საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველი, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვთ შემდეგი შეღავათი:
ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის პატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.
ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობებია - შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის პატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის პატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება;
ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ახლო მომავალში სოციალურად დაუცველებს შეღავათებს გაუზრდის.
სპეციალურად zooclub.ge-სთვის მოამზადა ანი ქარჩავამ.