გულით დამაქვს სევდა,
ნაღველი და ფიქრი,
სოხუმიდან მიხმობს
თამარ მეფის ხიდი.
დიდი მოწმე ჩვენი
ერთობის და ლხინის,
ღმერთო, დამიბრუნე
აფხაზეთის ხიბლი!
ღმერთო, დამიბრუნე,
ილორი და რიწა,
ღვთისმშობელი ლოცვით
ზეციდან რომ იცავს!
დამაქვს შენზე დარდით
დასეტყვილი გული,
დიოსკურიაა ზღვაში ჩაძირული.
ღმერთო, აღადგინე
ჩატეხილი ხიდი,
ქართველებს და აფხაზებს
დაგვიბრუნე ლხინი.
ვერიკო ქადარია