ვერ ვიტყოდი, რომ მგლები – ცხოველთა შორის საუკეთესო არჩევანია, როგორც შინაური ცხოველი, თუმცა პოლ პონდელასა (Paul Pondella) და კოლეტ დუვალისათვის (Colette Duvall) მგლები გახდნენ მათი ოჯახის ძალიან ახლო წევრები. წარმოუდგენელი მეგობრობა მტაცებლებსა და ცოლ-ქმარს შორის წარმოიშვა რამდენიმე წლის წინ, როდესაც პოლმა გადაარჩინა რუხი ალიასკური მდედრი მგელი სახელად „ტენი" (Shadow) – ძაღლთან შეჯვარებული და შეიფარა თავის სახლში. ნახეთ ვიდეოები:
დადგენილია, რომ მგელი — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი, მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისაა. მგელი სახელად „ტენი" (Shadow) საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს… შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მგელ „ტენისთან" ერთად პოლი და კოლეტი ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდნენ გარკვეული დროის მანძილზე ლოს ანჟელესის (Los Angeles) გარეუბანში; სულ მალე წყვილი მიხვდა, თუ რა არაჩვეულებრივია ეს მტაცებელი ცხოველი და გადაწყვიტეს მიეღოთ თავიანთ ოჯახში კიდევ რამდენიმე. ასე რომ, მათ სახლში გაჩნდა ელი (Ellie) და ტაკოდა (Takoda), რომელთაც გაუჩნდათ ლეკვები.
ამ ფოტოებზე მგლები მხიარულები და საყვარლები არიან, მაგრამ პოლის თქმით, მათ დასჭირდათ რამდენიმე წელი, რომ შეეცვალათ ველური ბუნებისაგან გამოყოლილი მტაცებლური ქცევები. ამჟამად ცხოველები პოლ პონდელასა და კოლეტ დუვალის სახლში საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, ნებივრობენ დივანზე, პატრონების საწოლში ძვრებიან, ზოგადად, ყველაფერს აკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ შინაურმა ცხოველებმა ;)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!