბრძოლის ასპარეზობას კვლავინდებურად უამრავი ადამიანი ესწრება. წელიწადში ესპანეთში 2000-მდე ასეთი ასპარეზობა ეწყობა.
კორიდის მომხრეები, რომელთა შორისაც ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოიცაა, აცხადებენ, რომ ეს
ზოოპარკის ადმინისტრაციამ 17 წლის გორილა ჰარამბეს მოკლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 4 წლის ბავშვი მის გალიაში ჩავარდა. ინციდენტი მოხდა ცინცინატში (აშშ).
"ცინცინატის ზოოპარკისთვის სამწუხარო ამბავი მოხდა, თუმცა, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან საქმე 4 წლის ბავშვის უსაფთხოებას ეხებოდა."- ამბობს ცინცინატის ზოოპარკის დირექტორი.
კალიფორნიის სახანძრო სამსახურმა, ხმელი ბალახის განადგურების მიზნით, ვენტურას ოლქში 450 თხა გაუშვა. ასეთი მეთოდით მეხანძრეებს ტყის ხანძრების თავიდან აცილება სურთ. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, მარკ ლორენზენის თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია წვიმა არ მოსულა, ძალიან ბევრი ხმელი ბუჩქი დაგროვდა.
საბერძნეთში სოფელ სუკორიოში გადაარჩინეს თხა, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზზე რქით ჩამოეკიდა.
ჩანაწერზე ჩანს, როგორ უმარჯვებენ ჩამოკიდებულ ცხოველს კიბესა და თოკს. მათ შეძლეს უკანა ფეხზე თოკის შემოხვევა, რის შემდეგაც თხა მიწაზე ნელ-ნელა დაუშვეს.
ოპერაციის ვიდეოჩანაწერი, რომელიც "youtube"-ის მომხმარებელმა, ნიკი Kynoclub გამოაქვეყნა, უკვე 300 000-მა ადამიანმა ნახა.
არგენტინაში,სანტა ტერესიტას პლაჟზე უამრავი დამსვენებელი მოგროვდა პატარა დელფინის სანახავად, რომელიც ერთ-ერთმა მამაკაცმა წყლიდან ამოიყვანა. სანამ დელფინი ხელიდან ხელში გადადიოდა და მასთან ადამიანები სელფს იღებდნენ, ძუძუმწოვარი სიცხისგან და უწყლობისგან დაიღუპა. დელფინს ჯერ ხელიდან ხელში აწვდიდა ხალხი ერთმანეთს, შემდეგ კი მიწაში ჩაფლეს.
საწყენი ფაქტი მოხდა ხვანგეს ნაციონალურ პარკში, ზიმბამბვე. ადგილობრივების საყვარელი, შავ-ფაფრიანი ლომი სესილი, მოკლეს არალეგალური ნადირობის დროს. როგორც გაირკვა, საფარის დამკვეთი აღმოჩნდა ამერიკელი სტომატოლოგი უილტერ პალმერი მინეოპოლისიდან, მინესოტას შტატი. მორიგი ტროფეის გამო მან გადაიხადა 55 ათასი დოლარი. პალმერმა გადაუხადა ნაციონალური პარკის ორ თანამშრომელს, რომ გამოეტყუათ ლომი ნაკრძალის
"პირველი გასროლით ცხოველის ტყავი დავაზიანე, მაგრამ მან შეძლო ტყეში გაქცევა. მეც მის საძებნად გავეშურე. დიდი ხანი მის კვალს ვერ ვპოულობდით, მაგრამ შემდეგ სისხლის წვეთი შევამჩნიეთ. როდესაც ის ვიპოვეთ, ჯერ კიდევ ცოცხალი თოვლზე იწვა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვესროლეთ, მაგრამ ამის შემდეგ ცხოველი თავს დაგვესხა. ჩვენ მოვახერხეთ ხის უკან დამალვა და გადამწყვეტი სროლა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ის მიწაზე დაეცა"- ყვება მონადირე.
"მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს" თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს...
ნახატი, რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა, ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა...
ამბობდნენ, რომ მხატვრის მუზა რომან აბრამოვიჩის მეუღლე, დაშა ჟუკოვა იყო...
"დაშას გარეგნობიდან რაღაც ელემენტები არის. დაშა ჟუკოვა აქ, ნიუ-იორკში ვნახე და ნამდვილად მოვიხიბლე..."
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!