მაშველები იძულებულები გახდნენ სახლის ცენტრალური წყლის მილი ნაწილებად დაეშალათ, რათა მილში გაჭედილი პითონი გაეთავისუფლებინათ.
როგორც აღმოჩნდა, გველი საცხოვრებელი სახლის მილში შეიპარა და ამგვარად ცდილობდა სახლში შეღწევას, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და მობრუნდა, რის შედეგადაც გაიჭედა. ინციდენტი მოხდა ავსტრალიის რეგიონში.
რამდენი დღე იმყოფებოდა გველი გამოუვალ სიტუაციაში გაურკვეველია, თუმცა, ცხოველს ძალიან გაუმართლა, რადგან სახლის პატრონმა რემონტი დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს გაჭედილი პითონი მილში.
თბილისის ზოოპარკი ახალი ბინადრების შესახებ იუწყება. ზოოპარკის ეგზოტერიუმში 13 მახრჩობელა დაიბადა. პატარა გველუკების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკში ვრცელდება:
"აბა ვნახოთ ახლა, რა გამოხმაურება მოჰყვება ჩვენს მორიგ სიახლეს. „ფუი გაწყდით ყველანი“ კომენტარი უფრო მეტი იქნება, თუ „უი თქვენ გენაცვლათ ციცქნებო“ smile emoticon
მაშ ასე, მიეგებეთ ჩვენს ახალშობილებს! ეგზოტარიუმში 13 ჩვეულებრივი მახრჩობელა შეგვეძინა. ახალშობილების კვალობაზე ძალიან მშვიდები არიან. არც ვინმეს დახრჩობაზე ფიქრობენ, არც ტირილით იკლებენ იქაურობას და არც ჭამას ითხოვენ ყოველ 3 საათში ერთხელ. პატარები
საოცარი კადრები: ანაკონდა ცოცხალ ადამიანს ყლაპავს (+ვიდეო)
09.12.2014
7 დეკემბერს "Discovery"-ზე გავიდა გადაცემა "ცოცხლად შეჭმა", სადაც ანაკონდა ცოცხალ ადამიანს ყლაპავს. პროექტი საკმაოდ დიდ ხანს მზადდებოდა და მილიონობით ადამიანი სულმოუთქმელად ელოდებოდა ამ კადრების ნახვას. ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, ისინი თვლიდნენ, რომ ეს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა იყო.
"Discovery" 7 დეკემბერს წარმოუდგენელ სანახაობას გვპირდება: როგორ ჭამს ანაკონდა ცოცხალ ადამიანს (+ვიდეო)
13.11.2014
ალბათ, არც ერთ ჩვენგანს უფიქრია იმაზე, თუ როგორი სანახავი იქნებოდა ის პროცესი, როდესაც ანაკონდა ადამიანს ცოცხლად ჭამს. რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენაც კი საშინელ ზღაპარს ჰგავს და არავინ უსურვებდა თავის თავს. თუმცა, ცხოველთა სამყაროს დიდმა მოყვარულმა პაულ როზოლიმ გადაწყვიტა, ეს წარმოუდგენელი რამ
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მახრჩობელა გველია, ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში. კორდილიერებიდან, კუნძულ ტრინიდადამდე, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე.
ზრდასრული ანაკონდას საშ. ზომა 5-6 მეტრია, არცთუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარები
მსოფლიოში გავრცელებულია გველების 2500_ზე მეტი სახეობა, აქედან 410 სახეობა შხამიანია. საქართველოში აღწერილია 21 სახეობა, ამათგან 4 სახეობა შხამიანია 2 კი საეჭვოს მიეკუთნება, ამ 4_დან ყველაზე საშიში გიურზაა...
სახელი პითონი ბერძნული წარმოშობისაა. ასე ერქვა უზარმაზარ გველს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ღმერთმა აპოლონმა მოკლა. პითონები — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისაა და გავრცელებულია აღმოსავლეთ , ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში, უფრო მეტად გავრცელებულია აფრიკაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!