ჯარიმა ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრისთვის
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოქალაქეებს წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს. 24 საათი 19.12.11 ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოქალაქეებს წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, ტყის ფონდიდან ნაძვის ხეების მოჭრა აკრძალულია და ეს ქმედება კანონით ისჯება. "სახელმწიფო ტყის ფონდიდან ნორჩი ხეების, მათ შორის ნაძვის ხეების მოჭრა-გატანა აკრძალულია. კერძო საკუთრებაში არსებული ნაძვის ხეების მოჭრა-გატანის წესები მოქმედი კანონმდებლობით დგინდება,"- აცხადებენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. რაც შეეხება დედაქალაქში ნაძვის ხეების რეალიზაციის ადგილებს, თბილისში ნაძვის ხეების რეალიზაციის ადგილებს უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერია დაადგენს. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნაძვის ხის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ქოთანში გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სპეციალურ ქოთანში გამოიყვანოს გასაყიდი ნაძვის ხეები. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბუნებრივად მოზარდი წიწვიანი მცენარეების მოჭრა იკრძალება | | | რეალიზაციის მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბუნებრივად მოზარდი წიწვიანი მცენარეების (ნაძვის ხეები) უკანონო მოპოვება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 64-ე და 1282-ე მუხლების შესაბამისად ისჯება და კანონდამრღვევს საჯარიმო სანქციები დაეკისრება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ჯარიმასთან ერთად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. მისი თქმით, უკანონოდ ნაძვის ხის მოჭრის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა 500 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის ოდენობით დაეკისრება. | | იმ შემთხვევაში, თუ წიწვიანი მცენარეების მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან ხელოვნურად გაშენებული სანერგეებიდან ხდება, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, ხოლო გასხვისების შემთხვევაში - სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. | http://minenergy.fas.ge
წყარო:
|