ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 22 » "ჩემს შვილს ძაღლისთვის თავი არ მოუჭრია და სურათიც ვიღაცამ ჩუმად გადაიღო და გაავრცელა" (ექსკლუზივი)    

17:07:38
"ჩემს შვილს ძაღლისთვის თავი არ მოუჭრია და სურათიც ვიღაცამ ჩუმად გადაიღო და გაავრცელა" (ექსკლუზივი)
"ჩემს შვილს ძაღლისთვის თავი არ მოუჭრია და სურათიც ვიღაცამ ჩუმად გადაიღო და გაავრცელა" (ექსკლუზივი)
"ჩემს შვილს ძაღლისთვის თავი არ მოუჭრია და სურათიც ვიღაცამ ჩუმად გადაიღო და გაავრცელა" (ექსკლუზივი)
21-11-2013
11 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრებმა 20 წლის თამაზ ხუსკივაძემ მეზობლის ძაღლი, ბიბი, იარაღით მოკლა. გავრცელდა სურათი, სადაც ახალგაზრდას ძაღლის თავი უჭირავს. როგორც ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, თამაზმა სიამაყით გაავრცელა ეს ფოტო სოციალურ ქსელში. ამ ყოველივეს თამაზის მამა უარჰყოფს. მას საკუთარი ვერსია აქვს ამბავზე, რომელმაც საზოგადოებაში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.

ფრიდონ ხუსკივაძე:

- ჩვენთან რკინიგზაზე მოჰყვებიან ხოლმე ძაღლები მატარებლებს. ეგ ძაღლიც მატარებელს ჩამოჰყვა და სოფელში უპატრონოდ დაწანწალებდა. ლეილა კიკნაველიძის შვილებს წაუყვანიათ სახლში. ისინი არგვეთაში ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე. სწავლა როცა დაეწყოთ, თბილისში წავიდნენ, ძაღლმა კი ისევ გარე-გარე დაიწყო წანწალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ზუსტად ჩემი სახლის უკან აქვთ მათაც სახლი. ძაღლმა ბავშვების წასვლის მერე ღობის გაფუჭება დაიწყო. ყველაფერი გააფუჭა, მოსპო. ხალხსაც გამოედევნებოდა ხოლმე. ჩემს ბავშვსაც ორჯერ თუ სამჯერ გამოეკიდა. მივედი პატრონთან, ვუთხარი, რომ დაებათ, მაგრამ მიპასუხა, რა ვქნა, მე მაგას ვეღარ ვაკავებ, აღარ მემორჩილება და იქნებ, ვინმემ მოკლასო. რაც ბავშვები წავიდნენ, ვეღარ ვუვლი, ჯაჭვი ვუყიდე, მაგრამ ვერ დავაბიო. შარშან, თქვენც გემახსოვრებათ, რომ სოფელ არგვეთასთან ახლოს ცოფიანმა ძაღლმა 37 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლა...

- გულისხმობთ, რომ ამ ძაღლსაც ცოფი ჰქონდა?

- მე რა ვიცი, რა ჰქონდა. ეგ ძაღლი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არავინ გამოაგდებდა სახლიდან? აშკარად გამოაგდო ვიღაცამ, სანამ ესენი შეიფარებდნენ. 

- თქვენმა შვილმა ძაღლი მოკლა და შემდეგ თავი მოაჭრა?

ჩემს შვილს მისთვის თავი არ მოუჭრია. სანადიროდ მიდიოდა და ამ დროს გამოკიდებია, რკინიგზასთან. ამან მოგერიების მიზნით თოფი ესროლა, ძაღლი კი რკინიგზისკენ გაიქცა. ბავშვმა, არ ვიცი, როდის, როცა იქიდან გამოიარა, ნახა, რომ მატარებელს ჰქონდა გადავლილი, ტანი ყოფილა გადაგლეჯილი, თავი და ტანი ცალ-ცალკე ეგდო. 

- რახან ძაღლის მოკვლა უნდოდათ, მისმა პატრონებმა ხომ არ სთხოვეს თქვენს შვილს ეს? 


