მოხალისე - საამაყო "პროფესია" და სულ სხვანაიარი საქართველო
15-06-2015
დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საყვარელ თბილისში, მაგრამ არ ვაპირებ მის შემზარავ დეტალებზე მოგიყვეთ, მინდა, სულ სხვა თემაზე დავწერო. ბოლო წლებია, თავგამოდებით ვუმტკიცებთ ერთმენთს, რომ ქართველებს ერთიანობა არ შეგვიძლია, არადა, თურმე შეგვძლებია... თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვდასახვა პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, საერთო საქმის კეთება და ერთმანეთის მხარში ამოდგომა. გუშინ ეს მოხდა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამისთვის ამხელა ტრაგედია გახდა საჭირო...
კარგი იყო ისიც, რომ პროფესიონალ და მოხალისე მაშველთა გვერდიგვერდ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიციდგნენ, ხოლო მათ გვერდს ლამის პოლიტიკური მტრები უმშვენებდნენ, თუმცა ამ ამბავში მთავარი მაინც ის გოგო-ბიჭები არიან, ვინც ხვალ უნდა აიღოს ქვეყნის მართვა ხელში. თუ მათ მიერ გამოვლენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მგონი, ბოლოს და ბოლოს გვეღირსება ღირსეული, დემოკრატიული სახელმწიფო...
გუშინ, პირველად ვიგრძენი რამხელა ძალა გვქონია ახალგაზრდებს. სტიქიის დამორჩილებაც კი შეგვიძლია თურმე, მთავარია მოვინდომთ.
ამ ბლოგში ბევრი "გუშინ" იქნება, რადგან გუშინდელი დღე ახალი ქართული საზოგადოების დაბადების დღედაც შეიძლება ჩავთვალოთ. იმედია, გუშინ საბოლოოდ მივაყარეთ მიწა საბჭოურ მენტალიტეტს, როდესაც "სხვისი ჭირი ღობის ჩხირი" იყო და ყველა გავერთიანდით.
გუშინ ძალიან ბევრნი ვიყავით, ყველას მხოლოდ ერთი სურვილი გვქონდა - ერთმანეთის გვერდში დგომა, კი გუშინაც იყვნენ ისთები, ვინც ღლაბუცობდნენ, მაგრამ ეს არაფერია. ჩვენი გუშინდელი ერთიანობა გადამდები გახდება, ეპიდემიად იქცევა - დარდად მტრისთვის და სიხარულად მოყვრისთვის...
გუშინ ამაყი ვიყავი, რომ მერქვა მოხალისე. არა, ჩემი თავით არ ვყოფილვარ ამაყი, უფრო იმ თანატოლი ბიჭებით, ვინც მეგონა, რომ მხოლოდ "ბირჟაზე" დგომისთვის იყო გაჩენილი, იმ გოგონებით, ვინც, მეგონა, რომ მხოლოდ "სელფის" გადასღებად შექმნა ბუნებამ. მინდა ამ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო ჩემი ადრინდელი ფიქრების გამო.
გუშინ უკმაყოფილოც ბევრი იყო, მეტიც, იქვე მოტრიალე საქართველოს პრეზიდნტს გაუზიარეს კიდეც საკუთარი უკმაყოფილების მიზეზი - საკმარისი ნიჩბები არ გვაქვსო...
ყველა გმირს გარემოება ქმნის, გმირად არავინ იბადება. ამ ტარგედიამაც გამოავლინა ჩვენს შორის გმირები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები გადაარჩინეს, თუმცა გმირობის ტოლფასია ისიც, როდესაც ქვეყნის საწუხარს საკუთარივით განიცდი და მზად ხარ შენი წილი პასუხისმგებლობა იტვირთო სიყვარულისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის...
სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის გუშინ ახალი საქართველო დაიბადა, სწორედ ისეთი საქართველო, რომელზეც ჩვენ ყველანი დიდი ხანია ვოცნებობთ.
