ზურაბ გურიელიძე ადგილზე იმყოფებოდა და ინფორმაციას პირადად გაეცნო.
სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ გამორიყული ცხოველი სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ზოლებიანი აფთარი არ აღმოჩნდა. როგორც "ნიუპოსტს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ცხოველი რომელიც მდინარემ გამორიყა დიდი ზომის ძაღლია.
"ცხოველი რომელიც მტკვარმა გამორიყა ზოლებიანი აფთარი არ არის, ეს საკმაოდ დიდი ზომის ძაღლია",-განაცხადა გურიელიძემ
ზურაბ გურიელიძე ადგილზე იმყოფებოდა და ინფორმაციას პირადად გაეცნო.
ამ დროისთვის თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულ ორ მტაცებელს ეძებენ - ვეფხვს და ზოლებიან აფთარს.