მოგესალმებით. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებში განიხილება საკითხი ნადირობის სეზონის მოგვიანებით გახსნასთან დაკავშირებით.
მთავარი მიზეზი: სეზონის გახსნის პერიოდისთვის ძალიან ბევრი მწყრის ბარტყია და მათთვის რამდენიმედღიანი საშეღავათო პერიოდის მიცემა,
რათა მოასწრონ მოძლიერება და დაფრთიანება,რაც მათი გადარჩენის შანსებს ბევრად გაზრდის.
ჩვენი თხოვნა იქნება რომ გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა და სხვებსაც მოუწოდოთ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, მონადირეთა აზრს გადამყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ცნობისათვის: მომავალში დაგეგმილია კონსულტაციები ნადირობის სეზონის დასრულების თარიღის მარტში გადაწევასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ გეტყვით.
გთხოვთ მონაწილეობა მიიღეთ საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ გამოკითხვის ფორმაში, ხოლო კომენტარები დაწერეთ აქ.
2021 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბრაკონიერობასთან ბრძოლის მიმართულებით. ცვლილებების მიზანი სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მოწესრიგება, შედეგი კი - უკანონო თევზჭერის აღკვეთა და პრევენციაა. ცვლილებების თანახმად, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად, ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება 7, 10 ან 14 დღით. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხა აკრძალული ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებებით თევზჭერა კი, პირდაპირ დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის
11 ოქტომბერს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ტარდება რეგიონალური (გუნდური) შეჯიბრი სპორტინგში.
სახელწოდებით „გავარდნილები 2020 ჩოხატაური“
მონადირეთა ჯგუფ „ძამას“ და მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ბაზიერის“ ორგანიზებით.
შეჯიბრის მხარდამჭერი და სპონსორები არიან სანადირო მაღაზიათა ქსელი "ვესტერნი" და მონადირის მაღაზია "მონადირე"
შეჯიბრის დასაწყისი 10:00 საათზე
შევიდა ცვლილება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესში, კერძოდ: თუ ადრე პირი ვალდებული იყო გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას თან ჰქონოდა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ახალი რედაქციით: ...
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება
ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის N9 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება- „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში, მე-7 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით
2020 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მგლისა და ტურის პოპულაციების დათვლას და შემდგომ მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ უწყების 2020 წლის გეგმებშია ნათქვამი.
გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოება
ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი და ამოცანაა მონადირის უფლებების დაცვა, ნადირობის განვითარება, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და გარემოს დაცვა.
ჩვენთან გაწევრიანება შეუძლიათ როგორც იურიდიულ (კლუბები, გაერთიანებები), ასევე ფიზიკურ პირებს, ყველას, ვისაც აღელვებს ჩვენი ბუნებისა და ნადირობის ბედი.
საზოგადოების წევრებს საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ყველა პროცესში, რომელიც შეეხება ჩვენს საქმიანობას - ნადირობასა და სამონადირეო კანონმდებლობას საქართველოში.
ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის
ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, საქართველოს მრავალათასიან მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.
მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.
შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება...
საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში ჩართულობის მიზნით მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ამ ეტაპზე საბჭო 54 სუბიექტს აერთიანებს. მათ შორის არის ყველა სამონადირეო კლუბი, სამონადირეო მეურნეობების უმრავლესობა, სანადირო და სათევზაო მაღაზიები,ზუსტი სროლის ფედერაცია, მშვილდოსნები და არბალეტის მსროლელები, ასევე პნევმატური იარაღით მსროლელები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანთა და ფერმერთა გაერთიანებებიც.
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით მამაკაცებმა. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი კანონის მიღება, რაც ითვალუსწინებს მოსახლეობის განიარაღებას. ანუ თუ ვინმეს გააჩნია სახლში თავისი კუთვნილი, გაფორმებული და კანონიერი გზით შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, ხრახნლულიანი ( ნარეზიანი) შაშხანები, როგორც მექანიკური ასევე ნახევრად ავტომატურები, თურმე აწი უნდა აიკრძალოს და ჩამოერთვას ყველას. გთხოვთ მობრძანდეთ,
ეროვნული ბიბლიოთეკის წინ დავიცვათ ჩვენი უფლებები! (ადრე ასე ერქვა, ეხლა არ ვიცი რა ქვია, მისამართი: Anton Purtseladze / Lado Gudiashvili
12/7 Anton Purtseladze St, T'bilisi
41.696975, 44.800606).ხვალ 17 მარტს, 12 საათზე შევიკრიბოთ ქუჩაში, ბიბლიოთექკის წინ და ერთად შევიდეთ შემდეგ დარბაზში. გთხოვთ გაავრცელოთ.
მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატებს მიიღებენ
საქართველოში გაჩნდება კანონმდებლობა, რომელიც ნადირობას დაარეგულირებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო!
საკოორდინაციო საბჭო სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორანდუმის საფუძველზე, 49 სუბიექტისგან ჩამოყალიბდა (ამ სუბიექტებს წარმოადგენენ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბები, სამონადირეო მაღაზიები, სამონადირეო მეურნეობები, საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური საინიციატივო ჯგუფები და ა.შ.) რაც ყველაზე მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით,
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. გურიაში ფაქტიურად იკრძალება იხვზე ნადირობა. რადგანაც კოლხეთის ეროვნული პარკი აფართოვებს მის საზღვრებს და ამით გვართმევს უკანასკნელ თავისუფალ სანადირო სავარგულს. ამჯერად მონადირეებთან ერთად მეთევზეებიც და უბრალო ადგილობრივი ფერმერები და მაცხოვრებლებიც ზარალდებიან!
2018 წლის 22,23 დეკემბერს კაჭრეთის "ამბასადორი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ-სპორტინგში. ღია შეჯიბრის დასრულების შემდგომ გაიმართება სუპერფინალი...
კოლხეთის ეროვნული პარკების 500 მეტრიანი ბუფერული ზონა 250 მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა 15 ნოემბერს მიიღო. "ზუგდიდის მონადირეთა კავშირის" წარმომადგენლებმა რადიო "ათინათს"უთხრეს, რომ ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში გადაწყდა და ამაში მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაეხმარა. კავშირის ერთ-ერთი წევრის გურამ
პრობლემა, რომელიც 5 წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო წინასაარჩევნოდ ერთ დღეში გადაწყდა - საუბარია მონადირეებისა და მეთევზეების მოთხოვნაზე, კოლხეთის დაბლობში მათთვის ნადირობისა და თევზაობის ლიცენზია გაეგრძელებინათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა 400-მდე მონადირესა და მეთევზეც ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე შეატყობინა. ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია თავად ამბობს, რომ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.
2018 წლის 2 სექტემბერს დილის 09:30-ზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება "სპორტინგის ლიგის" მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი სპორტინგში სახელად "მინი თასი". მონაწილეობის მიღება შეუძლია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების/ნებართვის მქონე ნებისმიერ პირს...
ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყო
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ნაცვლად დადგენილი 1 სექტემბრისა, ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყო.
სამინისტრომ ნორმატიულ აქტში ცვლილება ქვეყნის ტერიტორიაზე სანადირო არეალის მნიშვნელოვნად შემცირების გამო შეიტანა. არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართული მინდვრების დიდი ნაწილის გადაწვამ (დაუდევრობით გამოწვეული ხანძრები) გამოიწვია.
ცვლილებაა ნადირობის სეზონის გახსნის ვადასთან დაკავშირებით. ნადირობის სეზონი ახალქალაქის, ახალციხეს, ნინოწმინდას, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის ტერიტორიებზე ნაცვლად აგვისტოს მესამე შაბათისა ანუ 2018 წლის18 აგვისტოსი იხსნება 2018 წლის 1 სექტემბერს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს
კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებებია, კერძოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2018 წლის 11 მაისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, სხვადასხვა დარღვევებზე ფულად ჯარიმასთან ერთად მოქმედებს იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა სხვადასხვა ვადით.
პატივცემულო ბატონებო. შემდეგ კვირას 12 ნოემბერს 12.00საათზე, ტარდება შეჯიბრი 22LR კალიბრის (გეკო) შაშხანის ლეგალურ მფლობელებს შორის.(საკუთარი შაშხანა და ტყვიები). 10 გასროლა 50 მეტრიდან დაწოლილი მდგომარეობიდან, და 10 გასროლა 25 მეტრიდან ფეხზე მდგარი მდგომარეობიდან. იარაღოს ტექნიკური შეზღუდვები არ არის. მოგებული დაჯილდოვდება. მონაწილეობის საფასური 30 ლარი. თბილისი.უნივერსიტეტის ქ2. სპორტკომპლექსი «არენა-1».
პატივცემულო ბატონებო. შემდეგ პარასკევს, 10 ნოემბერს, საღამოს 20.00ზე ტარდება შეჯიბრი, პისტოლეტი გლოკ17 სროლაში. ორჯერ ათ ათი (2x10) გასროლა 15 მეტრის მანძილიდან. შეჯობრი ტარდება ტირის იარაღით და ტყვიებით. მონაწილეობის საფასური 55 ლარი. მოგებული დაჯილდოვდება.
საკუთარი იარაღით მობაწილეობა დასაშვებია მხოლოდ ლეგალური ტარების უფლების შემთხვევაში და საფასური შეადგენს 40 ლარს.
თბილისი.უნივერსიტეტის ქ2. სპორტკომპლექსი «არენა-1».
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
Gocha Shatirishvili
ინფორმაცია მონადირეებს,5_6 ივლის გვქონდა სამუშაო შეხვედრა ევროპელ ექსპერტებთან,ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები,ჩემს მიერ დაყენებული იქნა საკითხი,რომელიც ეხებოდა რკინის საფანტს,მე განვმარტე თუ რა დიდიზიანი მიაყენა ბიზნეს,ამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა სამინისტროს მხრიდან ,ერთ ხმად გადაწყდა რომ ახალ კანონში აღარ იქნება რაიმე შეზღუდვა ტყვიის საფანტზე და არც 5 ტყვიაზე,ნახევრად ავტომატ სანადირო თოფში...
კვირას 25 ივნისს , წოდორეთში გაიმართა შეჯიბრი სპორტინგში სახელად „მეგობრობის თასი - წოდორეთი 2017“ შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაც გამოწვეული იყო მონაწილეთა რაოდენოით, რთული სასროლი პოზიციებით და ცუდი ამინდით .(ქარი გლეჯდა ყოლიფერს) სულ 40-მა მონაწილემ მოიყარა თავი.
პატივცემულო ბატონებო! 2017 წლის იანვარში სატელევიზიო ეთერში გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზაზა ხუციშვილი და განაცხადა, რომ მგლებმა ძალზე შეაწუხა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და აუცილებელია აღნიშნული პრობლემის საკანონმდებლო ცვლილების გზით დარეგულირება. პარლამენტარის ამ გამოსვლას მაშინვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი “ნაკრესის”
სალამი კიდევ ერთხელ სპორტინგის მოყვარულებს! მოგეხსენებათ, 25 ივნისს,"მეგობრობის თასის" ეგიდით კვირა დღეს გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში (თეფშებზე სროლაში) სახელად - "წოდორეთი 2017" . მინდა შეგახსენოთ , რომ შეჯიბრი ყოველწლიურად ჩატარდება, წელიწადში რამდენჯერმე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში! შეჯიბრის მთავარი პრინციპებია - ანტიბრაკონიერული კამპანია; სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა; მეგობრობა , მოწინააღმდეგეების პატივისცემა, გარემოსა და ბუნების მოვლა !
შეჯიბრის პიზიორები დაჯილდოვდებიან მედლებით და სამახსოვრო სიგელებით. ასევე სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები!
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.
რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?კანონპროექტში გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიტანა ცვლილებები. აქ შეგიძლიათ იხილოთ ორივე, ძველი და ახლი ვერსია.
”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს. რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ? სავარაუდოდ ამ კანონის მიღებისთვის არის ეს სანადირო ისტერია დაწყებული, რომ ქვეყანა დაინგრა ამ ერთ თვეში!!! აი გაყრუებამ იცის ეს ყველაფერი, ნელ-ნელა გვაპარებენ და რომ მიიღებენ გვეტყვიან, ხომ იცოდითო? მართლებიც იქნებიან: ვიცოდით და დავიკიდეთ, ვიფიქრეთ ამ სისულელეს არ მიიღებენო, არადა სულ მალე აპირებენ. 30 ნოემბერსაა ეს მასალა დამატებული და დიდი ხანი იყო პირველ გვერდზე. საინტერესოა რამდენმა წაიკითხა? სავარაუდოდ მაქსიმუმ ორმა ან სამმა ათეულმა მონადირემ. შედეგებსაც მივიღებთ ძალიან მალე, სასიკეთოსი რა გითხრათ...
კომენტარები და მსჯელობა მიმდინარეობს ფორუმში ამ ლინკზე: http://www.bazieri.ge/forum/45-1165
მონადირეთა პროფესიული კავშირი წარმოადგენს იურიდიულ ერთეულს და ამ შემთხვევაში იქმნება მხოლოდ იმიტომ რომ ჩამოყალიბდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებთან ოფიციალური ურთიერთობის ფორმა. ამ პროფკავშირის მუშაობა, პირდაპირ უკავშირდება არსებული კანონპროექტის შეჩერებისა და კანონმდებლამდე მისი არასრულყოფილებისა და უვარგისობის მიტანის თემას. ეს პროფკავშირი არ ავალდებულებს არცერთ მონადირეს გაწევრიანდეს მის ქვეშ და იხადოს საწევრო, ჩააბაროს გამოცდა, ან დაეკისროს სხვა რაიმე ვალდებულება არამედ არის უბრალოდ იურიდიული ფორმა კანონმდებელთან ურთიერთობისა, და ზრუნავს თითოეული მონადირის ინტერესების დაცვაზე. პროფკავშირის ფორმა შეირჩა იმიტომ, რომ ესაა ყველაზე დემოკრატიული, არა კორუფციული ფორმა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!