ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 22 » ნოდარ მგალობლიშვილი: "ჩემი ბრმა გორდა არავის არაფერს ერჩოდა და მიკვირს, რატომ არ დაინდეს"    

17:04:12
ნოდარ მგალობლიშვილი: "ჩემი ბრმა გორდა არავის არაფერს ერჩოდა და მიკვირს, რატომ არ დაინდეს"
ნოდარ მგალობლიშვილი: "ჩემი ბრმა გორდა არავის არაფერს ერჩოდა და მიკვირს, რატომ არ დაინდეს"
ნოდარ მგალობლიშვილი: "ჩემი ბრმა გორდა არავის არაფერს ერჩოდა და მიკვირს, რატომ არ დაინდეს"
22-11-2013
"ეს არის ძალიან სევდიანი ამბავი... ბატონმა ნოდარ მგალობლიშვილმა გაგარინის მოედანზე იპოვა უსინათლო ლაბრადორი... გორდა... და უვლიდა... და მერიის სამსახურმა წაიყვანა ერთ დღეს.. დიდხანს ეძებდა... განცხადებებს ტოვებდა ქუჩაში ფოთლებივით... ერთად" - ეს პოსტი ფეისბუქზე ვნახე და უბრალოდ ვეღარ შევძელი, რომ ბატონი ნოდარისთვის არ დამერეკა და გორდას ამბავი არ მეკითხა.

"გორდას დაკარგვამ ბოლო მომიღო... ცხოველებმა ასე იციან თავის შეყვარება"

"ცხოველს გაზრდი, ქვეწარმავალსაც რაღაცას მოუხერხებ, ადამიანის მოშინაურება კი ურთულესია, თუ ადამიანად არ დაიბადა..."

"ნოდარი და ძაღლი იმდენად დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. ბრმა ძაღლი გადააცილებდა ხოლმე გადასასვლელზე ყოველ დღე"


ნოდარ მგალობლიშვილი: 

"რა გითხრათ, ამაზე საუბარიც ხომ უხერხულია?!... შარშანწინ საცხოვრებლად საბურთალოზე გადმოვედი. იმ ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ეს ძაღლი ჰყავდა. შემდეგ ძაღლი თურმე ნათესავთან გააგზავნა მცხეთაში, მაგრამ ორჯერ დაბრუნდა... მერე გავიგე, ბრმა რომ იყო. მცხეთიდან მეორედ რომ ჩამოვიდა, ვიღაცას თავში ჩაურტყამს და დაბრმავებულა. ძალიან შემეცოდა, ვცდილობდი, მომევლო, სულ ვაჭმევდი... ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, ძაღლი ჩვენს ეზოში შემოვიდაო. არ დავიჯერე, ვეუბნებოდი, მოგეჩვენა-მეთქი. გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა მოეგნო, როდესაც 150 მეტრია იმ ადგილიდან, სადაც იგი იწვა. რომ ჩავედი ეზოში და ძაღლი დავინახე, გადავირიე, კაცო, ბრმა ძაღლმა როგორ მომაგნო-მეთქი. ეტყობა, ყნოსვით მომაგნო... ადრეც მყავდა ძაღლი, რომელსაც 15 წელი თან ვყვებოდი. შემდეგ ოჯახური ვითარების გამო, აუცილებელი იყო სხვისთვის მიმეცა. მართლა ძალიან განვიცადე ეს ამბავი: ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე მივდიოდი ძაღლთან და საჭმელი მიმქონდა. ეს ძაღლი დაიკარგა და ლამის გადავყევი მის დარდს. ახლა კიდევ,ამ გორდას დაკარგვამ ხომ ბოლო მომიღო... რა ვიცი აბა, რა გითხრათ, ჩემი თავი გენაცვალოთ, ცხოველებმა ასე იციან თავის შეყვარება... სამწუხაროდ, არ მიკვირს ადამიანები რომ ცუდად ეპყრობიან ცხოველებს. ადამიანი ადამიანს აღარ ინდობს და ცხოველს დაინდობს?! თუმცა, კაცი რომ ძაღლს თავს მოაჭრის, ისევე მოაჭრის კაცსაც. მე ვიცი ცნობილი ადამიანები, რომლებიც ძაღლებს და კატებს ატყავებდნენ და აწამებდნენ. ადამიანისნაირი დაუნდობელი არ მეგულება. ცხოველს გაზრდი, ქვეწარმავალსაც რაღაცას მოუხერხებ, ადამიანის მოშინაურება კი ურთულესია, თუ ადამიანად არ დაიბადა...ახლა სახლში ძაღლი არ მყავს. ნერვული სისტემა გამინადგურა გორდას დაკარგვის დარდმა... გორდასთან ერთხელ 50 მეტრის მოშორებით ვიდექი, ძაღლი 15 წუთის განმავლობაში წვალობდა და ვამჩნევდი, რომ ყნოსვით მოდიოდა ჩემსკენ. ცუდად მოვიქეცი - განგებ არ გავინძერი, მაინტერესებდა, რას იზამდა. ბოლოს რომ მოვიდა, მომეხახუნა და ჩემს ფეხებთან დაწვა, დავმუნჯდი გაკვირვებისგან... გორდა რომ დაიკარგა, ყველა სადარბაზო ჩამოვიარე. ბევრი მეხმარებოდა და ჩემთან ერთად ეძებდა. დაახლოებით ერთი თვე ვეძებდი. თბილისის სხვადასხვა უბნებში, გარეუბანებშიც ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ეტყობა, დააძინეს... არადა, გორდა ბრმა იყო, არავის არაფერს ერჩოდა და მიკვირს, რატომ არ დაინდეს...

ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე, ნინო ჩხიკვიშვილი: 

"მანქანების სამრეცხაოსთან იყო ძაღლი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია. ნოდარს ძაღლები ძალიან უყვარს და მაღაზიაში შევიდა, მისთვის რომ სოსისი ეყიდა. ეს ბრმა ძაღლი ადგა, მოვიდა და გვედით დამიდგა. წარმოუდგენელია, მაგრამ ბრმა ძაღლი მიხვდა, ერთად რომ ვიყავით და ნოდარი მაღაზიაში მისთვის საჭმელის საყიდლად შევიდა. შემდეგ ნოდარი და ძაღლი იმდენად დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. ბრმა ძაღლი გადააცილებდა ხოლმე გადასასვლელზე ყოველ დღე. ნოდარი ამას ვერც ამჩნევდა. ერთხელ ერთად გავედით და მაღაზიაში რომ შევედი, ვხედავ ნოდარი წინ მიდის, ძაღლი უკან მიჰყვება, გადასასვლელზე გააცილა და უკან დაბრუნდა. საოცრად ჭკვიანი ძაღლი იყო... ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა და იქვე მომუშავე კაცს მიზეზი ვკითხე. იმ კაცმა თქვა წაიყვანეს, ვიღაცამ დარეკა მაღალსართულიანი სახლიდან, ძაღლმა ჩემი ცოლი შეაწუხაო... ნოდარის განცდებს ენა ვერ აღწერს. მთელი თბილისი მოიარა, ყველა ცხოველთა თავსესაფარში იყო, სად არ ვრეკავდით, ჩემმა მეგობარმა საიტზე დადო ფოტოები და იხვეწებოდა, გვაპოვნინეთო.. გვირეკავდნენ აქა და აქ ძაღლი ვნახეთ და იქნებ გორდა არისო,მიდიოდა ნოდარი, მაგრამ გორდა ვეღარსად იპოვა..." 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2127 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: ამბავი, სევდიანი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
2 zaza1970   (26.11.2013 13:07:29) [მასალა]
სევდიანი ამბავია, გული ამიჩუყდა,ძაღლები ძალიან მიყვარს,სახლში რომ მივდივარ,ჯერ ძაღლის საჭმელს მოვიძევ და მერე ჩემსას, ამას ძაღლი დაგიფასებს ყოველთვის, ადამიანი კი ჩათვლის რომ ეს ასე უნდა იყოს 88e73

0   Spam
3 cheisi   (26.11.2013 23:34:17) [მასალა]
გეთანხმები, სამწუხაროდ :S

0   Spam
1 cheisi   (23.11.2013 22:56:11) [მასალა]
"ცხოველს გაზრდი, ქვეწარმავალსაც რაღაცას მოუხერხებ, ადამიანის მოშინაურება კი ურთულესია, თუ ადამიანად არ დაიბადა..." 88e73 88e73

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика