ზღვაში გაჭირვებულს "დელტა" სამაშველო რგოლს ჩაუგდებს
ზღვაში გაჭირვებულს "დელტა" სამაშველო რგოლს ჩაუგდებს
31-08-2015
წყალზე სამაშველო ოპერაციებისა თუ ტყის მონიტორინგის ჩასატარებლად "დელტა" "უპილოტო ოპერაციების ცენტრის" შექმნას აპირებს
ცოტა ხნის წინ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბრაკონიერების წინააღმდეგ ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მეშვეობით უპილოტო საფრენი აპარატებით ტყეების მონიტორინგს ჩაატარებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფები უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატებით სათანადოდ აღჭურვილი რომ არ არის, სამხედრო საიდუმლოება აღარ გახლავთ, ეს სამწუხარო რეალობაა. ამას შეიძლება ობიექტურზე მეტი სუბიექტური მიზეზი ჰქონდეს.
ამის ფონზე ერთგვარ გამონათებად ის რჩება, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო "დელტას" უპილოტო საფრენი აპარატების სამოქალაქო მიზნით გამოყენებით ინტერესდება, რაც ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მეთოდით შეიძლება როგორც ტყეში შეპარული ბრაკონიერების ოპერატიულად აღმოჩენა, ისე ტყის ხანძრების ზონების დროულად დადგენა, ტყეში დაკარგულების მოძებნა, გარეული ცხოველების დაფიქსირება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საჰაერო მონიტორინგი და ა.შ.
"დელტა" აპირებს, შექმნას "უპილოტო ოპერაციების ცენტრი", რომელსაც, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა, შეიძლება ზღვაში ან მდინარეში ადამიანების გადარჩენაც დაევალოს.
როგორც "დელტას" სპეციალისტებმა "კვირის პალიტრას" განუცხადეს, სანაპირო სამაშველო ოპერაციებისას გამოიყენებენ დისტანციურად მართვად მულტიკოპტერს, რომელსაც 20 კგ-მდე
ტვირთის წაღება შეეძლება. მის ქვეშ დამაგრდება სამაშველო რგოლი, რომელიც ნაპირთან მსხვილი ძუით იქნება დაკავშირებული. როგორც კი ნაპირზე მდგარი მაშველი კოშკურიდან დაინახავს, რომ ზღვის სანაპირო ზოლში მოცურავე შველას ითხოვს, მისკენ დისტანციურად მართვად მულტიკოპტერს გაუშვებს, რომელიც მაშველ რგოლს ჩაუგდებს, შემდეგ კი ნაპირისკენ ძუით გამოსწევენ.
"უპილოტო ოპერაციების ცენტრი" "დელტას" ისეთივე სტრუქტურული დანაყოფი იქნება, როგორიც "სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრია" და ის პასუხს აგებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დისტანციურად მართვადი მოწყობილობებით რთულ გარემო პირობებში სწრაფი რეაგირების ოპერაციების ჩატარებაზე.
ამ უპილოტო მოწყობილობების აწყობას "დელტა" თვითონ აპირებს უცხოური მაღალტექნოლოგიური ნაწილების გამოყენებით.
იდეა კარგია,აი განხორციელება როორი იქნება ამ იდეის მთავარი ისაა,იმისი ნაკლებად მჯერა რო ზღვაში გაჭირვებული კაცის დახმარება შესაზლებელი იქნება,არ მოასწრებს მიფრენას და სამაშველო რგოლის ჩაგდებას ვერ მოასწებსთქო არ ვამბობ მაგრამ საკმაო ადამიანები გადამირჩენია დახრჩობას და აქ ფსიქოლოგიური მომენტი ბევრს ნიშნავს,დაბნეულმა და შეშინებულმა ადმიანმა შეიზლება ვერცკი მოიფიქროს რო სამაშველო რგოლს ხელი მოხვიოს,ამიტომ კარგი იქნება თუ მხოლოდ საფრენი აპარატის იმედად არ ვიქნებით,ერთი რამ არ დაგვავიწყდეს,ადამიანს ვერცერთი რობოტი ვერ შეცვლის,რაც შეეხება გარემოს დაცვას...დელტაში უნიჭიერესი ხალხია და მჯერავს თუ დაფინანსება ექნება პროექტს შესანიშნავი კამერებით აღჭურვავენ აპარატებს და ყველაფერი გამოუვათ როგორც ღამის ხედვის ხელსაწყოებით ასევე ხარისხიანი ვიდეო თუ ფოტო კამერებით იქნება აჭურვილი,მთავარია მეტეროლიგიური პირობები სწორეთ გათვალონ რო ქარსაც და წვიმასაც კარგად გაუმკლავდეს აპარადი,ხოლო თუ სითბური კამერების დაყენების საშვალება ექნებათ მთლად უკეთესი იქნება რადგან სითბური კამერების მების მეშვეობით ნისლიან ამინდშიც შეძლებენ ბრაკონიერების პოვნას,წარმატებებს ვისურვებ როგორც დელტას ასევე ამ პროექტის დამფინანსებელს,
საცდელი დამერე ვნახოტ რა აროგორ აქვს თავისი მინსუები მაგასაც ფრენის სმაღლე ღამის გარჩევადობა მიმართულება ანუ ფრენის სიშორე გაკონტორლების რადიუსი მოკლედ ვნახოტ რა უდავოა აზრი კარგია მაგრამ ტექნიკურ მაცჰვნეებლები თუ ხელისშემსშლელი არიქნება კარგია იქნებ ამით მაინც ეშველოს გარემოს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!