მთავარი » 2015»დეკემბერი»3 » მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება
21:49:23
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება
ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, თუ შეზღუდვები არ დაწესდება, შესაძლოა, მომავალში ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლის საჭიროება დადგეს.
"ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო წლებში არის დიდი დინამიკა მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი იმპორტირებული ავტომობილების თანაფარდობის, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის რიკს, რომ ჩვენ დავდგეთ მოძრაობის მიმართულების შეცვლის საფრთხის წინაშე, ან პრობლემების წინაშე, სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის - შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის - პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!