თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმებას ექვემდებარებიან.
"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა - ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე "ბირკა".
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოვლეთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.
"ტატუ, ჩიპი ან საჭდე-იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან არჩევანის გაკეთება მეპატრონემ თავად უნდა გააკეთოს, განსხვავებულია მათი ღირებულებაც. იდენტიფიცირება ღირს როგორც 10 ლარი, ასევე 40 ლარი და მომხმარებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველის იდენტიფიცირება",-აცხადაბენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით,იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტარიცო მოწმობას რაც უფასოა, რომლის დროსაც ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში.
"იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო რომ მოხდეს გადამოწმება ცოცხალია თუ არა ცხოველი და აშ. გამნეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა"- აცხადაბენ სააგენტოში.
ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.
"ინტერპრესნიუსი"