ორთჭალაში, გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათი განმარტებით, მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში, ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და რუსთავამდე დიდი რაოდენობის წყლის გადინება.
შესაბამისად, დედაქალაქის მერია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ინტერპრესნიუსი"