ისა – ათი წლის სირიელი ბიჭია. იგი მამას ეხმარება ვაზნების აწყობაში სირიის თავისუფალი ჯარისთვის, რომელიც იბრძვის სახელმწიფო ჯარისკაცების წინააღმდეგ. ისა ყოველდღიურად 10 საათი მუშაობს, პარასკევის გარდა, რადგან პარასკევი მუსულმანებისთვის წმინდა დღეა. ისსას მამის სახელოსნო ქალაქ ალეპოს ბოლოშია. ბიჭი იმპროვიზირებულ იარაღის ცეხში ეხმარება მამას ხელნაკეთი ვაზნების აწყობაში, ასევე ასრულებს მის სხვა დავალებებსაც. სავარაუდოდ, ისას კარგად არ ესმის ბრძოლა რისთვის მიმდინარეობს და რატომ ანადგურებენ მის ქვეყანას ის ვაზნები, რომლებსაც იგი თავად აწყობს.