როგორც „საქართველოს ტურისტული კომპანიის" დამფუძნებელმა გიგა ტურაშვილმა განაცხადა ისინი დამსვენებელს ყაზბეგის მიმართულებით ტურებს უკვე უგეგმავენ და ერთდღიანი ტურისტული პაკეტის ღირებულება 35 ლარს შეადგენს. ტურაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგის ტურში მომხმარებელს ანანურის, გერგეტის სამებისა და სხვა ტურისტული ადგილების ნახვა შეუძლია. დარიალის ხეობის ნახვის შემთხვევაში კი მარშრუტი 2-დღიანი ხდება და ტურის ღირებულებაც 45 ლარამდე იზრდება. ხევსურეთის, თუშეთის, მთიანეთისა და სხვა მიმართულებებით კი ტურები მაისის ბოლოდან დაიწყება.
მთის ტურების დაწყებას მაისის ბოლოდან პროგნოზირებენ კიდევ ერთ ტურისტულ კომპანია ,,თებულოტურში”, რომლის დამფუძნებლის პაატა ვარდაშვილის განცხადებით, ტურების უმრავლესობის შეთავაზებას ისინი მაისის ბოლოდან მოახერხებენ, მანამდე კი კომპანია დამსვენებელს შიდა მთის ტურებს სვანეთის და ყაზბეგის მიმართულებით სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 1-დღიანი მარშრუტის შემთხვევაში 45, ხოლო 2 დღის კი 110 ლარს შეადგენს. მთის ტურების სეზონის გახსნის შემდეგ ხევსურეთის მიმართულებით 2-დღიანი ტურები ამუშავდება, რომელთა ღირებულებაც, კარავში ღამის გათენების შემთხვევაში, 2-ჯერადი კვებით 90 ლარი, ხოლო სასტუმროს ღირებულება 110 ლარი იქნება.
წყარო: http://kakhetinews.ge/ge/home/news/mtis-turebis-rirebuleba-wels-35-laridan-daiwyeba
|