ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » საქართველოს წარსულიდან

ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად ხდებოდა შემთხვევა, როდესაც ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის, ერთ-ერთი ლეკვი გამოიჩეკებოდა ხოლმე. ამ ლეკვს ხალხი ყურშად მოიხსენიებდა - ნახევრად ორბი და ნახევრად ძაღლი. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი გამოდიოდა.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1385 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 10.02.2019 | კომენტარი (0)

სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­თხე ხევ­სუ­რე­თი თა­ვის უნი­კა­ლუ­რო­ბით ყვე­ლას იზი­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხევ­სუ­რეთ­ში ძა­ლი­ან ცოტა მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, იქ უნი­კა­ლურ ტრა­დი­ცი­ებს დღემ­დე იცა­ვენ... ეთ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ სმე­ნია:

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1300 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 01.02.2019 | კომენტარი (0)



კალანდის დილა თოფების გრიალით იწყებოდა და ასე ამცნობდნენ გურულები ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას. მანამდე კი იყო რიტუალები, რომლისთვისაც მზადებას გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1690 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 14.01.2018 | კომენტარი (2)

  წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა ...
   წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლში წაასვენა, პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. სწორედ აქედან მოხვდა მისი წმინდა ნაწილი საქართველოში, თბილისში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 1927 | დაამატა: ზურა333 | დრო: 17.12.2015 | კომენტარი (1)

სურათზე: 1918 წლის ივლისი, სოჭში შესულ ქართულ არმიას ქალაქის მოსახლეობა ესალმება.
     ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი მცდელობა, საუკუნეების შემდეგ, სოჭის ტერიტორია დაებრუნებინათ
     თბილისი — სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის დღეს, ზუსტად, 95 წელი შესრულდა რაც, საქართველოს ჯარს სოჭის დატოვება მოუხდა. ეს 1919 წლის 7 თებერვალს მოხდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2006 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (2)

   "ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი." - ეს ჟიული შარტავას სიტყვებია, რომელიც სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღით ადრე თავის მეგობარს სატელეფონო საუბარში უთხრა.
   1993 წლის 27 სექტემბერი - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა.
    საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა...
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2355 | დაამატა: ზურა333 | დრო: 27.09.2015 | კომენტარი (0)

     მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და მოგვიანებით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც "ამტკიცებდა", რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო XIX საუკუნის II ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერატორის საგანგებო ბრძანებით აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და კავკასიის მეფისნაცვლის ემისრებმა შერვაშიძეთა მთელი
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4046 | დაამატა: Admin | დრო: 20.11.2014 | კომენტარი (4)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენაზე.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2893 | დაამატა: ზურა333 | დრო: 08.10.2014 | კომენტარი (4)

ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთანმიწათმოქმედებასთანმეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2621 | დაამატა: shontiamo | დრო: 25.04.2014 | კომენტარი (0)


ოლივერ უორდროპი ყველაზე ”ქართველი” ბრიტანელი
17-05-2013
საქართველოს დიდი მეგობრის უსამართლოდ დავიწყებული შეუფასებელი ღვაწლი

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მისი ახალწარმოქმნილი მოკავშირე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საფრანგეთ-ბრიტანეთის 1917 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან, სამხრეთ კავკასია ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები ქართველებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრის მოკავშირეებს, ისინი ასევე ძნელად ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ბოლშევიკურ და მენშევიკურ სოციალიზმს...


სერ ოლივერ უორდროპი

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2833 | დაამატა: Admin | დრო: 21.05.2013 | კომენტარი (0)


"მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა..." - ამ სიტყვებით მიმართა მკითხველებს მწერალმა ოტია იოსელიანმა ინტერვიუში, რომელიც ორიოდე თვის წინ, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მისცა "გზის" ჟურნალისტს. მისთვის ჩვეული სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით შეაფასა მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესები და გულახდილად გაგვიზიარა საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენაზე. 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2744 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 19.04.2013 | კომენტარი (7)

გაბრიელ ბერის ანდერძი

დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ.                          

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3614 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 27.03.2013 | კომენტარი (0)

ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიადი წარსულის მქონე ქვეყანაა. ამჯერად შემოგთავაზებთ ცოტაოდენ ინფრომაციას ჩვენი წინაპრების საბრძოლო აღჭურვილობაზე.
დაწვრილებით...
მიმაგრებულია: სურათი 1
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 6704 | დაამატა: giiiivi | დრო: 27.03.2013 | კომენტარი (8)

           


ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით 
და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, 
მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4334 | დაამატა: giiiivi | დრო: 27.03.2013 | კომენტარი (6)

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714.
დაწვრილებით...
მიმაგრებულია: სურათი 1 ·სურათი 2 ·სურათი 3
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2592 | დაამატა: ormeteli | დრო: 21.03.2013 | კომენტარი (0)


ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
08-02-2013
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით, რომ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქართული კულტურის ბურჯი იყო. მისი უსაზღვრო ნიჭიერება სცდებოდა უბრალოდ ნიჭიერი მსახიობობის ფარგლებს, იყო დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს დიდი არტისტის ცხოვრებიდან, რომელიც 81 წლის ასაკში გაიხსენა და ჩამაწერინა:
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2212 | დაამატა: Admin | დრო: 08.02.2013 | კომენტარი (0)

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ.           

ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს




დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3243 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 31.12.2012 | კომენტარი (0)


1812 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტილით 26 აგვისტოს), მოსკოვის დასავლეთით 124 კილომეტრში მდებარე სოფელ ბოროდინოსთან, დილის 5 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარბაზნის გრუხუნი. მას მოჰყვა მეორე, მესამე... ასე დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებიდან ყველაზე გააფთრებული, ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს შორის, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა. ბოროდინოსთან ორი გიგანტის _ საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიების შერკინება ჩვენ, ქართველებს, გვაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მასში ბევრი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, მათ შორის _ 12 გენერალი. ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი პრემიის ლაურეატს _ ლევან დოლიძეს.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2485 | დაამატა: Admin | დრო: 18.12.2012 | კომენტარი (4)


ვახუშტი კოტეტიშვილზე ვსაუბრობთ. მასპინძლებს - ნანა კოტეტიშვილსა და გიგი ხორნაულს მაგიდაზე ფოტოები აქვთ გაშლილი. თითოეულ მათგანზე შეიძლება ამბავს მოჰყვნენ... ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილია, ერთად გაიზარდნენ, ერთ დიდ ოჯახში... მერე ის გიგი ხორნაულს გაჰყვა ცოლად... ვახუშტისთვის რომ უთქვამს, ესა და ეს ხევსური ბიჭი მიყვარსო, გახარებია, - ძალიან კარგი ვაჟკაციაო!

იქნებ იმანაც გაახარა განსაკუთრებულად, რომ მისი სისხლი და ხორცი, უსაყვარლესი ბიძაშვილი ნანა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - ფშავ-ხევსურეთს დაუკავშირდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე ხმამაღლა... დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟმა ცხადია, იცოდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფასი...
- თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად ხევსურეთს, - მეუბნება ბატონი გიგი, - ჩვენ რომ ვიქორწინეთ, მერე უფრო დაუახლოვდა...

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2322 | დაამატა: Admin | დრო: 17.12.2012 | კომენტარი (4)


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2148 | დაამატა: monadire777(temo) | დრო: 15.10.2012 | კომენტარი (1)


"მე საქართველოს გენერალი ვარ!"გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!"

ჩვენ რომ ღირსეული ქვეყანა ვიყოთ,  ერთი ძეგლი ქართველებისგან მართლა ეკუთვნოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2466 | დაამატა: Admin | დრო: 15.09.2012 | კომენტარი (3)

წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი" ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3200 | დაამატა: nugomonadire | დრო: 12.08.2012 | კომენტარი (0)


"კლდის ვეფხვი""რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთAMAამსვლელი მყავს გადარჩენილი, ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ."
მიხეილ ხერგიანი

"30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას სჯობდა."
არმადო და როიტი, 
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი

"ის იყო არა მარტო მამაკაცი ყოველივეში, არამედ”თენსინგი (თენსინგ ნორგეი, ევერესტის პირველი დამლაშქვრელი, - ავტ.) ადამიანებს შორის".
ჯონათან ჰანტი
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3510 | დაამატა: Admin | დრო: 26.07.2012 | კომენტარი (2)


1945-1953 წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ.

ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2834 | დაამატა: Admin | დრო: 24.07.2012 | კომენტარი (3)


"მეფეთა შორის საუკეთესო!.."სამართლის ბრწყინვალე  კოდექსი - "ძეგლისდება" და "ხელმწიფის კარის გარიგება" 

გაკვეთილი მათთვის, ვისაც გაგება სურს!


ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ. უეცარ აღტყინებას ხშირად გაუაზრებლად ავყვებით ხოლმე. შესაძლოა, ლოკალური ბრძოლის მოგება ძალგვიძს, მაგრამ ამ გამარჯვების მონაპოვრის დაცვაში მოვიკოჭლებთ, რადგან ბოლომდე მიყოლისთვის არც ნება გვყოფნის და არც ჭკუა.
სინგაპურიზაციისკენ ლტოლვამ, ბრჭყვიალა ცათამბჯენებზე, ამ გზით მოტანილ ფულზე ფიქრმა ქართველთა ერთ ნაწილს სრულიად გადაავიწყა საკუთარი ისტორია, რომლის დიდებას ათასი სინგაპურიც კი ვერ შესწვდებოდა, როდესაც ჩვენი სამშობლო გამჭრიახი მმართველების ხელში ცალსახად ჰეგემონობდა წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ასეთი მმართველობის უბრწყინვალესი მაგალითია გიორგი V  და თიკუნი - "ბრწყინვალე" ზედგამოჭრილია მისი მოღვაწეობისთვის. მას არ მოუგია დიდგორი ან ბასიანი, მაგრამ დიპლომატიური ნიჭის წყალობით, საქართველოს საზღვრები სრული სიდიადით აადიდგორა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის...
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4020 | დაამატა: Admin | დრო: 21.07.2012 | კომენტარი (6)


ღიმილით გაჩერებული დრო5 ივნისს 78 წლისა გახდებოდა, თუმცა მის მეუღლეს - მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ძალიან უჭირს ამ ასაკის დასახელება: 78 წელი ძალიან ბევრია ადამიანისთვის, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე დაამარცხა ასაკი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლისა იყო მეგრელი მილიციელი, ან გაბუტული ლუარსაბი... ან იმას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლის იყო თამადა, რომელიც თავის ფაცხაში მოწყობილ ლხინს ნამდვილ სანახაობად აქცევდა ხოლმე... ბავშვივით იცოდა მოლხენა - მთელი სულითა და გულით... ლექსებსაც წაიკითხავდა. ბევრს არა, სულ რამდენიმე ლექსს კითხულობდა... მაგრამ ისე კითხულობდა, ვერასდროს ვეღარავინ რომ ვერ წაიკითხავს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2354 | დაამატა: Admin | დრო: 28.04.2012 | კომენტარი (1)


ჯორჯ კობი უმდიდრესი ქართველი ამერიკაშიდიახ, გასულ საუკუნეში ქართველებს ოფიციალური მილიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვყავდა. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მინის მრეწველი ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე გახლდათ. ჯორჯ კობის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წლისთვის 15 მილიონ დოლარს აღწევდა, სუფთა შემოსავალი კი - 4 მილიონს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3604 | დაამატა: Admin | დრო: 17.04.2012 | კომენტარი (0)


რკინის აბჯარი საქართველოსი...ქართული საჭურველი იქმნებოდა და "იწრთობოდა" იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა. საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 

საჭურვლისა და მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოებაში საუკუნეების განმავლობაში ოსტატდებოდნენ ქალაქელი და ქვეყნის მთიანი რეგიონების ხელოსნები, რომლებიც საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3883 | დაამატა: Admin | დრო: 17.04.2012 | კომენტარი (1)


ანსანერობა (1915-1920)პატრიოტები ორ ცეცხლს შუა ლაზები "პონტოელებისა" და ოსმალების წინააღმდეგ

დაპატიმრებულ ლაზებს დავით კლდიაშვილი ათავისუფლებს...


1917 წლის ივნისის ბოლოს, ბათუმიდან რიზეში მიავლინეს კაპიტანი ოჰანეზოვი, რომელსაც ლაზისტანის სანჯაყის დაცარიელებული სოფლების აღრიცხვა ევალებოდა, რათა მერე იქ მთავრობას ყუბანელ კაზაკთა ოჯახები ჩაესახლებინა. "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტს" ეს ამბავი ცნობილმა სარფელმა საქმოსანმა იბრაჰიმ თანთ-ოღლიმ (თანდილავამ) აცნობა. კომიტეტის წევრებმა კაპიტნის განადგურება ერთხმად გადაწყვიტეს და ამ საქმის აღსრულება ათინელი მუსტავა კაკალ-ოღლის ცხრაკაციან ჯგუფს მიანდეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2583 | დაამატა: Admin | დრო: 14.04.2012 | კომენტარი (0)

ირანის უკანასკნელ შაჰინშაჰთან - მოჰამად რეზა ფაჰლავისთან (1919-1980) ქართველებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ (მისი სტალინთან შეხვედრის შესახებ უკვე წერდა "ისტორიანი").
ამჯერად გვინდა მკითხველის ყურადღება ამ ურთიერთობის ამსახველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს მივაპყროთ. 
მოჰამად რეზა ფაჰლავის - არიამეჰრს ანუ "არიელთა სინათლეს" უწოდებდნენ. იგი გამოირჩეოდა ათლეტური აღნაგობით, გატაცებული იყო სპორტითა (ჯირითი, ავტორბოლა, თხილამურებით სრიალი) და მფრინავობით. მფარველობდა და ხელს უწყობდა პერსპექტიულ სპორტსმენებს, გამორჩეულად კი ფალავნებს. ჭიდაობა ხომ ირანში ტრადიციულად მიჩნეულია სპორტის უპირველეს სახეობად.


დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2427 | დაამატა: Admin | დრო: 05.04.2012 | კომენტარი (1)


ჩაძირული ქალაქის საიდუმლორას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჟინვალი -  უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქალაქი


ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2839 | დაამატა: Admin | დრო: 05.04.2012 | კომენტარი (1)


ოტია იოსელიანი

1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4207 | დაამატა: nugomonadire | დრო: 26.03.2012 | კომენტარი (5)


ისტორიული გამარჯვება - 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესაქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან".
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2165 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (1)


"ქართველი ერის ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილია ორი გიორგი მერჩულე - ერთი X საუკუნის ჰაგიოგრაფი, ხოლო მეორე - I მსოფლიო ომის დროინდელი პოლკოვნიკი, კავკასიური "ველური დივიზიის" მეთაური", - ეს სიტყვები ამას წინათ ჩემი ერთ-ერთი ინგუში მეგობრისგან გავიგონე. ის ვეინახთა (ჩეჩენ-ინგუშთა) 1944 წლის დეპორტაციის წლისთავის აღსანიშნავად გახლდათ თბილისში ჩამოსული და ვერც კი წარმოედგინა, თუ ჩვენ, მის ქართველ მეგობრებს, პოლკოვნიკ გიორგი ალექსის ძე მერჩულის სახელი გაგონილიც არ გვექნებოდა. ბუნებრივია, დამაინტერესა ამ თემამ და მეგობარიც არ დამზარდა: მოგვიანებით, ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო პოლკოვნიკი მერჩულის შესახებ და მისი მოწოდებული ცნობებით ეს სტატია დავწერე.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2405 | დაამატა: Admin | დრო: 25.03.2012 | კომენტარი (0)


ქველმოქმედიმე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის არ ყოფილა არც ერთი ეროვნული  წამოწყება, რომელიც დიდ ქართველ ქველმოქმედს, დავით სარაჯიშვილს არ დაეფინანსებინა. მათ შორის არის ქაშუეთის ტაძარიც, რომლის მშენებლობა 1910 წელს - სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე - დასრულდა. ფულის გარდა, იდეაც, რომ ახალი ეკლესიის არქიტექტურა რომელიმე უძველესი ქართული ტაძრის მსგავსი ყოფილიყო, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ქართული ტაძრის მშენებლობას რუსი ეგზარქოსი არ დაუშვებდა. სარაჯიშვილმა ეს პრობლემაც მისთვის ჩვეული პრაგმატულობით მოაგვარა - პეტერბურგში ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დელეგაციას წმინდა სინოდის წევრთა გულის მოსაგებად საჭირო თანხა გაატანა და საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა. დღეს დავით სარაჯიშვილის ნეშტი მის მიერ აგებული ეკლესიის ეზოში განისვენებს, თუმცა ის აქ მოგვიანებით გადმოასვენეს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2855 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (1)


როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებსსომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 3478 | დაამატა: Admin | დრო: 20.03.2012 | კომენტარი (2)

როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?
როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?სისხლი თავისას შვრება - ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას 100 წელს მიღწეული ქალბატონი ისე ინახავდა, არც კი იცოდა, რა ამბავს მოუყვებოდა მასზე დარჩენილი წარსული. სისხლი ეძახდა და ინახავდა.
წლებს მიჰქონდა ტკივილიცა და სიხარულიც, ფერმკრთალდებოდა და იცვითებოდა ამ ქალბატონის ახლობლების ფოტოები, მაგრამ ეს სურათი ალბომიდან ალბომში ჯიუტად გადაჰქონდა. ქმარმა დაუტოვა - ჩემ შემდეგ შენ გაუფრთხილდიო... არც ის იცოდა, ქმარს საიდან ჰქონდა.M მერე იფიქრა, როცა თავად აღარ იქნებოდა, სურათს ვერავინ მოუფრთხილდებოდა და ჩვენ გადმოგვცა, - თქვენზე უკეთესს ვის მივცემ, ამის ფასი  გეცოდინებათო. ჩვენ მას მეცნიერებს გადავცემთ და ისინი შეუნახავენ შთამომავლობას. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 4066 | დაამატა: Admin | დრო: 15.03.2012 | კომენტარი (5)


ორი ერის გმირიპოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მსახურობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ წარმოებულ ხანმოკლე ომში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, იმ იმედით, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ვალერიან თევზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2629 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (1)


თბილისის უნივერსიტეტი 94 წლის გახდა (ამბავი ორი "შეთქმულებისა")1871 წელს თბილისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს მასპინძლობდა. ამ დროისათვის სამოღვაწეო ასპარეზზე უკვე გამოსულნი იყვნენ ქართველი 60-იანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ მათი გავლენით, საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო მოწვეულმა თავადაზნაურობის ყრილობამ დაადგინა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის გახსნა ეთხოვათ. თუმცა, ბოლო წუთს ძველი თაობის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს და თავადაზნაურთა მარშლის - რევაზ ანდრონიკაშვილის ხელით, ალექსანდრე მეორეს სულ სხვა "ადრესი" გადასცეს, რომელშიც თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას თხოვდნენ. იმპერატორმა ქვეშევმრდომთა თხოვნა დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | დათვალიერებულია: 2464 | დაამატა: Admin | დრო: 13.03.2012 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика