ვეტერინარული აფთიაქი უნდა დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია;
საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
ვეტერინარული აფთიაქი წარმოადგენს ვეტერინარულ-ფარმაცევტული პროფილის საცალო ვაჭრობის დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ჰიგიენური და ზოოვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას, საჭიროების შემთხვევაში წამლების მომზადებას;
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მეტრში ველის სასაფლაოა. უკვე 2 წელზე მეტია, ამ ადგილას შინაურ ცხოველებს კრძალავენ.
დაარსებიდან თვენახევარში, 2 წლის წინ პირველი დაკრძალვა შედგა. ახალ სასაფლაოზე 71 ახალი სამარხია. სამახსოვრო ძვირფას ქვებზე დატანილი ეპიტაფიებიდან ვკითხულობთ, რომ აქ ძაღლები და კატები განისვენებენ.
ოზურგეთის ბაზარში მდებარე მონადირეთა კავშირის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თუშეთში, სოფელ ომალოში სასწრაფო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოსაყვანად ამზადებენ
ბაჩო ჩხარტიშვილი 21 წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მეოთხე კურსზე
ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, რომელიც ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა, გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.
თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი ე.წ. ჩეხური ვოლჩაკი - "მგელძაღლა" აღმოჩნდა. ამის შესახებ "პირველს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
"საბედნიეროდ მგელი არ არის. ეს არის მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი - "ვოლჩაკი". ჩეხური ჯიშია ახლახანს გამოყვანილი. თუმცა, გენეტიკური ანალიზის საბოლოო პასუხს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება" , -განუცხადა "პირველს" ზურაბ გურიელიძემ.
თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.
„გუშინ, ღამის საათებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ შემჩნეულ იქნა მგელი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მკვიდრს, 32 წლის მამაკაცს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მამაკაცი სასამართლომ უკანონო თევზჭერისათვის გაასამართლა.
როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, თევზჭერის ფაქტი ხარაგაულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ხოლო მამაკაცის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა 4 ლარი და 57 თეთრი შეადგინა.
დღეს პალიასტომის ტბაში წნორის სატბორე მეურნეობიდან გადაყვანილი 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს. აქცია ასოციაცია ფლორა და ფაუნასა და კოლხეთის ეროვნული პარკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები ერთ წელიწადში დაახლოებით 2-3 კილოგრამს მიაღწევენ. მათივე ინფორმაციით, აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ა.ჩ-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 50 ცალი სანადირო თოფის ვაზნა, 100 ცალი ფისტონი და 1.5კგ. დენთი აღმოაჩინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის თქმით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც მოწმობს ევროპელი ექსპერტების პროგნოზები. ამის შესახებ ექსპერტმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "მწვანე ზონას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა:
"ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტნაკლებად სტაბილური კლიმატი, შემდეგი წლიდან კი ცვლადების პროგნოზია. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები - ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე.
ცაგერში სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა სკოლის მოსწავლის საცხოვრებელ
"ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცისარტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის, ამისთვის ტარდება თევზის "მოწველა"
ცისარტყელა კალმახი - ასე უწოდებენ თევზს, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკიდან გავრცელდა. საქართველოში ის XX საუკუნის შუა წლებში რუსეთიდან შემოიყვანეს. "გამრავლების პერიოდში მამრ კალმახს ზურგზე ლამაზი, ცისარტყელას შეფერილობის ზოლები უჩნდება, სწორედ ამიტომ დაერქვა ცისარტყელა კალმახი". ამ თევზის შესახებ იქთიოლოგი არჩილ ფარცვანია გვესაუბრება.
"თევზაობა და ნადირობა ძალიან მიყვარს, ეგაა, ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ ვნადირობ... მიყვარს ბუნება. რა სჯობს, ქალაქიდან სუფთა ჰაერზე რომ გადიხარ, გესმის ჩიტების ჭიკჭიკი, მიწისა და ბალახის საოცარ სურნელს გრძნობ. ახალგაზრდობიდან ვთევზაობდი და ვნადირობდი ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად", - გვეუბნება მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი.
მოგესალმებით Fauna & Flora International-ის სახელით.
23 სექტემბერს ფოთის ცენტრალ პარკში გაიმართება ბაზიერობისა და კონსერვაციის დღე, რომელიც ორგანიზებული იქნება „ფაუნა და ფლორა ინტერნეშენელის’’ მიერ, „საქართველოს ბაზიერთა კლუბთან’’ და „საქართველოს ბაზიერთა კავშირთან’’ თანამშრომლობით.
ღონისძიება საინტერესო იქნება არა მარტო ბაზიერებისთვის, არამედ ნებისმიერი დამსწრესთვის. შემოგვიერთდით!
დასაწყისი 23 სექტემბერი 12 სთ.
დღის პროგრამის შედგება სხვადასხვა აქტივობებისგან:
- პრეზენტაციები და სამუშაო ჯგუფები
- თურქი ბაზიერების და კონსერვაციონისტების დასწრება და სიტყვით გამოსვლა, გამოცდილების გაიზარება.
- შეზღუდული რაოდენობის ტურები კოლხეთის ეროვნულ პარკში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის
- ფოტო კონკურსი და მრავალი სხვა აქტივობა
მტაცებელმა ცხოველმა საძოვარზე მყოფი კამეჩი დაგლიჯა. ადგილობრივების თქმით მსგავსი არაერთი ფაქტი წინა წლებში დაფიქსირდა. მოსახლეობა შეშინებულია და დროულ რეაგირებას ითხოვს
ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ხანძარმა, რომლის კერების სრულად ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, რომლის აღდგენის ინიციატივა რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა.
კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება ნახანძრალ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია. ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს,
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრე–მაშველები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ხანძრის გამო ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.
ფეისბუკ მომხმარებელი, ლევან შენგელია ოზურგეთელ ვასილ კვაჭანტირაძეს იხსენებს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერების სამეულში შედის: ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე 4 იანვარი, 1907 - 9 თებერვალი, 1950 დაბადების ადგილი კონჭკათი, საქართველო ქართველი სნაიპერი. მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი.
დადასტურებული მონაცემებით შედის მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერების სამეულში. სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 534 განადგურებული მოწინააღმდეგეა.
6 აგვისტოს, ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბი "ბაზიერის" ეგიდით ჩატარდება მეძებრების საველე გამოცდა.
გამოცდას უხელმძღვანელებენ მოწვეული ექსპერტები.
გამოცდაზე დაიშვებიან პასპორტის ან საგვარეულო ნუსხის მქონე მეძებრები. შეკრება კოპიტნარის აეროპორტთან მდებარე "თოფიჩის" ბენზინგასამართ სადგურზე. 6 საათზე.
დამატებითი ინფორმაცია ტელეფონზე: 593 82 71 71. 555 10 14 55. 557 927 100
სოფელ ვაჩნაძიანში მგლებმა 70 წლის მამაკაცი დაგლიჯეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს.
მიმიდინარე წლის 16 ივლისს ჩატარდება, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები2017"!
ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
მსროლელები გაისვრიან 30 ვაზნას!
შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!
სასტუმრო თბილისი მერიოტში გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.
ყურადღებით წაიკითხეთ!
ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ცდილობს უფრო განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია პრობლემათა გამოვლენა და აღმოფხვრა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში უთვალავი საკითხია მოსაგვარებელი სხვადასხვა სფეროში. პრობლემათა ნუსხაში შედის ეკოლოგიური პრობლემაც. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკოლოგიური პრობლემის მოსაგავარებლად უფრო ეფექტურია ცნობიერების ამაღლება, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება.
ჩემი აზრით, ეს მოსაზრებაჭეშმარიტია, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ეკოლოგიური საფრთხე და მისი შედეგები, მას ვერანაირი კანონი ვერ დააბრკოლებს.
ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" 450-მდე ზარი დაფიქსირდა. რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.
გაიზარდა თუ არა საქართველოში მგლების რაოდენობა და მათი მხრიდან შინაურ საქონელზე თავდასხმის ფაქტები, საჭიროა თუ არა მგლის ამოღებაზე ახალი რეგულაციის შემუშავება და როგორი უნდა იყოს ის? ამ საკითხებზე www.mtisambebi.ge ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
- როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, საქართველოში გაიზარდა მგლების რაოდენობა და გახშირდა შინაურ საქონელზე მათი თავდასხმის ფაქტები.
