ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » საქართველოს ამბები
« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2015 წლის მაისიდან ოქტომბრის პერიოდში თბილისის უსახლკარო ძაღლები დაითვალა. როგორც ZooClub.ge-ს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ, განუცხადა, აღნიშნული პროცესი სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობითა და შიდა რესურსებით განხორციელდა. მისი თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენა და იმ ინფორმაციის მიღება იყო, რომელიც სააგენტოს მომდევნო ქმედებათა სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2086 | დაამატა: Admin | დრო: 28.12.2015 | კომენტარი (1)

ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2491 | დაამატა: Admin | დრო: 15.12.2015 | კომენტარი (9)

3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1906 | დაამატა: ზურა333 | დრო: 14.12.2015 | კომენტარი (0)

თბილისის ზოოპარკში ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუმცა, ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც. 
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1931 | დაამატა: Admin | დრო: 13.12.2015 | კომენტარი (1)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებმა მონადირე ვლადიმერ გოგიძემ უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობართან ერთად მწყერზე სანადიროდ ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც თოვლზე ნაკვალევი შენიშნა. მისივე თქმით, ცხედრები ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული. შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3086 | დაამატა: Admin | დრო: 12.12.2015 | კომენტარი (15)

სოფელ სადახლოში ნადირობისას საქართველოს სამ მოქალაქეს გზა აერია და შეცდომით გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ გზა აერიათ, დახმარების მიზნით მიმართეს სომხეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაზაქენდში არსებულ სომხეთის სასაზღვრო უწყების ბლოკ-საგუშაგოს.
მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების მხრიდან მიღებული 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2740 | დაამატა: Admin | დრო: 07.12.2015 | კომენტარი (14)

    მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, თუ შეზღუდვები არ დაწესდება, შესაძლოა, მომავალში ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლის საჭიროება დადგეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1697 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (3)

     შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1756 | დაამატა: ზურა333 | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (8)

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის.

როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასეთ მძღოლებს ორი თვის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ქულები მძღოლებს 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2308 | დაამატა: Admin | დრო: 03.12.2015 | კომენტარი (9)

    4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2796 | დაამატა: ზურა333 | დრო: 01.12.2015 | კომენტარი (8)

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1421 | დაამატა: ზურა333 | დრო: 29.11.2015 | კომენტარი (1)

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად . წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი მთელი ცხოვრების მანძილზე . უფალი გფარავდეთ ყველას
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2135 | დაამატა: Admin | დრო: 23.11.2015 | კომენტარი (1)

დღეს, 19.00 საათზე ცნობილი შვედი მკვლევარი, ფოტოგრაფი, მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ერნსტ ნილსონი გარემოსდაცვით საკითხებზე საჯარო ლექციას გამართავს. 
იოჰანი ისაუბრებს კლიმატის ცვლილებებსა და კვლევა-ძიების მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის კუთხით.

25 წლის განმავლობაში იგი 40 ექსპედიციაშია ნამყოფი 140-ზე მეტ ქვეყანაში. თავგადასავლების სიყვარულმა იოჰანი ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ პოლუსზე, ჯუნგლებში, უდაბნოებსა და ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე მოახვედრა. 2015 წელს, პირველი იყო, ვინც ფეხით გადაიარა სერენგეტის ეროვნული პარკი და გახდა გინესის რეკორდსმენი. პროექტი მიმართული იყო ბრაკონიერობისა და ველური ბუნების 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2085 | დაამატა: Admin | დრო: 18.11.2015 | კომენტარი (0)

საქართველოში ძაღლის ყიდვა და მისი მოვლა-პატრონობა უკვე ძალიან გამარტივებულია. ინტერნეტ-საიტები, სოციალურ ქსელი თუ ფორუმი, დიღომში არსებული ბაზრობა, კინოლოგიური კლუბები... ეს ის ადგილებია, სადაც არჩევანის გაკეთება ჯიშისა და ფასის გათვალისწინებით შეგიძლიათ.
როგორ უნდა მოიქცეს გამოუცდელი მყიდველი, ვის მიმართოს ძაღლის შეძენის მსურველმა იმისთვის, რომ საბოლოოდ 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3361 | დაამატა: Admin | დრო: 10.11.2015 | კომენტარი (0)

საოცარი ნიჭი და უნარი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა საქართველოში და რომელსაც მოვლა, შენახვა, გაფრთხილება სჭირდება! ხარაგაულელი ლაშა ტაბატაძის ნაჩუქურთმევ-ნამუშევრები ხეზე
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3721 | დაამატა: ზურა333 | დრო: 30.10.2015 | კომენტარი (12)

Champion Petfoods საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
ქართულ ბაზარზე შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელი წამყვანი კანადური კომპანია - Champion Petfoods შემოვიდა. 

ამ უამრავი ჯილდოს მფლობელი მწარმოებლის ბრენდები აკანა და ორიჯენი ექსკლუზიურად ზოომაღაზიების ქსელ “ზოომარტში“ იქნება წარმოდგენილი.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1973 | დაამატა: Admin | დრო: 27.10.2015 | კომენტარი (4)

"ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის ხომ გინდათ?! მოეშვით მავნებლობას!" - ბრაკონიერებს შეწირული ალბინოსი კალმახები
26-10-201

"თუ ბრაკონიერობას აღმოვფხვრით, საქართველოს მდინარეებში თევზი ულევად იქნება"

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი­ ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქარელის რაიონში, ახალსოფელში, მდინარე მტკვრიდან 14 ბრაკონიერული ხელსაწყო - ოჩხი ამოიღო. ასე ჰქვია უზარმაზარ საბურავს, რომელსაც ერთ მხარეს თუნუქის ფურცელს ამოაკრავენ, შიგ ქვებს ჩააწყობენ, მავთულებით გადააბამენ რამდენიმე ასეთივე ოჩხზე და მდინარის ფსკერზე დაალაგებენ. თევზების 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3880 | დაამატა: Admin | დრო: 26.10.2015 | კომენტარი (8)

თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმებას ექვემდებარებიან.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1877 | დაამატა: Admin | დრო: 08.10.2015 | კომენტარი (6)

2015 წლის 25 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ჩაატარა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1492 | დაამატა: gio90 | დრო: 30.09.2015 | კომენტარი (1)

 
თ გადამფრენ ფრინველს შეიძლება დავაკვირდეთ. ეს არის კონკრეტულად მტაცებელი ფრინველების სამიგრაციო დერეფანი. მტაცებელთა უმეტესობა გადამფრენია. ზაფხულის დასრულებისთანავე სამხრეთისკენ მიეშურებიან. 
არსებობს ფრინველთა გადაფრენის მრავალი გზა, სხვადასხვა ჯგუფში შემავალი ფრინველები სხვადასხვანაირად მიგრირებენ, მაგალითად, წყალმცურავი ფრინველების მარშრუტი სხვაა, მტაცებლებისა - სხვა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1906 | დაამატა: gio90 | დრო: 26.09.2015 | კომენტარი (4)

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.

ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე: 
თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე - ექსპო ჯორჯიას ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);
ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1683 | დაამატა: Admin | დრო: 26.09.2015 | კომენტარი (1)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, შპს „ტრანსკავკაზუსის“ კუთვნილი ტერმინალიდან შემოსული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნანახი იქნა შავარდნისნაირთა რიგის, ქორისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - ველის კაკაჩა (Buteo rufinus).
 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1791 | დაამატა: Admin | დრო: 04.09.2015 | კომენტარი (1)

ზღვაში გაჭირვებულს "დელტა" სამაშველო რგოლს ჩაუგდებს
31-08-2015
წყალზე სამაშველო ოპერაციებისა თუ ტყის მონიტორინგის ჩასატარებლად "დელტა" "უპილოტო ოპერაციების ცენტრის" შექმნას აპირებს

ცოტა ხნის წინ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბრაკონიერების წინააღმდეგ ერთობლივი თანამშრომლობის
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1602 | დაამატა: Admin | დრო: 02.09.2015 | კომენტარი (8)

ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულებიბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 6 ახალგაზრდა ამბობდა, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2075 | დაამატა: Admin | დრო: 30.08.2015 | კომენტარი (4)

      „საქართველოში მასიური პოლიტიკური ტერორი დაიწყო - რამდენიმე კვირაა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პოტენციურ კრიმინალად გამოცხადდა“ - წერს გაზეთი „ქართული სიტყვა“.
      როგორც ცნობილია, ცვლილებების თანახმად, სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა დანაშაულად ითვლება და ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2282 | დაამატა: ზურა333 | დრო: 28.08.2015 | კომენტარი (6)

ყირიმ-კონგოს დაავადების ფაქტი გამოვლინდა ხაშურის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ აძვში უკვე ორი ადამიანი დაავადდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1718 | დაამატა: ზურა333 | დრო: 28.08.2015 | კომენტარი (2)

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, წყლის რესურსების კანონდარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები მდინარეებში- გუბისწყალი, ხანისწყალი, ყვირილა და ძირულა მანქანებს რეცხავდნენ. ექვსივე შემთხვევაში დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1827 | დაამატა: Admin | დრო: 05.08.2015 | კომენტარი (9)

კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი
 
კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 3954 | დაამატა: Admin | დრო: 03.08.2015 | კომენტარი (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას ექვსი ერთეული ნავი და სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი დაემატა.
ახალი ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. მინისტრმა, დეპარტამენტის ხემძღვანელ პირებთან ერთად თბილისის ზღვის ზედაპირზე ნავების ტექნიკური შესაძლებლობები შეამოწმა. გიგლა აგულაშვილმა ასევე, ავტომანქანების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1740 | დაამატა: Admin | დრო: 30.07.2015 | კომენტარი (4)

"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა, იმპორტი კი მატულობს
 
"ბოლო წლებში ეგზოტიკურ მენიუს ქართველებიც ეტანებიან" 
21-ე საუკუნემ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვა. ისინი მოგზაურობენ და ეძებენ რაღაც ახალს, ეგზოტიკურს, რაც მათთვის უცხოა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კულინარიაა: არის ხალხი, ვისაც ღამურას ან ტარანტულის ხორცი შემწვარ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ურჩევნია, ზოგიერთი ტურისტი კი, საფრანგეთში მარტო ეიფელის კოშკის სანახავად კი არა, 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2032 | დაამატა: Admin | დრო: 22.07.2015 | კომენტარი (7)

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიქიის შედეგად გადარჩენილი ცხოველების სიას აქვეყნებს:

"ვაქვეყნებთ ზოოპარკის ცოცხალი ცხოველების სიას.

მტაცებლების განყოფილება:
თეთრი ლომი - 5
სერვალი - 1
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2427 | დაამატა: Admin | დრო: 10.07.2015 | კომენტარი (1)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე. 


 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1745 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 10.07.2015 | კომენტარი (1)

ძაღლების ერთგულების უამრავი ფაქტია ცნობილი. საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორიები, სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით … 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1818 | დაამატა: gio90 | დრო: 09.07.2015 | კომენტარი (0)

თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკს კეთილშობილი ირმის სახით, კიდევ ერთი ბინადარი შეემატა. ირემი გუშინ, 30 ივნისს გაჩნდა, მას სახელად პირრა დაარქვეს.

"სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2222 | დაამატა: Admin | დრო: 02.07.2015 | კომენტარი (8)

სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს...
15-06-2015
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დღეს სეტყვისგან დაცვის სრულ გარანტიას ვერ იძლევა, მაგრამ მალე ის შეიძლება ფერმერების "სალოცავად" იქცეს

ქართული სავარგულები დასეტყვას ვერც წელს გადაურჩა, თუმცა, თითქმის 25-წლიანი შეჩერების შემდეგ სწორედ წელს განახლდა ღრუბლების დამუშავება სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2198 | დაამატა: Admin | დრო: 21.06.2015 | კომენტარი (3)

მარნეულში ნაპოვნი ცხოველი ზოლებიანი აფთარი არ არის - გურიელიძე
19:58 2015-06-19
ზურაბ გურიელიძე ადგილზე იმყოფებოდა და ინფორმაციას პირადად გაეცნო.

სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ გამორიყული ცხოველი სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ზოლებიანი აფთარი არ აღმოჩნდა. როგორც "ნიუპოსტს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ცხოველი რომელიც მდინარემ გამორიყა დიდი ზომის ძაღლია.

"ცხოველი რომელიც მტკვარმა გამორიყა ზოლებიანი აფთარი არ არის, ეს საკმაოდ დიდი ზომის ძაღლია",-განაცხადა გურიელიძემ

ზურაბ გურიელიძე ადგილზე იმყოფებოდა და ინფორმაციას პირადად გაეცნო.

ამ დროისთვის თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ორ მტაცებელს ეძებენ - ვეფხვს და ზოლებიან აფთარს.

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1577 | დაამატა: Admin | დრო: 19.06.2015 | კომენტარი (0)

 
დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მტკვარმა ზოლებიანი აფთრის ნეშტი გამორიყა. ფაქტის დასაზუსტებლად ადგილზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გაემგზავრა. ამჟამად ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვსა და აფთარს ეძებენ.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1429 | დაამატა: Admin | დრო: 19.06.2015 | კომენტარი (0)

 ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიანზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განუცხადა. 
მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების კუთხით, ასევე ცხოველების ძებნის კუთხით. 
"ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1990 | დაამატა: Admin | დრო: 18.06.2015 | კომენტარი (4)

თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!
17-06-2015
"მერს, ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ვეფხვი იძებნება. სავარაუდოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებს აფარებს თავს ახალგაზრდა, წლის და სამი თვის უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2289 | დაამატა: Admin | დრო: 18.06.2015 | კომენტარი (3)

"ლაგუნა ვერესთან" მდებარე შენობაში ალბინოსმა ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. "ლაგუნა ვერესთან" პანიკა ატყდა, რომ შენობაში ვეფხვი იყო დამალული, რომელმაც მამაკაცი დაგლიჯა. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, მობილიზებულ იქნა სპეცრაზმიც, რომლებიც ვეფხვის დაჭერას ცდილობდნენ. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია, საბოლოოდ ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აფრიკელი მოხალისე, რომელიც დაჟინებით ჳთხოვდა შეეშვათ შენობაში, სადაც ვეფხვი იმყოფებოდა. "3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - ეუბნებოდა მამაკაცი პატრულის თანამშრომლებს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2034 | დაამატა: Admin | დრო: 18.06.2015 | კომენტარი (4)

თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტი "ბეგე" რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 14 ივნისის წყალდიდობის დროს მისი ზოოპარკის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტი მსოფლიოს თითქმის, ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც ასახულია გმირთა მოედანზე მდგარი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამასთან, არაერთი სტატია დაიწერა სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკზეც, რომლის ბინადართა თითქმის 50% წყალდიდობის დროს განადგურდა. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2371 | დაამატა: Admin | დრო: 18.06.2015 | კომენტარი (0)

გეცნობათ?.    "მოხალისე" ანუ საკუთარი ნებით მონაწილე. თორემ სახალისო რომ არაფერია ამ საქმიანობაში ეს ყველამ ვიცით!    საშინელი ტრაგედია მოხდა! ადამიანები დაიღუპნენ, უსახლკაროდ დარჩნენ! ზოოპარკი განადგურდა და ა.შ.  ჰოდა აი ასეთ დროს გვჭირდება თანადგომა!   ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი დახმარება მისაღებია და დასაფასებელი!

სიამაყით და სიხარულით მევსებოდა გული, როცა ამდენ ახალგზარდას ვუყურებდი, რომლებიც ცდილობდნენ, რითაც შეეძლოთ აღმოეჩინათ დახმარება დაზარალებული ადამიანიებისთვის, ცხოველებისთვის  თუ ზოგადად დედაქალაქისათვის!

ყველა ამ ახალგაზრდას  ვუხდი მადლობას! მათ მშობლებს მადლობა, ასეთი შვილების აღზრდისათვის!

გაიხარეთ, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და მეამაყებით!!!!!!!

 

 

დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1515 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 17.06.2015 | კომენტარი (2)

მოხალისე - საამაყო "პროფესია" და სულ სხვანაიარი საქართველო
     დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საყვარელ თბილისში, მაგრამ არ ვაპირებ მის შემზარავ დეტალებზე მოგიყვეთ, მინდა, სულ სხვა თემაზე დავწერო. ბოლო წლებია, თავგამოდებით ვუმტკიცებთ ერთმენთს, რომ ქართველებს ერთიანობა არ შეგვიძლია, არადა, თურმე შეგვძლებია... თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვდასახვა პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, საერთო საქმის კეთება და ერთმანეთის მხარში ამოდგომა. გუშინ ეს მოხდა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამისთვის ამხელა ტრაგედია 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2112 | დაამატა: Admin | დრო: 17.06.2015 | კომენტარი (0)

ზოოპარკის ტერიტორიაზე წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა,ზოოპარკის ნახევარი ისევ დატბორილია 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2007 | დაამატა: akson777 | დრო: 14.06.2015 | კომენტარი (1)

"თავშესაფარი აღარ არსებობს", - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1752 | დაამატა: Falconry | დრო: 14.06.2015 | კომენტარი (0)

 
თბილისის ზოოპარკი მდინარე ვერემ გაანადგურა, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს კი თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს სასაფლაოზე 2 ლომი შენიშნეს, ვაკეში სასტუმრო საქართველოსთან კი ვეფხვი აღმოაჩინეს. მტაცებელი ცხოველების დასაძინებლად ან ლიკვიდაციისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული საქმეში ჩართულია ავიაციაც, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კიდევ ერთი ვეფხვი და ლომი, ამჟამად ლიკვიდირებულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ მათ ცხოველების დამორჩილება ვერ შეძლეს. 

გმირთა მოედანზე ნაპოვნი ბეჰემოტი კი ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2466 | დაამატა: Admin | დრო: 14.06.2015 | კომენტარი (2)

9 ივნისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იწყებს თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პასპორტიზაციის (რაოდენობის დადგენის) ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპს. 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1430 | დაამატა: Falconry | დრო: 13.06.2015 | კომენტარი (0)

$IMAGE1$


თბილისის ღია ჩემპიონატი ზუსტ სროლაში ფიქსირებულ დისტანციებზე ჩატარდება 28.06.2015-ში!!! სროლა მოხდება დაწოლილ მდგომარეობაში, ორფეხიდან ან საკრდენი ტომრიდან. კალიბრების შეზღუდვა არ იქნება, 223 დან - 338-მდე. თუ მაგნუმ კალიბრები მოგროვდება მონაწილეებში 5- ზე მეტი, გამოვყოფთ ცალკე კლასში. სროლა მოხდება 3 (სამ) დისტანციაზე. 1. 100 მეტრი კვალიფიკაცია 10 გასროლა. აქედან 5 გასროლა ზედა წრეში,იქნება ჩათვლითი. და დაითვლება ჯგუფის ზომა მილიმეტრებში. 2. 300 მეტრი 10 გასროლა ჩათვლითი. სროლა ქულებზე საერთაშორისო სამიზნეში. სამიზნე კუთხური წუთების ჯერადი წრეებით. ( ქულები 10- დან 4-მდე) 3. 500 მეტრი 10 გასროლა ჩათვლითი. სროლა ქულებზე საერთაშორისო სამიზნეში. სამიზნე კუთხური წუთების ჯერადი წრეებით. ( ქულები 10- დან 4-მდე) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში იგებს კვალიფიკაციაში უკეთესი მაჩვენებელი. აგრეთვე დაჯილდოვდება საუკეტესო ჯგუფის და აგრეგატის მაჩვენებელი. რიკოშეტით მოხვედრილი ითვლება აცდენად. აცდენა ითვლება მინუს 2ქულად. სხვის სამიზნეში მოხვედრა ითვლება მინუს 10ქულად. დანარჩენი პირობები ზოგად დებულებაში.
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 1551 | დაამატა: giohunt1982 | დრო: 09.06.2015 | კომენტარი (1)

საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველი, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვთ შემდეგი შეღავათი: 
 
დაწვრილებით...
კატეგორია: საქართველოს ამბები | დათვალიერებულია: 2031 | დაამატა: Falconry | დრო: 02.06.2015 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика