ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 26 » Hachikō    

22:21:34
Hachikō

Hachikō

  • 0
     
  •  


დღეს მინდა გესაუბროთ ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ძაღლზე მთელს მსოფლიოში. მისი სახელია ჰაჩიკო, ან უბრალოდ ჰაჩი. ადამიანთა ყურადღება ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ძაღლმა ადამიანისთვის შესაშური ერთგულებისა და რწმენის გამო მიიპყრო. დიახ ადამიანთა შესაშური, რადგან ის 9 წლის განმავლობაში ყოველდღე ელოდა საკუთარ პატრონს, ჰიდესაბურო უენოს, სიბუიას რკინიგზის სადგურთან.

სიბუიას რკინიგზის სადგური

1924 წელს უენოს, ტოკიოს უნივერსიტეტის აგრარული განყოფილების პროფესორს აჩუქეს ჰაჩიკო. ჰაჩიკო ყოველდღე ხვდებოდა და ესალმებოდა პროფესორს სადგურის შესასვლელთან 1925 წლის მაისამდე, როცა პროფესორი გარდაიცვალა ცერებრალური სისხლდენით        ( ტვინში სისხლის მიმოქცევის სისტემის ჩაშლა ). სწორედ 1925 წლის მაისიდან იწყება ამ უნიკალური და ერთგული ძაღლის ისტორია. პროფესორის გარდაცვალები დღიდან მოყოლებული ჰაჩი ყოველდღე ელოდე თავის პატრონს, წარმოგიდგენიათ? 9 წლის განმავლობაში ყოველდღე ელოდა საყვარელ პატრონს, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, როგორი ძლიერი ნებისყოფა და რწმენა უნდა გქონდეს, რომ შენს საყვარელ ადამიანს ელოდო ამდენი ხნით.

პროფესორი უენო

ჰაჩიმ ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მასზე 1932 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია იაპონურ გაზეთში. მკითხველები პატივისცემის, სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით ჰაჩის საკვებსა და ცოტაოდენ ფულს უგზავნიდნენ, რათა როგორმე დახმარებოდნენ ამ გასაოცარ არსებას.

1932 წელს პროფესორ უენოს ერთ–ერთმა სტუდენტმა, რომელიც იკვლევდა აკიტას ჯიშს, დაინახა ჰაჩიკო სადგურზე და გაჰყვა პროფესორის თანამედროვეს, მებაღის, სახლთან, სადაც მან მოისმინა ჰაჩიკოს ცხოვრების ისტორია. მებაღესთან შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ სტუდენტმა დაასრულა აკიტას ჯიშის აღწერა და გამოაქვეყნა იგი. მისი კვლევიდან გამომდინარე სულ 30 ცალი აკიტას ჯიშის ძაღლიღა იყო შემორჩენილი მთელს იაპონიაში, ჰაჩიკოს ჩათვლით.

პროფესორ უენოს სტუდენტი ხშირად სტუმრობდა ჰაჩიკოს და წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს ძაღლის აღსანიშნავი ერთგულების შესახებ. 1932 წელს ჰაჩიკო მთელი იაპონელი ერის ყურადღების ქვეშ მოექცა. ის ეროვნული აღმოჩენა გახდა. მისმა თავდადებამ პატრონის მიმართ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იაპონელ ერზე. ყველასათვის კარგად ცნობილმა იაპონელმა ხელოვანმა მიუძღვნა ჰაჩიკოს ძეგლი, რამაც იქონია გავლენა აკიტას ჯიშის მიმართ ინტერესის გაზრდაზე. ერთი სიტყვით ჰაჩიკო გახდა ერთგულების ლეგენდა.

 სიკვდილი

ჰაჩიკო დაიღუპა 1935 წლის 8 მარტს. ის იპოვეს სადგურთან ახლოს მდებარე ქუჩაზე. 2011 წლის მარტს მეცნიერებმა გამოააშკარავეს ძაღლის დაღუპვის მიზეზე: ჰაჩიკოს ჰქონდა ბოლო სტადიის სიმსივნე და მას, ასევე აღმოაჩნდა დაავადება სახელად Wuchereria bancrofti.

ჰაჩიკო და საზოგადოება

1934 წლის აპრილში სიბუიას რკინიგზის სადგურთან აღმართეს ჰაჩიკოს ძეგლი და თვითონ ჰაჩიკოც ესწრებოდა. ძეგლი გადაადნეს მეორე მსოფლიო ომის დროს. 1948 წელს მოსახლეობამ მოითხოვა ჰაჩიკოს ძეგლის ხელახალი აგება, რისთვისაც წინა ძეგლის ავტორის შვილს სთხოვეს დახმარება. როცა ახალი ძეგლი აღიმართა, დაფუძნდა პატივის მიგების ტრადიცია. ძეგლი დღესაც დგას სიბუიას რკინიგზის სადგურთან და ძალიან პოპულარული შეხვედრის ადგილია. სადგურის შესასვლელს ამ ძეგლთან ახლოს ჰქვია ჰაჩიკოს შესასვლელი და ერთ–ერთია სიბუიას რკინიგზის ხუთი შესასვლელიდან.

მსგავსი ძეგლი დგას ჰაჩიკოს მშობლიურ ქალაქშიც ოდატეს სადგურის წინ. ზუსტად ის ადგილი, სადაც ჰაჩიკო იცდიდა, მონიშნულია ბრინჯაოს თათის ანაბეჭდები და ასევე თან ახლავს ტექსტი იაპონურ ენაზე, რომელიც აღწერს ჰაჩიკოს ერთგულების ისტორიას.

ყოველწლიური ცერემონია


ყოველი წლის 8 აპრილს, ჰაჩიკოს პატივის მისაგებად უამრავი ძაღლის მოყვარული ადამიანი იკრიბება ტოკიოს სიბუიას რკინიგზის სადგურთან და პატივს მიაგებს ჰაჩიკოს ხსოვნას.

 

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი აზრი და დამოკიდებულება ჰაჩიკოს მიმართ. ჰაჩიკო მართლაც გამორჩეული ძაღლია ძაღლებსა და ადამიანებს შორისაც. მისი ერთგულება და რწმენა უდავოდ აღსანიშნავია, მსგავს პრინციპებს ძნელად შევხვდებით ადამიანთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი 9 წლის განმავლობაში არ ჩანდა, ჰაჩიკო წარმოუდგენელი სიჯიუტით, რწმენითა და იმედით აღსავსე ელოდა თავის საყვარელ პატრონსა და მეგობარს. მსგავსი ისტორიები მრავლადაა დედამიწაზე, თუმცა მინდოდა ყველასათვის ცნობილი ძაღლის შესახებ დამეწერა. ამას გარდა გთავაზობთ 2009 წელს გადაღებული ფილმის ტრეილერს Hachi: A Dog’s Tale, მართალია, ფილმში შეცვლილია რაღაც დეტალები, თუმცა მაინც ძალიან კარგად გადმოგვცემს ამ ორი საოცარი არსების საოცარ ურთიერთობას:



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2885 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: Hachikō | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 ვულფ   (30.11.2013 21:57:49) [მასალა]
რაც მეტ ადამიანს გაიცნობ მით მეტად დარწმუნდები საკუთარი ძაღლის ერთგულებაში gimili

0   Spam
7 maxo777   (30.11.2013 21:50:57) [მასალა]
აუ დგეს ვუყურე ამ ძაღლზე გადაღებულ ფილმს,ისე ემტხვევა რეალობასს

0   Spam
6 cheisi   (28.11.2013 22:49:08) [მასალა]
კარგი იქნებოდა ადამიანებიც ისეთივე გულისხმიერები და ერთგულები ყოფილიყვნენ როგორც ძაღლები.. რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ უმრავლესობა ასეა...მაგალითი ჰაჩიკოსკან უნდა ავიღოთ ))) gimili

0   Spam
5 dato75   (27.11.2013 22:43:14) [მასალა]
ძაგლი მაგარი ერთგული. საქართველოში ზოგიერთმა არც იცის ძაგლის ფასი.

0   Spam
4 tura11   (27.11.2013 10:05:13) [მასალა]
39 39 39 39

0   Spam
3 tura11   (27.11.2013 10:04:53) [მასალა]
რო მოიპარავენ და ნახავ მაშინ უნდა მომპარავს:48: 48 :48

0   Spam
2 tatoxoni   (27.11.2013 02:45:37) [მასალა]
ხო საქარათველოში ფეხი რო დაგეჩეს გარეთ მაგაჭრიან და წაიგებენ მაგიტო მყავს როქსი მუდმივი ყურადღების ქვეშ gimili 39 39

0   Spam
1 77777   (27.11.2013 02:07:37) [მასალა]
საქართველოში ვინმე სამწუხაროდ მოიპარავდა!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика