დღეს, 19.00 საათზე ცნობილი შვედი მკვლევარი, ფოტოგრაფი, მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ერნსტ ნილსონი გარემოსდაცვით საკითხებზე საჯარო ლექციას გამართავს.
იოჰანი ისაუბრებს კლიმატის ცვლილებებსა და კვლევა-ძიების მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის კუთხით.
25 წლის განმავლობაში იგი 40 ექსპედიციაშია ნამყოფი 140-ზე მეტ ქვეყანაში. თავგადასავლების სიყვარულმა იოჰანი ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ პოლუსზე, ჯუნგლებში, უდაბნოებსა და ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე მოახვედრა. 2015 წელს, პირველი იყო, ვინც ფეხით გადაიარა სერენგეტის ეროვნული პარკი და გახდა გინესის რეკორდსმენი. პროექტი მიმართული იყო ბრაკონიერობისა და ველური ბუნების განადგურების წინააღმდეგ, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დასაცავად.
„კვლევა-ძიება არა მხოლოდ გეოგრაფიული მოგზაურობა, არამედ საკუთარი შინაგანი პოტენციალის სრული აღმოჩენაა. პლანეტის შესწავლით, ჩვენ ვამაღლებთ ცნობიერებას და ხელს ვუწყობთ დანარჩენი მსოფლიოს განათლებას“, - ამბობს იოჰანი, რომელსაც გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მსოფლიო მასშტაბით.
ლექცია ჩატარდება ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია