ვერ ვიტყოდი, რომ მგლები – ცხოველთა შორის საუკეთესო არჩევანია, როგორც შინაური ცხოველი, თუმცა პოლ პონდელასა (Paul Pondella) და კოლეტ დუვალისათვის (Colette Duvall) მგლები გახდნენ მათი ოჯახის ძალიან ახლო წევრები.
პროფესორმა ფილიპ პარკერმა გამოიგონა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავისით წერს წიგნებს.
ფილიპ მ. პარკერი, მარკეტინგის პროფესორი "INSEAD”-ის ბიზნეს სკოლაში, 10 წელზე მეტია მუშაობს ამ პროექტზე. მან საბოლოოდ მაინც შეძლო კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელსაც შეუძლია შენს მიერ მითითებულ საგანზე დაწეროს წიგნი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მისმა შემუშავებულმა ალგორითმა უკვე ასიათასობით წიგნი "გამოიგონა”. Amazon-ზე უკვე 100,000-ზე მეტი წიგნი დევს გასაყიდად, რომელიც პარკერს ეკუთვნის და 700,000-ზე მეტი წიგნი, რომელიც კომპანიას(Icon Group International) ეკუთვნის, სადაც პარკერი მუშაობს.
პარკერს ვერ დავარქმევთ "გამომგონებელს”, იგი უფრო "შემგროვებელია”.
ადამიანი დღე-ღამეში 16 კგ ჰაერს ჩაისუნთქავს, რაც მოხმარებულ საკვებზე ხუთჯერ მეტია. საკვების ხარისხს ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ჰაერის ხარისხი კი ნაკლებად გვაღელვებს. არადა ჟანგბადთან ერთად ხომ დაბინძურებული ჰაერის მავნე მინარევებსაც ჩავისუნთქავთ!...
ყოველწლიურად დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძველ და დიდ პარკში, საუკუნეების წინ დარგულ ხეებზე მიმდინარეობს კრეჭა, ხეების ფორმის შესწორება. ეს პროცედურა უბრალოა და ცოტაოდენ დროს მოითხოვს.
ამ ახალგაზრდა, ნიჭიერმა ჭაბუკმა შეძლო თავისი საკუთარი ხელებით შეექმნა „ელვა". ელვა- ელექტროსტატიკური მუხტის ნაპერწკლოვანი განმუხტვაა, რომელიც ელვის ღრუბლებში წარმოიქმნება და თან ახლავს მკვეთრი ნათება;
1977 წელს შვედეთში მეიარაღე ოსტატის ვიგო ოლსონის მიერ დაარსებული კომპანია VO Vapen მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანადირო თოფების წარმოებითაა ცნობილი. მისი პროდუქციის ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარიდან იწყება. ძვირადღირებულ და მაღალი ოსტატობით შესრულებულ თოფებს მხოლოდ ხელით აწყობენ. პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი მზადდება.
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები.
"ბანანების გროვიდან ჩამოცვივდნენ ობობები და იატაკზე მიმოიფანტნენ, ხელზე კი შევნიშნე 3 მმ-ის ზომის ნაკბენი” – გვიყვება ქალბატონი, რომელმაც ობობები პირველად შენიშნა.
წარმოგიდგენთ მსოფლიოსი ულამაზესი ჩიტების სურათების კრებულს. მართალია მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა სახეობის ჩიტია და ყველა თავისებურად ლამაზია, მაგრამ როგორც ყველგან დ ა ყველაფერში ესეც შედარებითია და ამ პოსტში შეკრებილია ულამაზესი ჩიტები.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, ბუნების, გარემოსა და ცხოველების გადასარჩენად იბრძვის.
ამერიკის ნაციონალურ პარკში «სეკვოია» შესაძლებელია ნახოთ ბუნების ნამდვილი საოცრებები – გიგნტური სეკვოია დაახლოებით 1500 მეტრ კუბისა. ეს ყველაზე ძველი ცოცხალი არსებაა ჩვენს პლანეტაზე. ეს წოდება ხემ არა მისი სიმაღლის გამო, არამედ წლოვანების გამო მიიღო.
ზოგიერთი ზოოპარკი დღეს, თავისი პირდაპირი მოვალეობის გარდა, კონსერვაციის ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს და გადაშენების პირას მყოფი არსებების გადარჩენასა და ბუნებაში დაბრუნებაზე ზრუნავს. თქვენი აზრით, რა უნდა ქნას ზოოპარკმა, თუ დამთვალიერებელს ლომის ნახვა უფრო ურჩევნია, ვიდრე გადარჩენილი ბაყაყის, რომელიც ბუნებაში სულ 100 ცალიღა დარჩა?
„ღობეებში გაჩხერილ კოალებს ძაღლები გლეჯენ, გზებზე მანქანები ჭყლეტენ ან კვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ სახლის პატრონმა ეზოში ევკალიპტები გაჩეხა", - ამბობს კოალების დამცველი. ქვეყანაში, რომლის სახესაც ეს ფაფუკი და ყველასთვის საყვარელი ცხოველი წარმოადგენს, კოალების ადგილი თითქმის აღარ დარჩა. მზარდი ურბანიზაცია მათ გადაშენებას უქადის. როგორ? ამაზე პასუხს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მიიღებთ.
მფრინავი თევზის ნახვა ოკეანეების თბილ წყლებშია შესაძლებელი მსოფლიოს მრავალ ადგილას, განსაკუთრებით ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეებში. ტორპედოს ფორმის სწორი სხეული ეხმარება თევზს, განავითაროს საკმარისი სიჩქარე, რათა გაარღვიოს წყლის ზედაპირი, ხოლო დიდი, ფრთების მსგავსი მკერდის ფარფლების მეშვეობით ჰაერში განავარდებას ახერხებს.
კუები ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი და უძველესი რეპტილიები არიან, რომლებიც დედამიწაზე 220 მილიონ წელზე მეტია ცხოვრობენ. ეს არსებები ბინადრობენ, როგორც ხმელეთზე ისე წყალში და ისინი დაახლოებით 300 სახეობისგან შედგებიან. ჩვენ ამ სტატიაში გაგაცნობთ კუების ყველაზე საოცარ სახეობებს.
ამერიკელი მსახიობის ნატალი კეი "Tippi” ჰედრენის (Nathalie Kay "Tippi” Hedren ) სახლში ცხოვრობს ნამდვილი ლომი. ის აგრეთვე მთელი ძალისხმევით ჩართულია ცხოველების გადარჩენით შამბალას ნაკრძალში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 80 ჰექტარს (320 000 მ 2) და ეს პროექტი მსახიობმა დააფუძნა 1983 წელს.
ფოტოშოპის” განვითარებასთან ერთად თანდათან ძნელი ხდება გაარჩიო, ინტერნეტში განთავსებული სურათი ნამდვილია თუ გაყალბებული. ყოველ წელს ასობით ფოტო ხდება პოპულარული და უმეტეს შემთხვევაში უტყუარობასთან დაკავშირებით ეჭვები ჩნდება. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები სავსებით რეალურია, თუმცა ვებ-სივრცეში განთავსებისას მათ წარმომავლობაზე დისკუსიები გაიმართა. ეს სურათები გამოხატავენ რეალურ მოვლენებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს არასწორი აღწერა მისცეს.
პატარა გოგონა, თავისივე სახლის სასტუმრო ოთახიდან, გაძვრა გისოსებში, იმისათვის, რომ ენახა მოდიოდნენ უ არა მშობლები სახლში, მაგრამ გოგონას გისოსები თავი გაეჭედა 70 მეტრის სიმაღლეზე.
რამდენიმე წლის შემდეგ დედამიწაზე კვლავ გამოჩნდებიან მამონტები. ისტორიამდელი ცხოველების აღორძინება შესაძლებელი გახდება კლონირების ტექნოლოგიის განვითარების შედეგად.
2011 წელს იაპონელმა სწავლულმა, დოქტორმა ტერუხიკო ვაკაიამამ, რომელმაც ბიოლოგიის განვითარების ცენტრ „რაკენში" შეძლო თაგვის კლონირება, 16 წლის განმავლობაში გაყინული თაგვის უჯრედები გამოიყენა.
ეს გასაოცარი ფოტოები გადაღებულია 39 წლის ფოტოგრაფის - ჯასტინ ბლეკის მიერ კუიაბას მდინარეზე, ბრაზილიაში. შვიდი წლის იაგუარი, რომელიც პრაქტიკულად ცალი თვალით ბრმაა - მიეპარა უკნიდან კაიმანს, სწვდა მას ყელში და ჩააგდო წყალში, როგორც ნაჭერი. ამ ყველაფრის მიზეზი კი როგორც ჩანს - ტერიტორიის დაცვა იყო.
ამერიკულმა კომპანია Terrafugia–მმფრინავი ავტომობილის შექმნას შეუდგა, რომელიც ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარით იქნება აღჭურვილი და მას ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემაც ექნება.
32-წლის ობოლ სპილოს -ბაბლზი (Bubbles) და 3 წლის ლობრადორს სახელად ბელა (Bella), რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინის „Myrtle Beach Safari"-ის ნაკრძალში, უყვართ დროის ერთად გატარება, თამაშობენ ბურთს წყალში ან ისვენებენ მინდორში, ბალახზე.
