ამ უამრავი ჯილდოს მფლობელი მწარმოებლის ბრენდები აკანა და ორიჯენი ექსკლუზიურად ზოომაღაზიების ქსელ “ზოომარტში“ იქნება წარმოდგენილი.
აკანა და ორიჯენი თავისი შემადგენლობით სუპერ პრემიუმ კლასზე ბევრად მაღალი
ფრინველსა და საქონელს, რომელთა ხორციც საკვებშია გამოყენებული, ალბერტას შტატის ღია ფერმებში ზრდიან. თევზს კი ადგილობრივ მდინარეებში ცოცხლად იჭერენ და იმავე დღეს, გაყინვის გარეშე, იყენებენ წარმოებაში.
ზოომარტის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის თქმით, Champion Petfoods-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის სამ წელს გრძელდებოდა. აკანასა და ორიჯენის გაყიდვების დაწყება თავისუფლად შეგვიძლია ქართულ ზოოინდუსტრიაში მიმდინარე წლის მთავარ მოვლენად ჩავთვალოთ.