ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ივლისი » 9 » თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს    

14:44:23
თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს
ძაღლების ერთგულების უამრავი ფაქტია ცნობილი. საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორიები, სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით … 

ისინი ელოდებიან, ეჭიდებიან იმედს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონმა სულ მიატოვა.. მათთვის დრო არაფერია, ისინი განშორების შემდეგ მთელი დარჩენილი სიცოცხლე იმ სითბოს, სიყვარულის, სიმყუდროვის დაბრუნების იმედით ცხოვრობენ, რაც მხოლოდ პატრონთან იყო.. 

ამბავი, რომელიც სულ ეხლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება. 

ოთო ფანცულაიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ძაღლი ქალბატონის საფლავზე წევს,  ძალიან თბილი კომენტარი ახლავს: "ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი პატრონის საფლავს რამდენიმე თვეა არ შორდება. აქამდე ასეთი კადრი მხოლოდ ინტერნეტში თუ მქონდა ნანახი. იმდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ იმედია მალე მე და ეს ძაღლი დავმეგობრდებით".

სასაფლაოებზე სევდა დადის და სიჩუმეა… ერთი ახალგაზრდა იქ თავისი ძვირფასი ადამიანის საფლავს აკითხავდა და უეცრად, ერთ-ერთ საფლავთან ძაღლი შენიშნა.. ის მშვიდად იწვა, თითქოს დროს აჩერებდა.. ან სულაც აბრუნებდა… - რომ მისთვის ძვირფასი ადამიანიც დაებრუნებინა.. 
მას შემდეგ ოთოს ყოველ მოსვლაზე ძალისთვის სასუსნავები მიაქვს, ეფერება, ესაუბრება კიდეც.. 


- მამაჩემი თებერვალში დავკრძალეთ. დაახლოებით ორ კვირაში, ახლოს, ერთი ქალბატონი დაასაფლავეს, სადაც დღეს ის ძაღლი დადის. ყოველი ასვლისას ვხედავდი. გამიჩნდა სურვილი დავახლოვებოდი. დაშინებული იყო. სასაფლაოა, ბევრი ადამიანი დადის და ყველა ერთნაირად არ ექცევა.. აღდგომის დღეს ახლოს მივედი, დავუჯექი, ვესაუბრე. თითქოს ესმოდა ჩემი საუბარი, მისმენდა ჭკვიანი თვალებით. მესაფლავეებს ვეკითხებოდი ამ ძაღლის შესახებ. ზუსტი პასუხი ვერავისგან მოვისმინე, არავინ იცოდა ვისი იყო, საიდან მოვიდა. მერე ერთმა მნახველმა მითხრა, მგონი იმ ქალბატონის ძაღლია, სულ მაგ საფლავთან ვხედავო. ძაღლი რამდენიმეჯერ შევამჩნიე როგორ იწვა იმ საფლავზე. აი ასე გადავწყვიტე სურათის გადაღება. დაბეჯითებით ვერ მოგახსენებთ რომ იქ მართლაც მისი პატრონია დასაფლავებული, მაგრამ დიდი ალბათობით ასე უნდა იყოს. არ ვარ წინააღმდეგი, თუკი ეს ისტორია ამ ცივ სამყაროში ოდნავ სითბოს შემოიტანს და ადამიანებს ცხოვრების ადამიანური წვრილმანების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება.

- ხომ არ იცით, აკითხავს ვინმე ძაღლს? ვინ აჭმევს? რით არსებობს?
- არავინ არ პატრონობს. არადა ძალიან კარგი და კონტაქტური ძაღლია. უმეტესობა ეუხეშება, ეშინიათ, აგდებენ.. გუშინ მესაფლავეებს ვესაუბრე.. მიპასუხეს - აი ასე წევსო ამ საფლავზე და იქნებ წაიყვანოს ვინმემო.. იგულისხმა რომ ხელს უშლის მესაფლავეებს.. არ აჭმევენ ცხადია. ძაღლი იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის ეზოში შედის, სადაც კანტი-კუნტად შემომსვლელი ათასში ერთხელ გადაუგდებს ლუკმას.

- რომ თქვით კონტაქტურიაო, როგორ შემოდის კონტაქტში, რაზე რეაგირებს?
- მშვიდ საუბარზე არ გაგირბის, გაჩერდება და გიყურებს. მისი სახის პირდაპირ ვჯდები ხოლმე და ასე ვესაუბრები როცა მარტო ავდივარ. თავს აწევს და მიყურებს არა იმისთვის, რომ რაღაც სასუსნავი გადავუგდო, არამედ (ასეთი შეგრძნება მაქვს) იმისთვის რომ ვესაუბრო და მომისმინოს. 

კიდეც შეგეჩვიათ ალბათ...
- შეჩვევაზე ვერაფერს მოგახსენებთ.. კვირაში ერთხელ ავდივარ. ამ ხნის განმავლობაში ისევ სასტიკ რეალობაში უწევს ყოფნა და ბუნებრივია უნდობლობა და შიში მაინც აქვს.

და თუ შეიჩვიეთ - წაიყვანთ სახლში? 
ალბათ ვერ წავიყვან.. უკვე გაზრდილი კნუტი მყავს, რომელიც ვერაფრით ეგუება ძაღლებს. მას კი ნამდვილად ვერ შეველევი. თუმცა დრო გვიჩვენებს, გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით ვურთიერთობთ მე და ეს ძაღლი და ძალიან აზრიან არსებად მიმაჩნია.

- ეხლა რამე სახელს ეძახით? 
თავიდან ვეძახდი ცუგას. თავიდან საერთოდ არ რეაგირებდა. ახლა უფრო რეაგირებს. ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან. ადრე მყავდა ძაღლი "ბარსა". ცოტაც და ლამის მათემატიკურ ამოცანებს ამოხსნიდა. ვერ ვხვდები, რატომ უყურებენ ადამიანები ძაღლებს, როგორც უბრალოდ ცხოველებს.. ბევრი ძაღლი ბევრ ადამიანს სჯობს…


ადამიანი, რომელიც ასეთი ერთგული არსების ტკივილს და მომავალს შეიგრძნობს, გაუქარვებს დარდს და მას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს - ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც ეს ძაღლი, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე თავის პატრონს ერთგულად ელოდება. ის კონტაქტურია, მოსიყვარულე და საოცრად ერთგული, იმსახურებს ბედნიერებას და ისეთ პატრონს, რომელიც მას უპატრონობას დაავიწყებს. 

ხანდახან მხოლოდ გულისტკივილის გამოთქმა არ არის საკმარისი, მითუმეტეს, როდესაც ადამიანებს შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პატარას გადაიტანოს ტკივილი და დაიწყოს ახალი ბედნიერი ცხოვრება - ჩვენთან ერთად ჩვენს სახლში. ეს უერთგულესი არსება ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს იმ პატრონთან ერთად, რომელიც ასევე უერთგულებს და ძალიან ეყვარება.

ამ ისტორიას ჯერ არ აქვს დასასრული - მისი კეთილად დასრულება კი ყოველ ჩვენგანს შეუძლია! - თბილისელი "ჰაჩიკო" ახალ მოსიყვარულე პატრონს და თბილ სახლს ელოდება!

წყაროhttp://presa.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1819 | დაამატა: gio90 | ტეგები: ././''/ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика