ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.
ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე - ექსპო ჯორჯიას ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);
ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);
თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;
რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;
ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი);
მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი);
გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;
ბათუმში - გოგებაშვილის 46ა;
ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10;
ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.
ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.
ცხოველების დასაცავად აუცილებელია მათი ყოველწლიური ვაქცინაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 291 91 68.