ყირიმ-კონგოს დაავადების ფაქტი გამოვლინდა ხაშურის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ აძვში უკვე ორი ადამიანი დაავადდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანა. აძვის მოსახლეობა დახმარებას და სპეციალისტების მხრიდან სოფლის საძოვრების შეწამლვას ითხოვს. ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან.დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.
შარშანაც იყო და წელსაცაა. მაგრამ სურათზე ნაჩვენები ტკიპა ჩვეულებრივი ტკიპაა. გუშინ წინ ნადირობისას მეც ამაცოცდა ტანზე და ჩემ ოთხფეხასაც. ზემითხსენებული ტკიპა მოყვითალო ფერისაა და ის მართლა საშიშია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!