გამარჯობათ. რომელიმეს თუ გიფიქრიათ რაიმე უნიკალურის გაკეთება, რომელიც სახელსა და დიდებას მოგიტანთ ? რაოდენ მრავალფეროვანია ადამაინი, მიკროსკოპული სიღრმეებისკენ და ტელესკოპური სიმაღლეებისკენ მიიწევს მისი გონება.
დედამიწის საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ატყდება თავს. არცთუ იშვიათად გახმაურებული ჭორი თუ სიმართლე მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიანთა ცნობიერებაში, ვითარდება და ახალ-ახალი წვრილმანებით ივსება. ზოგჯერ ტრანსფორმაციის ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჭორები და სკანდალები გაცილებით იოლად გვამახსოვრდება და სწორედ ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მათ ანიჭებს უპირატესობას მოსაწყენ ციფრებსა და მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებთან შედარებით.
ალაბამას ტყეში უზარმაზარი გარეული ღორი 11 წლის ბიჭუნამ, ჯეიმისონ სტოუნმა მოკლა. 2.84 მ სიგრძის მონსტრი 477 კგ-ს იწონიდა. მონადირეების თქმით, მანამდე მსგავსი არაფერი უნახავთ და ეს ღორი გაცილებით დიდია 2004 წელს სამხრეთ ჯორჯიაში მოკლულ გოლიათ ტახზე, რომელსაც "გოძილა" უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვმა უზარმაზარ ცხოველს "სმითი და ვენსონი-500" რევოლვერის 8 ტყვია ესროლა. ღორი სიკვდილს 3 საათს ებრძოდა.
1. ტეხასის ერთერთ სახელმწიფო სკოლაში 12 წლის გოგონა სახელად სარა ბასტამანტესი დაპატიმრებული იქნა იმის გამო, რომ შეისხა სუნამო.
2. 13 წლის მოსწავლე ალბუკერკეს სკოლაში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ამასწინად პოლიციამ დააპატიმრა, კლასში დაბოყინების გამო.
3. კიდევ ერთი მოსწავლე, ისევ ალბუკერკეში იძულებული იქნა გაეხადა ქვედა საცვლამდე უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იმის გამო, რომ მას ჯიბეში უპოვეს 200 დოლარი. მოსწავლე ადრე არასოდეს არ ყოფილა შემჩნეული რაიმე დარღვევაში.
ვერნერ სიმენსზე, მომავალში კორპორაცია "სიმენსის" დამაარსებელზე, ბავშვობაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისი მასწავლებლის მონათხრობმა გერმანელი ვაჭრებისა და ბანკირების - ფუგერების უმსხვილესი სავაჭრო სახლის გაფურჩქვნის შესახებ XVI-XVII საუკუნეებში. ფუგერები მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთაც საქმიანობდნენ. ოცნების ასაკიდან გამოსული სიმენსი "ფუგერის სავაჭრო სახლის მსგავსი გაერთიანების" შექმნაზე წერდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა მისი გარდაცვალების შემდეგ ეწერა.
ინჟინერი, გამომგონებელი, სწავლული, მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ვერნერ სიმენსი 1816 წლის 13 დეკემბერს დაიბადა ჰანოვერთან ახლოს, ქალაქ ლენთეში. ის მეოთხე ბავშვი იყო ქრისტიანი ფერმერის 14-შვილიან ოჯახში. 1834 წელს წარმატებით დაამთავრა ლიუბეკის გიმნაზია.
სატაცურის მიღება მნიშვნელოვნად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ შეიცავს ცხიმებს და ქოლესტერინს. სამაგიეროდ, შეიცავს უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს. რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავისა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე. სატაცურს იყენებენ პროსტატის საწინააღმდეგოდ, რადგან მისი მოქმედება დადებითად აისახება შარდმდენი სისტემის ფუნქციონირებას. ის აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელ ორგანიზმში, არეგულირებს წნევას.
მწყრის ხორცი შეიცავს 21–22% ცილას, 2,5–4,0 % ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყრის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს. იგიშეიცავს ბევრ ვიტამინს – A, B1, B2 მიკროელემენტებს (რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი), ანუ უფრო მეტს, ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყრის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები (ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი, ტიროზინი). ტიროზინი, როგორც ცნობილია ხელს უწყობს პიგმენტების წარმოქმნას, ამიტომ კანს ჯანსაღ შეფერილობას აძლევს. ნახშირწყლების შემცვლელი ცილა ოეომუკოიდი, რომელსაც შეიცავს მწყრის ხორცი, ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების შემცირებას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!