ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 16 » ზოგჯერ ვიგებთ, ზოგჯერ კი ჭკუას ვსწავლობთ!    

21:55:16
ზოგჯერ ვიგებთ, ზოგჯერ კი ჭკუას ვსწავლობთ!

გამარჯობათ. რომელიმეს თუ გიფიქრიათ რაიმე უნიკალურის გაკეთება, რომელიც სახელსა და დიდებას მოგიტანთ ? რაოდენ მრავალფეროვანია ადამაინი, მიკროსკოპული სიღრმეებისკენ და ტელესკოპური სიმაღლეებისკენ მიიწევს მისი გონება. ყველაფერს რაციონალურად უდგება ჰომოსაპიენსი და დღითიდღე ხდება ჭეშმარიტი პრაგმატისტი, რაც დიდად მისასალმებელია. დღითიდღე ადამიანთა შორის იმართება შეჯიბრები და ამ კონკურენციამ შვა გლობალიზაცია და ეს დიდი განვითარება. იმედია ეს ყველა "შერკინება” კაცობრიობისთვის სასიკეთო იქნება და ადამიანთა პროგრესირებას შეუწყობს ხელს.

ერთმა ამერიკელმა სწორედაც, რომ მოიფიქრა გაეკეთებინა არაორდინალური რამ, რაც გინესის წიგნში შეიყვანდა. მეთევზე ჯონი უილკინსს ჰქონდა მცდელობა მსოფლიო რეკორდი მოეხსნა თევზჭერაში, თუმცა, სამწუხაროდ, განიცადა კრახი. მას 24 საათის განმავლობაში უნდა დაეჭირა 2649 ნებსიმიერი სახის თევზი. ამ, თავის საქმეში დიდად დახელოვნებულმა ამერიკელმა 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2011 თევზის ანკესზე წამოგებაღა მოასწრო და მსოფლიო რეკორდის მაჩვენებელი ვერ შეცვალა. აი მდინარეში თევზის რაოდენბა კი ….

John Wilkins did not break the world record for most fish caught in 24 hours, but still came in above the 2,000 mark.

სტატისტიკურად ამ ადამიანს 1,8  თევზი უნდა დაეჭირა წუთში. საქმე თავიდან იდეალურად მიმდინარეობდა, ის გრაფიკს უსწრებდა კიდეც და ყველას ეგონა მორიგი გინესის ლაურიატს დავყურებთო. მაგრამ, საქმე ყველაფერი იდეალურად როდი წავიდა, თურმე იმ ადგილას სადაც ჯონიმ ანკესი ჩაუშვა და აპირებდა საოცრად ბევრი თევზის დაჭერას , გამოჩნდა ერთი "გაღლენძილი” ახმახი თევზი, რომელმაც ახლომახლოდ მყოფ ყველა თევზს კუდით ქვა ასროლნა და თავისდაუნებურად იხსნა თევზები "ჩამოხობისგან”. ამ თევზმა ჯონს ცხვირწინ ააწკიპნა გინესის რეკორდსმენი სტატუსი.

ამ სპორტის სახეობაში, ასე თუ შეიძლება დაერქვას, თევზის ჭერა მიმდინარეობს უბრალო ანკესითა და მატყუარით. მოქმედი გინესის რეკორდსმენი თევზის ჭერაში არის ჯეფრი კოლიჯინსკი, რომელმაც 2011 წელს 2649 თევზს თავგზა აწყევლინა.

ილინოისის შტატის ერთ-ერთი სკოლის თევზჭერის კურსის მასწავლებელი, ჯონ უილკინსი არ აპირებს ამ დამარცხებას შეეგუოს და ფარხმალი ასე უბრალოდ დაყაროს. მან პირობა მისცა თავის სტუდენტებს, რომ გაისად ამ თვეს უსიკვდილოდ გახდება გინესის რეკორდსმენი თევზჭერაში. მისი თქმით: ჩემი მიზანი არ არის უბრალოდ თევზის ჭერის, ამ ინსტიტუტის ისტორიაში შესვლა, არამედ მე მინდა ყველა ადამიანს გავუზიარო ის გრძნობა, რაც თან სდევს თევზჭერას(ერთი თევზებს ვკითხოთ  როგორი სიამოვნებაა?!), ეს არის ხელოვნება, რომელიც ყველა სხვა გრძნობას აჭარბებს და ყველაზე მეტ ერუდიციას მოითხოვს. ეს არის ხელოვნება ინტელექუალებისათვის, ესაა ყველაზე დიდი წიგნი, რაც კი შეიძლება ვინმემ წაიკითხოს”- ამბობს ჯონი. რამდენად გამოუვა ამ პიროვნებას დაპირება წინასწარ პროგნოზბის თქმა შეუზლებელია, მაგრამ იმის თქმა ნათლად შეიძლება, რომ დამარცხება ადამიანს აძლევს სტიმულს. ერთ ბრძენს უთქვამს: ზოგ შემთხვეებში ვიგებთ, ზოგში კი ჭკუას ვსწავლობთო!

იხილეთ ვიდეო:



წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2143 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: ზოგჯერ კი ჭკუას ვსწავლობთ!, ზოგჯერ ვიგებთ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ვულფ   (16.09.2013 23:12:32) [მასალა]
ნახეთ კარგად სკოლის პროგრამაშია შეტანილი თევზაობა ამ კონკრეტულ მაგალითზე ჩვენტან აპარატისა და მანოკის კეთებას ასწავლიან მომავალს რავიცი-რავიცი!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика