ადამიანების გარკვეული ნაწილი შინაურ ბინადრებს შორის სწორეოდ თევზებს ანიჭებს უპირატესობას, იმ მიზეზით, რომ ისინი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებენ - თევზები არ ხმაურობენ, არ არის საჭირო მათთვის დილით ადგომა და გასეირნება, შეგიძლია მთელი დღე დატოვო სახლში და არ ინერვიული იმაზე, რომ ის რამეს დააშავებს, ან მოიწყენს...… მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმში 80 000 დოლარად ღირებული პლატინის აროვანა გყავთ, ალბათ მისთვის არანაირი ძალისხმევა არ დაგენანებათ და მას ცივ ნიავსაც არ მიაკარებთ.
დედამიწაზე მობინადრე ყველაზე შეუპოვარ არსებას შეუძლია იცხოვროს ადუღებულ წყალში, ყინულში და კოსმოსის ინტენსიურ რადიაციაში. მას შეუძლია, ათი წელი გაძლოს უდაბნოში წყლის ერთი წვეთის გარეშე ან მოკალათდეს ზღვის ყველაზე ღრმა ორმოებში.
შევარდენი. შევარდენს ცხოველთა სამყაროში ყველაზე სწრაფი ფრინველის სტატუსი აქვს. თუკი შეამჩნევს საკბილოს, მაგალითად მტრედს, მთელი ძალით ეშვება და მისი სისწრაფე საათში 200 მილს (322 კმ/სთ) სცდება, ჯერ კიდევ ჰაერში ეჭიდება მსხვერპლს ბასრი კლანჭებით და ეშვება მიწაზე, რის შემდეგაც მშვიდად მიირთმევს მას.
ვაგრძელებთ რიგით მე–11 ფოტოკონკურს – „Annual Photo Contest–ის“ გამარჯვებულ კონკურსანტთა მიერ განხორციელებულ ნამუშევართა წარმოდგენას. ამჯერად კი მოგზაურობის თემატიკის ამსახველ ფოტოებს წარმოგიდგენთ.
ფოტოსერია ასახავს ამერიკული შავი დათვი – ბალუს, აფრიკული ლომი – ლეოსა და ბენგალური ვეფხვი – შერხანის ძალზედ უჩვეულო მეგობრობას. ისინი ერთად ცხოვრობენ მას შემდგომ, რაც ჯერ კიდევ პატარაობის ასაკიდან ერთად გაიზარდნენ. 2001 წელს სამივე მათგანი პოლიციელების მიერ იქნენ ნაპოვნი. ჯერ კიდევ თვეების ცხოველები პარაზიტებით იყვნენ დაავადებულნი, უჭმელობით დასუსტებულნი და ნარკოდილერთა მიერ ტრავმირებულნი. ისინი ჯორჯიას შტატის ქალაქ – Locust Grove–ში არსებულ ცხოველთათვის განკუთვნილ თავშესაფარში განათავსეს, სადაც სათანადო ქირურგიული ჩარევა და შესაფერისი მზრუნველობა ჩაუტარდათ.
აზიური ირმები (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან. ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.
ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს. სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.
National Geographic–მა დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღო ცხოველთა თითქმის სრულყოფილად ფორმირებული ემბრიონები. ეს გახლავთ ცხოველთა დაბადებამდე გადაღებული ერთ–ერთი საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათები, რომელთა ხილვაც აქამდე ადამიანმა შეძლო. გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ დაბადებამდე ცხოველთა ნაშიერებს მშობლების მსგავსად ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი.
ცხოველთა სამყაროში, ისევე როგორც ადამიანთა შორის არსებობენ თავიანთი ჯიშის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი გახლავთ 24 წლის კატა სახელად პოპი (Poppy), რომლის ასაკიც ადამიანის 114 წელს შეესაბამება. 24 წლის პოპი ოფიციალურად არის აღიარებული მსოფლიოს ყველაზე უხუცეს კატად, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში.
არა მხოლოდ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული პირადი ჰიგიენა, არამედ ცხოველებსაც. აი, მაგალითად შანხაის ზოოპარკის ამ ბეჰემოთს კვირაში 3 -ჯერ უსუფთავებენ კბილებს სპეციალური კბილების ჯაგრისით. როგორც ჩანს მას მოსწონს ეს პროცედურა…
ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი – გოლიათის (Conraua Goliath) სიგრძე, რომელიც 1899 წ დაიჭირეს კამერუნში, შეადგენდა 36, 83სმ, ხოლო ფეხების ჩათვლით 87, 63 სმ.
