ლაგოდეხის რაიონის სოფელი ბაისუბანი, შესაძლოა, საძოვრების გარეშე დარჩეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ხელისუფლება არასასოფლო-სამეურნეო მიწების აუქციონზე გაყიდვას აპირებს. არადა ბაისუბნელების შემოსავლის ერთადერთი წყარო მესაქონლეობაა.
მოსახლეობის განცხადებით, ისინი დიდი ხანია საძოვრებისთვის განკუთვნილი მიწების მრავალწლიანი იჯარით აღებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ისინი საძოვრების დაკარგვას არ შეეგუებიან და პროტესტის უკიდურეს ზომებსაც არ გამორიცხავენ.
კაი რააა... ნამუსი ხო უნდა ქონდეს კაცს ეს რომ გააკეთოს! საკუთარი ხალხის ასე უგულოდ იგნორირება და ძარცვა,რბილად რომ ვთქვათ სირცხვილია.გულახდილად კი სამშობლოსა და ეროვნული ფასეულობების ღალატია.
არც იჯარაა საჭირო და არც არაფერი როდესაც ერთადერთი საარსებო წყაროა მესაქონლეობა, რასაც საძოვრები ჭირდება! როგორც ყველაფერი არ იჭმება ისე ყველაფრის გაყიდვა კიარ შეიძლება!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!