თბილისის ზოოპარკი მდინარე ვერემ გაანადგურა, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს კი თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს სასაფლაოზე 2 ლომი შენიშნეს, ვაკეში სასტუმრო საქართველოსთან კი ვეფხვი აღმოაჩინეს. მტაცებელი ცხოველების დასაძინებლად ან ლიკვიდაციისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული საქმეში ჩართულია ავიაციაც, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
კიდევ ერთი ვეფხვი და ლომი, ამჟამად ლიკვიდირებულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ მათ ცხოველების დამორჩილება ვერ შეძლეს.
გმირთა მოედანზე ნაპოვნი ბეჰემოტი კი ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს.