სხვა სტატია რომელიც ჩემი აზრით არ უნდა დაიდოს ჯერ-ჯერობით არ დავდევი, უბრალოდ სიტუაციის ახსნისთვის მაინც იცოდეს ბაზიერელებმა:
"აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრის მონაკვეთზე 6 მაისის შემდეგ დგანან პერიოდულად ძველ მდებარეობას უბრუნდებიან. news.ge-სთან საუბარში დავით გარეჯის წინამძღვარი მამა ილარიონი ამბობს, რომ მესაზღვრეები მონასტერთან აღარ არიან, თუმცა როგორც კი რომელიმე ადამიანს დაინახავენ, მაშინვე ამოდიან. მამა ილარიონის თქმით, ტერიტორიაზე მომლოცველებს ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ, რადგან თავიდან აიცილონ მხარეებს შორის ზედმეტი დაძაბულობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ვითარება უცვლელია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში კვლავაც დააკავებენ. მისი თქმით, ქართველი მესაზღვრეები სწორედ ამიტომ არ უშვებენ საზღვრის იქით საქართველოს მოქალაქეებს."