- არა, ეს ჩემს შვილთან კავშირში არ ყოფილა. 

- რატომ გადაიღო და გაავრცელა ფოტო ძაღლის თავით ხელში?

- ეს მას არ გაუკეთებია. ჩემი თაზო ბოროტი და ცხოველი არ არის, როგორც გამოიყვანეს. უნდოდა, რომ მკვდარი ძაღლი არხში ჩაეგდო, რომ არ აყროლებულიყო, ან რამეს არ დაეწყო მისი ჯიჯგვნა. იმ დროს, როცა თავი ეჭირა, ვიღაცამ სურათი ჩუმად გადაუღო. ვინ გააკეთა ეს, არ ვიცი. 

- როგორ მოხდა, რომ მატარებელმა ასე სუფთად განაცალკევა ტანი და თავი?

- მე იცი, რა მინახავს, თქვენი ჭირიმე? შევსწრებივარ, მატარებლიდან რომ ჩავარდა კაცი და ფეხი ისე გადაეჭრა, გეგონებოდა, ოპერაცია აქვს გაკეთებულიო. თქვენ თუ არ იცით და ნანახი არ გაქვთ, მე ეს ჩემი თვალით მაქვს დანახული. ცენტრალური გზაა, ორი მატარებელი იყო და ძაღლი ალბათ ვერც ერთი მიმართულებით ვერ წავიდა და ამ დროს მოხდა ეს. ჩემს შვილს ეს არ დაუნახავს, ვიმეორებ. ლიანდაგი ისე ჭრის, როგორც სამართებელით იჭრება რაიმე ნივთი. აი, ასეა საქმე. 

- მაინტერესებს, თქვენი აზრით, მაშინ რატომ ამბობს ლეილა კიკნაველიძე, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა?


- მაგას, როგორც ჩანს, ცრუ ინფორმაცია აქვს. დედამისს და მამამისს ხელწერილიც აქვთ დაწერილი, რომ ძაღლი ჩვენ აღარ გვემორჩილებოდა, უნდა მოგვეკლა და გადაგვეგდოო. ხელწერილი პოლიციაში დევს, მთელი დღე პროკურატურაში ვიყავით. 

- ჩვენ მოვიპოვეთ სურათი, სადაც თამაზი სავარაუდოდ, ამ ძაღლს, ბიბის ეხუტება...


- ეგ მეც მიკვირს. დამონტაჟებულია რაღაც, ვიღაცა მაიმუნობს. რაღაც სურათი მეც ვნახე, ძაღლთანაა ახლოს. ჩემი შვილი მას საერთოდ ვერ ეკარებოდა. საკუთარი, მონადირე ძაღლი სახლში მყავს და ჩემი შვილისთვის ეს პრობლემა არაა, მაგრამ ის მარტო თამაზს კი არა, მთელ სოფელს ერჩოდა. ყველა ამბობდა, რომ ღამით ვერსად გადიოდა, მეზობელთან ვერ გადადიოდნენ. პატრონი თუ მიყვებოდა, კიდევ ნაკლებად სახიფათო იყო და ჩერდებოდა. თუ არა და, დაწანწალებდა, ღობეებს ახტებოდა და დარბოდა, ეკიდებოდა ხალხს... მართლა აღარ გვინდა ამდენი ხმაური. თაზიც ისეთ დღეშია, ძალიან ნერვიულობს. პროკურატურაში ჰყავთ დაკითხვაზე. მე საწოლიდან ვერ ვდგები, ჩემი მეუღლეც საშინელ მდგომარეობაშია.


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2668 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: ძაღლი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 16
0   Spam
15 dato75   (23.11.2013 21:46:42) [მასალა]
მონადირე კაცმა ზაგლი არ უნდა მოკლას, თავის ნაჯახით მოჩრა კი მთლად სადიასტური საქციელია.სხვანაირად უნდა მოეგერიებინა.

0   Spam
16 24   (23.11.2013 22:08:03) [მასალა]
არ უნდა მოეკლა და ჩვენ საერთოდ ხომ არვიცით რა მოხდა ეს ხალხის ვარაუდია,და მთვრალი რომ არის ადამიანი მემგონი ვერ აკონტროლებს თავს რას აკეთებს და ვფიქრობ რომ ეს ადამიანი თავის საქციელს ინანიებს.

0   Spam
14 24   (23.11.2013 21:30:19) [მასალა]
არ ვამართლებ იმ ადამიანს,მაგრამ ადამიანს აქვს საცოდავის შეხედულება იმას თავისი გაჭირვებია,ჩემი აზრით ინანიებს თავის საქციელს და არის ერთი გულუბრყივილო ადამიანი.არამგონია ეგეთი რამ ჩაედინა რომ თავი მოეჭრა,თოფით კი შეიძლება რო დაეჭრა.

0   Spam
13 knecho31   (23.11.2013 18:56:45) [მასალა]
ეგეთს ის მარჯვენა უნდა მოაჩრა და ყველას უნდა აჩვენო რო მეორეთ ეგეთი რაგაც არ გამეორდეს და როგორც იმ დზაგლის ტავი უცჰირავს ეგრე უნდა დააჩერინო ის ხელი

0   Spam
11 WIWKAN@   (23.11.2013 17:23:54) [მასალა]
ჩემი აზრით მოკლა და მოაჭრა თავი,თავის მოჭრა და სურათის გადაღებაც ან მაგითი ამაყობა არარის ლამაზი საქციელი მაგრამ,ეგ ძაღლი თუ უპოატრონო იყო და ქათმებს ერეოდა და აფუჭEბდა სოფელში ყველაფერს და ეკიდებოდა ხალხს,ღAღლი რო გამომეკიდოს რამდენჯერმე და გაფრთხილების ემრე არ დააბან 9ან კარტეჩს გამოიწერს აუცილებლად ჩემგან.ამაში ესეთიგ ასახმაურებელი და გადასარევი არაფერია.სოფლელი ბიჭია და მითომ გაიმარიაჟა რო თAვი მოაჭრა,ეგ დიდი სისულელეა

0   Spam
8 cheisi   (23.11.2013 04:23:45) [მასალა]
ყველას თავისი სიმართლე აქვს, რას გაიგებ :|||

0   Spam
12 WIWKAN@   (23.11.2013 17:25:51) [მასალა]
სიმართლე ერთია

0   Spam
7 tatoxoni   (23.11.2013 00:55:55) [მასალა]
ბიჯო ორივე მხარის აზრი მოვისმინე მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა მთვრალ კაცს სანადიროდ რა უნდოდა არ მესმის ან პატრონი არ ყავდა რომ ერჩია ნასვამს იარაღი არ აეღო ხელში

0   Spam
6 dato1996   (23.11.2013 00:04:40) [მასალა]
069 069 069 069 069 069 069 069 069 069

-2   Spam
5 dimi   (22.11.2013 22:17:22) [მასალა]
ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია ძაღლს უმიზეზოდ ესროლოს არაადამიანად მიმაჩნია, პირადად მე რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს ძაღლს ვერ ვესვრი, იმედს ვიტოვებ რომ ამ კაცის მონაყოლი სიმართლეა, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, თუ არა და ძლიან ცუდი 25

0   Spam
4 maxo777   (22.11.2013 21:24:39) [მასალა]
არა მოძვრა თავისით.... ფუუ

0   Spam
3 bichi2009   (22.11.2013 21:12:25) [მასალა]
ალბათ ტავი მოიჭრა ხო გია? 069 069

0   Spam
2 gugalo   (22.11.2013 21:04:27) [მასალა]
23 23 23 25

+1   Spam
1 Admin   (22.11.2013 18:22:02) [მასალა]
მე მგონი ცოტა ხანში დარწმუნებას დაგვიწყებენ რომ ამ ძაღლმა თავი მოიკლა

+1   Spam
9 dudu-duda   (23.11.2013 13:02:49) [მასალა]
:DDDDDDDDDDDDDDDDD საღოლ გიოოოოოოოოოოოო :DDDD

0   Spam
10 giohunt1982   (23.11.2013 14:17:18) [მასალა]
069 069 უეჭველი!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика