ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 8 » მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)    

01:35:13
მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)
მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)
მტკვრის დაშრობა საშიში არ არისო...(?)გასულ კვირას ორთაჭალჰესთან მდინარე მტკვრის დონე რამდენიმე მეტრით დასწიეს მეტეხის ხიდთან გზის გასაფართოებელი საპროექტო სამუშაოს გამო. მტკვრის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დაწეული და ზოგან მდინარის ფსკერიც მოჩანდა. გამვლელები ნაგვით ამოვსებული კალაპოტის გარდა, შენიშნავდნენ, თუ როგორ ესეოდნენ თოლიები დახოცილ თევზს. ბუნებრივია, ამის შემდეგ მოსახლეობას უამრავი კითხვა გაუჩნდა. მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ეს ბიომრავალფეროვნების შეცვლას, რადგან ზოგისთვის მტკვარზე თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში ხომ არ დადგება ქალაქი სანიტარიული კატასტროფის წინაშე?

თბილისის მერიაში განმარტეს, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო, რომლის დროსაც დაათვალიერეს მტკვრის ჯებირები, მისი კონსტრუქცია და გვირაბის ასაშენებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათივე ინფორმაციით, მტკვრის დონე ძველ ნიშნულს უკვე დაუბრუნდა.

ბუნებისდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ფიქრობენ, რომ მტკვარზე ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება დაუშვებელია და თუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის მშენებლობისას წყლის დონის დაწევა კიდევ გახდა საჭირო, ამან შესაძლოა ეპიდემიური რისკებიც წარმოშვას.

გიორგი გაჩეჩილაძე, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი: "ისეთ დიდ მდინარეზე, როგორიც მტკვარია, ასეთი მნიშვნელოვანი მანიპულაციების ჩატარება, რაც უშუალოდ ზემოქმედებს სანაპირო ზოლზე, ასევე მტკვარში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე, აუცილებლად საჭიროებს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვას და რისკების წინასწარ შეფასებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა და ამას უნდა მოჰყვეს სახელმწიფოს რეაგირება. ჩვენი ინფორმაციით, მტკვრის კალაპოტის დაწევამ უამრავი თევზი გაანადგურა. როდის აღდგება ბიომრავალფეროვნება მტკვარში, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ამიტომ ეს ზიანი და ზარალი უნდა აანაზღაუროს მან, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა.

საზოგადოდ, მტკვარში თევზჭერა ოფიციალურად აკრძალული არ არის, მაგრამ ამ თევზის საკვებად გამოყენება სახიფათოა. მტკვრის სანაპირო ზოლთან თუ გაივლით, ნახავთ, რომ მტკვარს ქალაქის საკანალიზაციო მილები უერთდება. თევზიც, ძირითადად, იქ იყრის თავს, სადაც საკანალიზაციო ნარჩენები ჩაედინება, რადგან იქ საკვები ეგულება. ხშირად მინახავს, რომ ადამიანები მტკვარში კი არ თევზაობენ, არამედ საკანალიზაციო ლიუკები აქვთ ახდილი და იქ იჭერენ თევზს. შემდეგ სად ხვდება ეს თევზი, ყველამ კარგად იცის.

იმედი ვიქონიოთ, რომ მტკვრის დონის დაწევა სისტემატურ ხასიათს არ მიიღებს. წარმოიდგინეთ, თბილისიდან რა რაოდენობით საკანალიზაციო ნარჩენი ჩაედინება მტკვარში. წყლის დონის დაწევის შემთხვევაში, საკანალიზაციო ნარჩენები წყალში ვეღარ გაზავდება და სანიტარიული, შემდეგ კი ეპიდემიური თვალსაზრისით დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. როცა წყლის მთლიანობას ხელოვნურად ამცირებენ, მასში მავნე ორგანიზმებისა და ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება. ამიტომ ამას წინასწარ სჭირდება შეფასება და მხოლოდ შემდეგ შესაბამისი უწყების ნებართვა".
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მერიას მტკვრის კალაპოტის დაწევის ნებართვა ოფიციალურად ჰქონდა და ამ პროცესს მათი სპეციალისტებიც აკვირდებოდნენ. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მტკვარში წყლის დონის დაწევა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

რამაზ ჭითანავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი: "ჩვენთან ერთად ამ პროცესს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ, მათ შორის - თევზის სპეციალისტიც. რუსთავის მიმართულებით წყალი ისე უნდა გაგვეშვა, რომ თევზისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა და ასეც მოხდა. ჩვენ ჰიდროლოგიურ ნაწილში ვაგებდით პასუხს, რომ წყალი ზომაზე მეტად არ გაეშვათ, დატბორვა არ მომხდარიყო და ა.შ. ამ პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, უბრალოდ, წყალსაცავის დაცლის დროს რუსთავისკენ წყლის დონემ აიწია, ისიც ნორმის ფარგლებში, სხვა არაფერი მომხდარა. გაფრთხილებული იყო ხალხი, ვინც თევზაობდა ან მდინარის აუზში იყო. გაზაფხულზე ორთაჭალჰესს ქვემოთ უფრო მაღალი იქნება წყლის დონე, ვიდრე ახლა იყო. რაც შეეხება სანიტარიულ ნორმებს, მერწმუნეთ, მაქსიმალურად დაცულია, მათ შორის - მტკვარში წყლის დონის დაწევის შემთხვევაშიც კი".


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/deda-tbilisi/11550-mtkvris-dashroba-sasisi-ar-ariso.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1484 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика