1879 წლიდან ხე ატარებს ცნობილი სამოქალაქო ომის გმირის – გენერალ შერმანის სახელს.
დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ვერ იგებდნენ ხის ნამდვილ წლოვანებას, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს შეძლეს და გენერალი შერმანი, 24 მეტრიანი დიამეტრის მქონე ხე – თითქმის ორიათასი წლისაა.
ყოველდღიურად მერქნის მოცულობა ნახევარი სანტიმეტრით იზრდება.
ყოველწლიურად «სეკვოიას» ნაციონალურ პარკს, რომელიც ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ათობით ათასი ტურისტი ნახულობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბევრი მათგანი აქ მხოლოდ იმის გამო ჩამოდის, რომ ნახოს უხუცესი გენერალი შერმანი და მის გვერდით გადაიღოს სამახსოვრო ფოტოსურათი.