გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს, ერთმანეთი დაასისხლიანეს და მერე იძულებული გახდნენ, სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაეკლათ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაცას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. ,,ახალბაღის” ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა გვითხრა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და ,,ისიც მგონი ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს” – ასკვნის პრესსამსახური.
2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.ჰიპერლინკი
ხოოო ზუსტადაც გავარკვიე რომელ დაკლულ დათვზე იყო საუბარი, ქ. გორის გარეუბანში არსებობს ასეთი რესტორანი "ვენეცია" სადაც ყავდათ დათვი, სწორედ ის დათვი დაკლეს და შეჭამეს. ასე რომ სანამ ტაშს დავუკრავთ იქნებ ინფორმაციის სიმცდარე გადავამოწმოთ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ "დაკლულ დათვს" არანაირი კავშირი არ აქვს ახალბაღის (სწორედ ასე ქვია იმ პარკს სადაც ეს დათვები ყავდათ) დათვთან... (რა არ მოეწონა ჩემ კომენტარში "ჳიღაცას" ან რატო არ მიმიწერა პირდაპირ ) კიდევ ერთი " მოყვარეს პირში უძრახეო"
მეც გორელი ვარ... ყველა ჩემ ძმაკაცს ვკითხე საუბრის დროს და არცერთს არ ახსოვს დათვები ერთად ყოფილიყვნენ გალიაში... რატო იმაზე არავინ დაფიქრდა იქნებ სტატიაა მცდარი ? თანაც სტატიაზე ავტორის სახელი და გვარი არ აწერია. სტატიას აქვეყნებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, მაგათ 10 ლარს გადაუხდი და ნებისმიერ ინფორმაციას დააწერინებ....
მაგენი თვითონ უნდა დაამწყვრიო გალიაში და ბავშვებს უნდა დაათვალიერებინო..მაგრამ მიხვდებიან კი ბავშვები რა ცხოველებთან აქვთ საქმე. მართლაც ცხოველები არიან. მაგენი მუნიციპალიტეტში კი არა სოფლის ფერმაშიც არ უნდა შეუშვა. სირ..ი
მე გორელი ვარ და თავიდან ერთი დატვი ყავდათ მერე მოიყვანეს მეორე ცალცალკე გალიებში ყავდათ მთელი ზაფხული მერე თუ ერთად ჩასვეს არ ვიცი და ეგაც არ გამიგია რომ ან დაეკლათ ან რამე ეგეთი, საერთოდ ძმებო რომ იცოდეთ პატრონი არ კავს არაფერს და შეიძლება მასეც მომხდარიყო. უბედურება ისაა რომ ვისაც მართლა გული შესტკივა ერთეულები არიან და მათ არავინ ხმას არ აღებინებს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!