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ცხოველის თვალი ახლო კადრში. იმედია, დაგაინტერესებთ. ალბათ, ზოგიერთი მათგანი მრავალჯერ გვინახავს, მაგრამ სულაც არ მიგვიქცევია ყურადღება მათი უცნაური, ადამიანისგან სრულიად განსხვავებული თვალებისთვის. ასეთ კადრში კი მათი ხილვა ძალიან საინტერესოა. მაგალითად, მე, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ თუნდაც, ნიანგს ან პინგვინს ასეთი მხედველობის ორგანოები ჰქონდათ. ბუნება გასაოცარია და ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი უნდა ეზიაროს ამ სილამაზეს.
ალბინიზმი და ლეიკიზმი მსგავსი მდგომარეობა არის ცხოველებში და ფრინველებში, რომელსაც ახასიათებს პიგმენტების ნაკლებობა ორგანიზმში. სხვაობა იმასში მდგომარეობს, რომ ლეიკიზმი ალბინიზმისაგან განსხვავებით გამოწვეულია ორგანიზმში ყველა ტიპის პიგმენტაციის არ არსებობის გამო. ალბინოსებს წითელი ფერის თვალები აქვთ, როდესაც ლეიკოზიან ცხოველებს ღია ფერის თვალები აქვთ, ძირითადათ ცისფერი. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები რომლებსაც აღენიშნებათ ეს იშვიათი დარღვევები.
ჩინური სამზარეულო იმდენად გამოირჩევა სხვა ქვეყნების სამზარეულოებისაგან თავისი ეგზოტიკურობითა და კერძების "მრავალფეროვნებით", რომ ბევრი ჩვენგანი ვერ გაბედავდა იმ "გემრიელობების" მირთმევას, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშ ასე, მოემზადეთ საოცრებების სანახავად.
ბიოინჟინრებმა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, შექმნეს გენმოდიფიცირებული ალვის ხე. მისი მერქანიდან ლიგნინის ადვილად ამოღებაა შესაძლებელი, რაც ქაღალდის და ბიოსაწვავის წარმოების პროცესს ნაკლებ ხარჯიანს ხდის.
ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა. უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“ იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
ყველა ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა კოკისპირულ წვიმაში და გალუმპულა. უამრავი ადამიანისთვის ეს არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა როგორც ირკვევა, არამხოლოდ ადამიანებისთვის. ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ წვიმიან ამინდში მოხვედრა დიდად არც მწერებს სიამოვნებთ.
თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-
დანიელი მყვინთავი - სტიგ სევერინსენი წყალში ყველაზე დიდხანს იკავებს სუნთქვას - მისი რეკორდი 22 წუთია! ამ მართლაც "ადამიანი-ამფიბიას" შესაძლებლობები საოცარია! ვის არ უცდია სუნთქვის შეკავება წყალქვეშ: ჩვეულებრივი ადამიანის შედეგი საშუალოდ 3-5 წუთია...
სოფელ ბამბას პირდაპირ დოგონის ჩრდილოეთ ნაწილში (მალი), არის პატარა წმინდა ტბა, სადაც თევზაობა ნებადართულია წელიწადში მხოლოდ ერთხელ, უნიკალური რიტუალის დროს, რომელიც ატარებს ანტოგოს სახელს...
ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ.......
აზიური ირმები (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.
ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან...
ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა...
უნება თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თითქმის ყველაფერი აქვს ნანახი ადამიანის თვალს, მაგრამ ამ სტატიაში შემოთავაზებული მასალა ბევრისთვის უცხო იქნება. ალბათ არ გინახავთ ვარდისფერი დელფინი ან იასამნისფერი ციყვი.. დანარჩენი სტატიაში
აინშტაინმა ეს გამოცანა XIX საუკუნეში შეადგინა. მისი აზრით, გამოცანის ამოხსნას მოსახლეობის მხოლოდ 2% თუ მოახერხებდა.
ერთ ქუჩაზე დგას ხუთი სხვადასხვა ფერის სახლი. თითოეულ სახლში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ხუთივე განსხვავებულ სასმელს სვამს, ეწევა განსხვავებულ სიგარეტს და ჰყავს სხვადასხვა ცხოველი.
წინა კვირას ვიპსნეიდის ზოოპარკში, დიდბრიტანეთში, მოეწყო ცხოველების აწონვის და გაზომვის დღე, რამდენიმე თვით ადრე კი იგივე შემოწმება ლონდონის ზოოპარკში მოეწყო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!