მუხიანის დასახლებაში ხატიამ ჩიკვილაძეების ოჯახს უკვე მე-14-ე ახალშობილი შესძინა.ახალშობილები ეკა და მაკა ერთმანეთს არც ხასიათით ჰგვანან და არც გარეგნობით. ეკამ მაკას დაასწრო. დებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წუთია. მაყვალა ჩიკვილაძის განცხადებით, ხატია მშვიდი ბუნებისაა, არ ირქინება და იმითაც გამორჩეულია, რომ პირველი ხბო 2 წლის ასაკში გააჩინა. ძროხები ტყუპ ნაყოფს იშვიათად შობენ. ხატიასთვისაც ტყუპების დაბადება პირველი შემთხვევაა. ახალდაბადებულ ბოჩოლების სანახავად მეზობლები ხშირად დადიან, თუმცა მოსაკითხად რძე არ დააქვთ, ვინაიდან ჯიშიანი ხატია მაღალი რეპროდუქტიულობის გარდა, ლაქტაციასაც არ უჩივის.
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!