პარლამენტი მტაცებლების - მგლის და ტურას მოკვლაზე სანქციების გაუქმების საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ".
- რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მართლაც გაიზარდა საქართველოში მტაცებელთა რაოდენობა?
თითქმის გადაწყვეტლია:1.თუ ტერიტორია მართული არ იქნა ნადირობა აიკრძალება.დაწესდება მართვად ტერიტორიაზე ნებართვის გადასახადიც. 2.აუცილებელი გახდება მონადირეთა სერთიფიცირება და შესაძლევბელია ვისაც უკვე აქვს გავლილი ეს პროცესი თავისდან მოუწიოს გავლა. 3.აიკრძალება გადამფრენ ფრინველზე ტყვიის საფანტით ნადირობა. 4. შეიქმნბეა შუამავალი რგოლი მონადირეებსა და სამინისტროს შორის.ეს იქნება მომნადირეთა კლუბი თუ მონადირეთა ფედერაცია თუ სხვა სახელწოდების მქონე უწყება. ამას ამბობს კარლო ამირგულაშვილი, ტელეკომპანია იბერიას გადაცემა ბიზნეს კოდში, ლინკს მალე დავდებთ ...ანუ არაფერი შეუცვლიათ და მოგვატყუეს ...
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა .
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.
1. 2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ძველ გავაზში (კომუნისტებმა რატომღაც ახალსოფელი დაარქვეს) დაბრუნებულს, მასპინძელი მეუბნება, რომ ახლოს ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს, ძალიან ყოჩაღი, მაგრამ სასიკეთოდ მატყუარაო.
გვიანი საღამო, მოგეხსენებათ, კახეთში სტუმრობის დროა. ლევან ლაზაშვილის ოჯახის დიასახლისებს წინასწარ შევუთანხმდით ვიზიტზე. შეთანხმება აუცილებელია, რადგან ჩემი რესპონდენტი ყოველთვის სახლში არ არის. მართალია, ჯერ 11 წლისაა, მაგრამ მუდმივად საქმეშია ჩაფლული. მეშვიდეკლასელი ბიჭი ოდნავ დაბნეული მიყურებს. სავს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე და ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორის მოადგილე გიორგი მეტრეველი მაესტროს ეთერში.
თემა - ბრაკონიერობა და მასთან დაკავშირებული სანქციები.
24 წლის ნატა ჯაფარიძე უკვე ორი წელია სვანეთში, კურორტ თეთნულდზე მაშველად მუშაობს. გოგონა მესტიაში დაიბადა, თბილისში კარგი სამსახურის მიუხედავად, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლავ მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და მაშველობა დაიწყო. როგორც ამბობს, ამ საქმიანობამდე მთის, ბუნების და საკუთარი კუთხის სიყვარულმა მიიყვანა...
- მესტიაში დავიბადე, სკოლა აქვე დავამთავრე, შემდეგ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობაზე ჩავაბარე.
საქართველოს კარფიშერთა ფედერაციის ეგიდით , 2017 წლის 18 მარტს 15.00 საათზე , სავაჭრო ცენტრ ქარვასლას საპრესკოფერენციო დარბაზში , რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე , ჩატარდება სემინარი კობრის სპორტულ თევზჭერაში , რომელსაც ჩაატარებს მსოფლიო ჩემპიონი კობრის სპორტულ თევზჭერაში , არტიომ კალესნიკოვი .
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი გააცნო.
ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე
53 წლის ჯემალ მორჩილაძე, რომელსაც 40 დღეა ეძებენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს.
მორჩილაძე ადგილობრივმა მონადირემ ჭაობში შემთხვევით შენიშნა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.
შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, eAuction-ზე განთავსებული განცხადების მეშვეობით,
საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბადებულ ხუთ ზღვის ლომს ყიდის. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში ბათუმის დელფინარიუმიც შედის. აუქციონზე ზღვის ლომების საწყისი ფასი 100 ათასი ევროა. თითოეულ ზღვის ლომს თავისი სახელი და წარმოშობის სერტიფიკატი აქვს - სოსო, ჯონი და პელე ორი წლის არიან, გიგი - სამის, გუდუ კი - ოთხის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!