ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 23 » სატაცური ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს შეიცავს    

12:09:03
სატაცური ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს შეიცავს

ჯერ იყო ბროკოლი, ახლა კი სატაცურის ბუმს გვპირდება ერთი ჩვენი ძველი რესპონდენტი, აგრონომი და ბიოფერმერი აკაკი ღლონტი,რომლის აქტიური და ნოვატორული საქმიანობა გურიაში და საქართველოშიც კარგადაა ცნობილი.

სატაცურის შესახებ ბატონმა აკაკიმ ბევრი რამ გვიამბო. სატაცურის (ლათინურად _ ასპარაგუს) სამშობლო ეგვიპტეა და მას ხშირად სამეფო მცენარესაც უწოდებენ. ძირითადად, გვხვდება სამი სახის: თეთრი, მწვანე და იასამნისფერი. მას კამის მსგავსი რბილ წიწვები აქვს და არა ერთ ოჯახს მხოლოდ დეკორატიულ სამშვენისად აქვს შინ. სინამდვილეში კი ეს არის უნიკალური ბოსტნეული კულტურა, რომელიც ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს, კალიუმსა და ასპარაგანის მჟავას შეიცავს. ასევე, მის შემადგენლობაშია სელენიუმი, რომელიც სხვა ბოსტნეულ კულტურებში იშვიათად გვხვდება.

სელენიუმის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების უნარი, დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ უშუალოდ სატაცურში კიბოს საწინააღმდეგო უნარი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან სელენიუმის გარდა, სატაცური შეიცავს ვიტამინ ჩ-ს და კაროტინს.

სატაცურის მიღება მნიშვნელოვნად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ შეიცავს ცხიმებს და ქოლესტერინს. სამაგიეროდ, შეიცავს უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს. რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავისა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე. სატაცურს იყენებენ პროსტატის საწინააღმდეგოდ, რადგან მისი მოქმედება დადებითად აისახება შარდმდენი სისტემის ფუნქციონირებას. ის აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელ ორგანიზმში, არეგულირებს წნევას.

სატაცური გამოიყენება ჭარბ წონასთან საბრძოლველად, რადგან ის დაბალ კალორიულია (100 გრამი სატაცური შეიცავს 88 კილოკალორიას) ამავე დროს, შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დიეტის დაცვის დროს წარმოქმნილი სტრესული მდგომარეობის დაძლევაში.

სატაცური მიეკუთვნება ბოსტნეულ კულტურათა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც არ აღენიშნებათ უკუჩვენებები.

სატაცურისგან მზადდება ბევრი გემრიელი კერძი, საიდანაც ყველაზე ფასეულია ნედლი სატაცურის სალათი, რადგან ის მოხარშვის შედეგად კარგავს ზოგ სასარგებლო თვისებას.

აკაკი ღლონტს, დიდი ხანია, რაც მწვანე ჯიშის სატაცური საკარმიდამო ნაკვეთში აქვს, როგორც ყვავილოვანი მცენარე. როცა მისი წარმომავლობა გაიგო, როგორც ბოსტნეული მცენარისა, გადაიტანა ძირითად ნაკვეთში და გაამრავლა. ის ფესვურის დაყოფით კარგად მრავლდება. ახლახან კი აღმოსავლეთ საქართველოდან გამოუგზავნეს თესლი და შარშანდელი ნათესებიდან უკვე მიღებული აქვს გადასაჩითილებელი თესლ-ნერგი. მისი რჩევით, თესლით გამრავლებაც კარგია. მცენარე იკეთებს კურკის მსგავს სათესლე პარკუჭს, რომელშიც რამდენიმე პაწია მარცვალია მოთავსებული. დათესვიდან 25 დღეში, პირველი უსუსური ამონაყარი მიიღება, რომელიც ზამთარში ხმება და გაზაფხულზე ამოიყრის. აი ეს ამონაყარი, რომელიც ზუსტად წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ამოდის და სამი-ოთხჯერ არის შესაძლებელი შეტეხვა, არაჩვეულებრივი ბოსტნეული კერძია. მისგან უგემრიელესი ფხალეული კეთდება. თბილისის სუპერმარკეტებში კი კილოგრამი 20-25 ლარამდე ღირს. მისი მომრავლება ერთ აუცილებელ საქმედ უნდა აქციონ ჩვენმა მეურნეებმა. მისი ჩვილი ყლორტები, როცა გადატეხვა შეიძლება, მაშინაა საკვებად ვარგისი. როცა გადაიზნიქება, უკვე გაუხეშებულია.

აკაკი ღლონტი აღნიშნავს იმასაც, რომ ინტერნეტში მოიპოვება ინფორმაცია ამ მცენარის შესახებ, თუმცა, ბევრი რამ არაზუსტად წერია: _ დასავლეთის პირობებს სხვა გამოცდილება სჭირდება. ეს მცენარე გაყოფილ სქესიანია და ორივე სქესი ყვავილობს. მდედრობითი გამოიყენება გასამრავლებლად. ფესვურით გამრავლების შემთხვევაში სასურველია, მისი დაყოფა ვეგეტაციის დაწყებამდე. პლანტაციები შენდება ძირთა შორის 50-70 სმ დაშორებით, მწკრივთა შორის, ერთიდან 1,5 მეტრამდე. გაზაფხულზე სამჯერ, ოთხჯერ გადაკრეფა შეიძლება. ზედმეტი შეტეხვითაც არ უნდა მოვახდინოთ ძირეული მცენარის დაკნინება, რომ ზედ დარჩეს ტოტები საასიმილაციოდ. გარდა საკვებისა, სატაცურის ზრდასრული ტოტები გამოიყენება მეყვავილეობაში ყვავილების მოსართავად, მისი დეკორატიულობიდან გამომდინარე.

გურიის პირობებში, სადაც ნალექი ჭარბობს, სასურველია, დაშორება მოვახდინოთ, გამოვიყვანოთ ტალავერქვეშ, რადგან ვენახის თუ კივის ვეგეტაციის დაწყებამდე, ეს მცენარე ასწრებს მოსავალს.

ევროპული და განვითარებული ქვეყნების რესტორნების მენიუში თუ სატაცურის კერძი არ მოიპოვება, ის დაბალი კატეგორიის რესტორნად მიიჩნევა, _ გვეუბნება ბატონი აკაკი და სახელდახელოდ დაკრეფილი სატაცურის შეკვრას გვატანს, წაიღეთ და გააკეთეთ, გემოს იგრძნობთო. მართლაც შესანიშნავი კერძი მივიღე, რომელიც გამზადებული ფორმით ძალიან წააგავს სოკოს. მისგან მჟავეც კარგი მზადდება. თუ სატაცურს ყველა ოჯახი დარგავს თავის საკარმიდამო ნაკვეთზე, ამ პერიოდში, ადრიან გაზაფხულზე, ექნება ვიტამინებით სავსე უგემრიელესი ფხალეულის მომზადების საშუალება.

აკაკი ღლონტთან საუბრის შემდეგ, ჩემს სამეზობლო-სამეგობროში "ექსკურსია" მოვაწყვე. არა ერთგან აღმოვაჩინე სატაცური, ზოგთან ქოთნებში, ზოგთან _ ღია ცის ქვეშ. თუმცა, არც ერთმა არ იცოდა მისი, როგორც ბოსტნეულის შესახებ. ამ მცენარე-ბოსტნეულით, ადრე გაზაფხულზე, ცერცვის შემოსვლამდე (პირადად მე, ცერცვი 6 აპრილს მოვკრიფე ჩემს საკარმიდამოში და უფრო ადრე ეს შეუძლებელია, მისი ვეგეტაციიდან გამომდინარე) თქვენ საშუალება გექნებათ, საოჯახო სუფრაზე სხვადასხვანაირად მომზადებული სატაცურის კერძი მიიტანოთ. სატაცური მიწიდან თავს მაშინ ამოჰყოფს, როცა ჯონჯოლი და სხვა ადრიანად მოყვავილე მცენარე გაფურჩქვნას იწყებს.




წყაროhttp://www.gurianews.com/2010-11-25-17-01-44/9867-2013-04-30-05-42-51.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 6054 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 AKO55   (28.05.2013 23:11:12) [მასალა]
გეთანხმებით ძალიან მაგარი რამეამარტლაც სატაცური მე თვითონ სპორცმენი ვარ და ძალიან დიდი რაოდენობით ვიღებ ამ მცენარეს სავსეა ვიტამინებით

0   Spam
1 longi   (26.05.2013 23:06:04) [მასალა]
166 166 166 ძალიან მაგარი რამეა სატაცური მე ყოველ გაზაფხულით დავდივარ და ვკრიფავ სატაცურს, მაგრამ ასეთი ვიტამინებით გაჯერებული თუ იყო არვიცოდი ეხლა უფრო შემიყვარდა 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 1
    მონადირე: 1
    IRAKLIG

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика