თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის "ფეისბუქის" გვერდზე დღის განმავლობაში უამრავი ემოციური პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ვერეს ადიდების შედეგად მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება:
,,ლედი'' 12 წლის ქართული ნაგაზია, პატრონმა სიბერის გამო ჩააბარა ჩვენთან...
იმ ღამით როცა თავშესაფარს სტიქია უტევდა, ,,ლედიმ'' ახალგაზრდობა გაიხსენა, თითქოს უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ოთხი ბინადარი გადაარჩინა...
ახლა კი მე–6 ზონის ცენტრში ზის და უკვირს, როგორ იპოვა ამ ყველაფრისთვის ძალა...
გავაგებინოთ მის პატრონს, ,,ლედის'' გმირობის ამბავა!!!
გააზიარეთ, გთხოვთ!!!".
ასევე გამოქვეყნებულია პოსტი "ჯინას" შესახებ, რომელიც ტრაგედიას ემხვერპლა.
"60–ზე მეტი ძაღლი წაგვართვა მოდიდებულმა მდინარემ, მათ შორის ,,ჯინა''...
,,ჯინა'' როტვეილერისა და გერმანული ნაგაზის ნაჯვარია, რომელიც 2 კვირის წინ ჩაგვანარეს.
პატრონმა, გაიგო თუ არა თავშესაფარში დატრიალებული ტრაგედია, მაშინვე დაგვიკავშირდა...
,,ჯინას'' დაკარგვის ამბავმა ძალიან შეაწუხა... ტიროდა პატრონი და თავს იდანაშაულებდა მის სიკვდილში...
გუშინ, აბულაძის ქუჩაზე იპოვეს დასვრილი ძაღლი...,,ჯინა'' აღმოჩნდა...
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ძაღლი თავშესაფრის მე–3 ზონაში ელოდება პატრონს.
გავაგებინოთ ეს სასიხარულო ამბავი მას!
გააზიარეთ, გთხოვთ!!!".