მთავარი » 2015»სექტემბერი»30 » სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაწეული საქმიანობის შესახებ 8 თვის ანგარიში წარადგინა
10:32:42
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაწეული საქმიანობის შესახებ 8 თვის ანგარიში წარადგინა
2015 წლის 25 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელობამ სტუმრებს წარუდგინა 8 თვის ანგარიში, სტატისტიკური მონაცემები, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებისაკენ მიმართული ქმედითი ღონისძიებები, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი, თბილისში მიუსაფარი ძაღლების დათვლის პროგრამა, თავშესაფარში დასრულებული სარემონტო სამუშაოები და მისი შემდგომი გაფართოების საკითხი, ადამიანის და ცხოველების ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები, შინაური ცხოველების ( ძაღლი, კატა ) პოპულაციის მართვა-კონტროლის მექანიზმები და ა.შ. შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნული მოსაზრებები და რეკომენდაციები , პრაქტიკაში შემდგომში მათი ეფექტურად რეალიზაციისათვის გათვალისწინებული იქნება. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!