10:41 / 16-06-2015
"მთელი ღამე იდგა ადამიანი და მოხალისეებს ჰამბურგერებს უმზადებდა"
რეპერი "მასტერი" "ფეისბუქზე" ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მოხალისეებისთვის ჰამბურგერებს ამზადებდა.
"ის რუსეთიდან არის ჩამოსული მეუღლესთან ერთად! არ არის ქართველი! ძალიან მაგარი ადამიანები არიან!!!"
"ასეთი თვალები აქვს სიკეთეს...."
"მამა ყავს ქართველი. რუსეთში გაზრდილი დაბადებულია. მეუღლეც რუსი ყავს"
"ქედს ვიხრი ასეთი ადამიანების წინაშე...." - წერდნენ ადამიანები კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სტიქიის ადგილზე უამრავი ახალგაზრდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან მივიდა. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა ნიჩბებით უზრუნველყვეს. მოხალისეების მეორე ნაწილი დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს საკვებით უმასპინძლდება. ზოოპარკში გადაადგილდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც თან აქვთ პური, ყველი, სასმელი წყალი, ძეხვი, ნამცხვრები და სხვადასხვა ტიპის საკვები. ისინი მსურველებს საკვებს სთავაზობენ.
უცხოელი ტურისტები, რომლებიც მძიმე წუთებში თბილისს ეხმარებოდნენ - გვახსოვდეს!
გუშინ, 12:12
|
14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ სტიქიისგან დაზარალებული ქალაქის გასაწმენდად ათასობით მოხალისე გამოვიდა. თუ ამგვარი საქციელი ქართველების მოვალეობა იყო, ამას ვერ ვიტყვით უცხოეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულნი და, დასვენებისა და გართობის მაგივრად თბილისელების გვერდით დგომა და ქალაქის შლამისგან დასუფთავებაში თავიანთი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს.
მათი ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა და ჩვენც გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ეს ფერადკანიანია, რომელიც ქართველების გვერდიგვერდ მუშაობს ქალაქის დასუფთავებისთვის.
ქვემოთ მოტანილ ფოტოებზე წარმოდგენილი რუსი და უკრაინელი ბიჭები თბილისში ჟიტომირიდან ჩავიდნენ, შესაბამისი წარწერებით მაისურზე, თუმცა, სამართალდამცველებს ეჭვი მაინც "აღუძრეს":
"ეს რუსი და უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ეზოში შემოვიდნენ წეღან. ჟიტომირიდან ჩამოვედით რომ ვნახეთ რაც მოხდაო. დახმარება გვინდა და სადაც ყველაზე საჭიროა მოგვეცით "ლაფატკები" იქ გაგვიშვითო და ამ დროს ჩრდილში უსაქმოდ მჯდარი პოლიციელი დაეტაკა, საბუთები წარმოგვიდგინეო..." - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
ესენი კი ჰოლანდიელები არიან, რომელთა შესახებ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხარებელი შემდეგს წერს:
Nathaniel Eriashvili: "რამოდენიმე დღის წინ მეტროში, მატარებლის ვაგონში სამი ჰოლანდიელი ბიჭი შემოვიდა, სპეციფიკური გარეგნობის გამო დამამახსოვრდნენ და ისიც კარგად დამამახსოვრდა როგორ დაუწყეს უშვერი სიტყვებით მოხსენიება ჩემს გვერდით მჯდომმა ორმა ძაღლიშვილმა მათ საყურის გამო და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება როგორ ვნახე ის ჰოლანდიელები ნიჩბებით ხელში ჩვენებთან ერთად... თხოვნა იქნება გააზიაროთ."
როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, ორი საათის განმავლობაში მათ საერთოდ არ შეუსვენიათ, ხოლო როცა წყალი მიაწოდა, უპასუხეს: "ჯერ ადრეა"...
|
წყარო: http://kvirispalitra.ge
|